From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-19.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge
Received On : 19.06.2018 07:37
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 9.06.2018

ტელევიზია

19.06.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 10:00

ჯანდაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი-ამ თემაზე დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის თანამშრომლები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაზე ინსპექტორთა აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაცია განიხილება. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მნიშვნელოვანია რომ ჩამოყალიბდეს დაბალანსებული მიდგომა ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშესაწყობად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368754

---

 

18.06.2018

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 15:00

არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის უფროსი იწმუნება, რომ ბათუმში ერთ ერთ აფთიაქში ფსიქოტროპული პრეპარატები და ნარკოტიკული ნივთიერებები იყიდება, ხშირ შემთხვევაში კი მოხმარებლები არასრულწლოვნები არიან. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მტკიცებულებები გააჩნია და მზად არის გამოძიებასთან ითანაშრომლოს. ორგანიზაციის ხემძღვანელის მტკიცების, აფთიაქს ყოფილი მაღალჩინოსნები მფარველობენ. ადგილზე საპატრულო პოლიცია მერაბ ღოღობერიძის გამოძახების შემდეგ მივიდა. აღნიშნული აფთიაქის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 246 ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო საექიმო ან ფარმაცევტულ საქმიანობას გულისხმობს. აფთიაქი მას შემდეგ დაკეტეს, რაც გადამღები კამერები ადგილზე მივიდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5367536

ტელეკომპანია-აჭარამთავარი 18:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368054

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368026

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5367648

---

 

18.06.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. მოქმედი კანონმდებლობით ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულს საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, 3 წლით გარკვეული შეზღუდვები უწესდება. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სწორედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვს. ცვლილებების მიზანი ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368250

I არხი -მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368308

---

 

18.06.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ქვეყანას დროებითი მთავრობა ეყოლება. ეს იმის გამო, რომ კანონი არ აძლევს დეპუტატებს საშუალებას სტრუქტურული ცვლილებები დროის მცირე მონაკვეთში განახორციელონ. საგანგებო ბრიფინგი უმრავლესობასთან შეხვედრის გამო პარტიის ოფისში დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა - მამუკა ბახტაძემ გამართა. მას შემდეგ, რაც სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები განხორციელება ქვეყანას 14 სამინისტროს ნაცვლად 11 ექნება. ორ ნაწილად დაიშლება დევნითა სამინისტრო ერთი ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტორს მეორე ნაწილი კი ჯანდაცვის სამინისტროში გადავა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368245

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368109

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5367774

---   

 

18.06.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: ხალხის პოლიტიკა

პრემიერ მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს ხედვა უკვე აქვს მთავრობის სტრუქტურასთან დაკავშირებით. მთავრობის კონცეფციის მიხედვით 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება. ასევე გადაცემაში განიხილავე UNICEF- ის კვლევას

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368086

---

 

18.06.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზალიკო უდუმაშვილი ზურაბიშვილების 10-სულიან ოჯახში იმყოფებოდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ოჯახი მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. მათი პრობლემა კი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკავშირდება. ზურაბიშვილები, პენსიონერ მოხუცებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, შესაძლოა, ღია ცისქვეშ აღმოჩნდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368022

---

 

18.06.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: რეალური სივრცე

"შახტის ქალაქი"

https://1tv.ge/video/realuri-sivrce-shakhtis-qalaqi/

---

 

18.06.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

შრომით უფლებებისა და საერთაშორისო სტანდარტების თემატიკაზე დღეს თბილისში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების ყოველწლიურ სუბრეგიონულ შეხვედრაში სულ 9 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს შრომის კანონმდებლობა და საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, ასევე ევროპული გამოცდილება და რეგიონული პრობლემები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5366671

---

 

ინტერნეტი

20.06.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-saministroebis-gaertianebis-sakitkhze-konsultaciebi-mimdinareobs/

დავით სერგეენკო - სამინისტროების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს

სამინისტროების გაერთიანების საკითხზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, საზოგადოებას მოახსენოს, რა ცვლილებები იგეგმება და რა იქნება ამ ცვლილებების დადებითი მხარეები. „ძირითადად მოქმედი მთავრობა იქნება წარდგენილი, რომ შემდეგ პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, უკვე ახალი მთავრობა დააკომპლექტოს. რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა. 20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა. საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.

---

 

19.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/499209-davith-sergeenko-chemi-survili-yovelthvis-iyo-eqimoba-da-ara-politikosoba.html

დავით სერგეენკო - ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა

ნუ ჩამომართმევთ რაღაც მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.  სერგეენკოს თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც 3 კვირაში წარედგინება პარლამენტს და ის ამ კონსულტაციებში ჩართულია. სერგეენკოს თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს ასევე სამინისტროების გაერთიანებაზე. "სამინისტროების გაერთიანებებაზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს",- განაცხადა სერგეენკომ. კუთხვაზე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციათაგან რა ნაწილი უნდა შეითავსოს ჯანდაცვის სამინისტრომ, სერგეენკო პასუხობს: "ჩემი ხედვა ამ მიმართულებით ვერ კონცენტრირდება რომელიმე ორი სამინისტროს გაერთიანებაზე. კონცეპტუალურად ეს არის უფრო ეფექტური მთავრობა, არა ლიბერტარიანულ-მინიმალისტური მცირე მთავრობა თავის კლასიკური გაგებით, არამედ უფრო ეფექტური. ამას თავისი ლოგიკა აქვს, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და რამდენად მოაკლდება მიღებული გადაწყვეტილების შესრულების პერიოდი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ზრდისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სამინისტროების გაერთიანებას, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებს, ამაზე პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოახსენოს საზოგადოებას",- განაცხადა სერგეენკომ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-chemi-survili-yoveltvis-iyo-eqimoba-da-ara-politikosoba/

---

 

19.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/499174-devniltha-saministros-natsili-shesadzloa-jandacvis-natsili-ki-infrastruqturis-saministros-sheuerthdes-kholo-kulturis-saministro-savaraudod-ganathlebis-saministrosthan-gaerthiandeba.html

დევნილთა სამინისტროს ნაწილი შესაძლოა, ჯანდაცვის, ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს, ხოლო კულტურის სამინისტრო სავარაუდოდ, განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება

სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი  ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ქრონიკა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებაც. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, თუმცა, ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ სამინისტროს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ეს შესაძლოა თეა წულუკიანი არ იყოს. ორ ნაწილად გაიყოფა დევნილთა სამინისტრო. ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის, მეორე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ამას გარდა, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტრო ამჯერად განათლების სამინისტროს შეუერთდება.

18.06-

პრაიმტაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1529328725-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saministroebi-romlebic-shromis-anazgaurebaze-yvelaze-met-fuls-xarjaven-/21078

სამინისტროები, რომლებიც შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

სამინისტროებს შორის ყველაზე მეტ ფულს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მეორე ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროა, ხოლო მესამეზე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. სამინისტროების რეიტინგი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მიხედვით, ასე გამოიყურება: 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 380 მლნ ლარი. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 359,8 მლნ ლარი. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 65,4 მლნ ლარი. 4. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 59,6 მლნ ლარი. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 49,3 მლნ ლარი. 6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 43,4 მლნ ლარი. 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 35,8 მლნ ლარი 8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 28,1 მლნ ლარი. 9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 21,7 მლნ ლარი. 10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 15,7 მლნ ლარი. 11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 10,1 მლნ ლარი 12. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - 9,4 მლნ ლარი 13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 4,5 მლნ ლარი 14. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 700 000 ლარი.

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/yvelaze-msxvili-damsaqmebeli-saministroebi-/21061/

ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

სამინისტროებს შორის დასაქმებულთა რაოდენობით თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით მას 41 992 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის ჯარიც. მეორე ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროა 24 822 დასაქმებულით, მათ შორის არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მსხვილ სახელმწიფო დამსაქმებლებს შორის ზომით მესამე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროა 7 044 დასაქმებულით. • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 5 070 საჯარო მოხელე. • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 4 470 საჯარო მოხელე. • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 3 568 საჯარო მოხელე. • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 2 658 საჯარო მოხელე. • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 1 602 საჯარო მოხელე. • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 1 430 საჯარო მოხელე. • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 929 საჯარო მოხელე. • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - 835 საჯარო მოხელე. • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 382 საჯარო მოხელე. • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 259 საჯარო მოხელე. • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 31 საჯარო მოხელე.

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499105-saqarthveloshi-siskhlis-usafrthkhoebisa-da-siskhlis-gadaskhmis-sistemis-srulyofis-miznith-evrokavshiris-eqspertebis-monatsileobith-shekhvedra-mimdinareobs.html?ar=A

საქართველოში სისხლის უსაფრთხოებისა და სისხლის გადასხმის სისტემის სრულყოფის მიზნით, ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოში სისხლის უსაფრთხოებისა და სისხლის გადასხმის სისტემის სრულყოფის მიზნით, ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით სამდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აღნიშნულ შეხვედრას სისხლის ბანკებისა და დარგის სხვა ექსპერტების მონაწილეობით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში მართავს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუაც ესწრებოდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროკავშირის ექსპერტების: ესპანეთიდან და ხორვატიიდან, საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შემდგომ ქვეყანას უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებაში შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, სისხლის უსაფრთხო პროგრამა საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს, თუმცა პრობლემები ისევ არის. „ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. ამდენად, ექსპერტთა მისია შეაფასებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მოგვცემს რეკომენდაციებს“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კვლევების მიხედვით, ინტრავენური ნარკომანიის შემდეგ სისხლით ჰეპატიტების გადაცემის გზა მეორე რისკ ფაქტორს წარმოადგენს. „აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მისიაზე დიდ იმედს ვამყარებთ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის შემდეგ 2–3 წლის განმავლობაში, სრულად გამართული და ჰარმონიზირებული ბაზა გვექნება, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული“, – დასძინა გამყრელიძემ.

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/janmrtheloba/193932-gamyrelidze-zafkhulis-sezonis-dadgomasthan-dakavshirebith-mosakhleobas-higienuri-normebis-dacvis-gamkacrebas-urchevs.html?lang=ka-GE

გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვის გამკაცრებას ურჩევს

დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური პირობების დაცვის გამკაცრებას ურჩევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ჯანდაცვის სისტემა ზაფხულის სეზონს მომზადებული ხვდება. მისივე თქმით, საზოგადოებისათვის რეკომენდაციებს მათი ცენტრი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ამირან გამყრელიძის თქმით, უმთავრესი და ყველაზე მარტივი რეკომენდაცია ინფექციებისაგან თავის დასაცავად ჰიგიენური პირობების კიდევ უფრო გამკაცრებაა. „რადგან ზაფხულში არსებობს მომატებული რისკი წყლის დაბინძურების ან სხვა გადამტანი ინფექციების გაჩენის, ამდენად სასურველია მაქსიმალურად დავიცვათ და კიდევ უფრო გავამკაცროთ ჰიგიენური პირობები, განსაკუთრებით ბავშვთა დაწესებულებებში. ახლა სკოლებში არდადეგებია, თუმცა მოეწყობა ბავშვთა ბანაკები, კურორტებზე თავშეყრის დიდი ადგილები და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენური პირობების დაცვას, მათ შორის ხელების დაბანას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ამ მომენტისათვის, რომელიმე ინფექციის შემთხვევების მატება არ შეინიშნება.

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/37809/kanonproeqtit-narkodanashaulshi-msjavrdebuls-rigi-uflebebi-avtomaturad-aghar-chamoertmeva

კანონპროექტით, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულს რიგი უფლებები ავტომატურად აღარ ჩამოერთმევა

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის სხვადასხვა უფლების შეზღუდვის შესახებ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდება. ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, პირის უფლებების შეზღუდვაზე ინდივიდუალურად იმსჯელოს და გადაწყვიტოს, თუ რა უფლებას შეუზღუდავს მას. კანონის დღეს მოქმედი ჩანაწერით კი, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ პირს რიგი უფლებები ავტომატურად ერთმევა. აკაკი ზოიძის, ლევან კობერიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინე ფრუიძის, სოფიო ქაცარავა ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში უქმდება „ბლანკეტური ჩანაწერები“ და უფლებების შეზღუდვის ავტომატური მექანიზმის ნაცვლად, მოსამართლეს თავად ენიჭება უფლებამოსილება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს დამატებით ჩამოართვას ის უფლებები იმ ვადით, როგორც თავად მიიჩნევს სამართლიანად და თანაზომიერად, მსჯავრდებულის და მის მიერ ჩადენილი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო უფლებების ბლანკეტურად ჩამორთმევა გაუმართლებლად რთულ და მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. „შესაბამისად, აღნიშნული კანონით დამოუკიდებლად, ავტომატურ რეჟიმში უფლებების ჩამორთმევა ერთი მხრივ ლახავს მსჯავრდებულის უფლებებს, მეორე მხრივ კი მოსამართლესაც უზღუდავს სასჯელის ინდივიდუალიზების და მისი სამართლიანი ზომის განსაზღვრის შესაძლებლობებს“, - ნათქვმია განმარტებით ბარათში. კერძოდ, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში „სასამართლოს შეუძლია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლამდე ვადით ჩამოართვას შემდეგი უფლებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია უფლებების ჩამორთმევის წესები ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის და გამსაღებელის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირებული ვერსია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის სრულად გაუქმებას ითვალისწინებდა, თუმცა „პარლამენტის წევრების, სასამართლო ხელისუფლების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების, ინიციატორებისა და ავტორებს შორის შეჯერებული პოზიციის მიხედვით, გადაწყდა, არ მოხდეს ამ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება. [ახალი] ცვლილებებით, მოსამრთლესს თავად ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, გამამტუნებელი განჩენის საფუძველზე, მსჯავრდებულს ჩადენილი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, დამატებით ჩამოართვას უფლებები იმ ვადით, როგორც თავად მიიჩნევს თანაზომიერად“ამავე თემაზე: EMC ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევთა მიმართ დაწესებულ უფლებრივ შეზღუდვებს ასაჩივრებს აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთათვის უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობაზე მიმართა.

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/286456/

ანა ნაცვლიშვილი: სხვა ქვეყნების მაგალითმა მკაცრი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობა დაგვანახა

ანა ნაცვლიშვილი: იურისტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „მართალია, მე არ ვარ ნარკოტიკების მოხმარების მომხრე და არ ვთვლი, რომ ეს კარგია, თუმცა ვფიქრობ, რომ ნარკომომხმარებელი ციხით არ უნდა ისჯებოდეს. სახელმწიფო არ უნდა უზღუდავდეს ადამიანს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლებას: ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მავნე ნივთიერებებს. ასევე თავად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობაც საკუთარი ქმედებების შედეგზე. რაც შეეხება გამსაღებლებს, ცხადია, ისინი უნდა ისჯებოდნენ. მაგრამ მომხმარებლების ციხეში გამოკეტვას არ ვეთანხმებით, მით უფრო, რომ სხვა ქვეყნების მაგალითმა მკაცრი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობა უკვე დაგვანახა. ნარკოდამოკიდებულება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების თემა უფროა, ვიდრე სისხლის სამართლის. ცხადია, არ ვგულისხმობ ნარკოტიკების რეალიზაციისა და იმპორტის საკითხებს. თუ ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას და დაკავდება იმით, რომ შემცირდეს ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი, თუ იმუშავებენ, რომ გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება მოხმარების რისკებთან დაკავშირებით, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ. სამართალდამცავების საშუალებით გამსაღებლებისა და ნარკოტიკების იმპორტიორთა წინააღმდეგ უნდა ვიბრძოდეთ. აუცილებლად უნდა გააქტიურდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი ნარკოპოლიტიკაში“.

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/shromis-usafrtkhoebis-tvalsazrisit-saqartveloshi-araferi-shecvlila/

შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არაფერი შეცვლილა

შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბაზრის დიქტატურა და ფუნდამენტალიზმი ისევ დღის წესრიგში რჩება. “რეალურად, საქართველოს კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების კონვენციებთან, სადაც ზუსტად არის გაწერილი რა არის საჭირო იმისთვის, რომ შრომა იყოს უსაფრთხო. ამ მიმართულებით საქართველოში არაფერი შეცვლილა იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ნება. ზოგადად ჩვენს რეალობაში ეს ტერმინები გაჩნდა -გაუქმებული შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა და გაუქმებული შრომის ინსპექცია. ერთადერთი, ტერმინების გაჩენას შეგვიძლია მივესალმოთ და არა იმას, რომ არსებული კანონმდებლობა შეცვლის დასაქმებულთა ყოფას. უკაცრავად, რომ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს პროფკავშირს, მაგრამ ეს არის რეალობა. ნეოლიბერალური პოლიტიკა რჩება დღის წესრიგში – ბაზრის დიქტატურა და ბაზრის ფუნდამენტალიზმი,” -განაცხადა პეტრიაშვილმა. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით დედაქალაქში სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა. მისი თქმით, ის მიესალმება დედაქალაქის მერის მიერ გატარებულ ღონისძიებებს. “შრომის უსაფრთხოების დარღვევებთან დაკავშირებით დედაქალაქში ჯარიმებია დაწესებული. მუდმივად ვამბობდი, რომ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ირღვევა შრომის უსაფრთხოების ნორმები, იყო თბილისის მშენებლობები. ახლა სადაც უნდა გაიაროთ, ყველგან ნახავთ, რომ ჩაფხუტიც ახურავთ, ზღუდე-ღობეებიც არის და დამცავი ქამრებიც. ის, რაც კალაძის ნებით სრულდება თბილისში, მინდა, რომ იყოს საქართველოს მასშტაბით. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ხელისუფალის გარკვეულ ნაბიჯებს მივესალმები,”-განაცხადა პეტრიაშვილმა. მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინელი ექსპერტების მიერ ტყიბულის შახტის გამოკვლევასა და დასკვნაზე. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. “ხანგრძლივი პერიოდით მივლინებაში ვიყავი, ახლახან ჩამოვედი და ვიცი, რომ დასკვნა უკვე მზად არის. კონფერენციის შემდეგ, ჩემს მოადგილესთან და სპეციალისტებთან ერთად გადავხედავ და უახლოეს მომავალში გავხდით მას საჯაროს,”- აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499048-irakli-petriashvili-shromis-usafrthkhoebis-thvalsazrisith-saqarthveloshi-araferi-shecvlila.html?ar=A

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/405038

“ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების დახმარების ცენტრს ბოლნისსა და გარდაბანში ოპერირებისთვის 2 სპეცმანქანა გადასცა

„ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერირებისთვის 2 სპეცმანქანა გადასცა. ახალი რეანომობილებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამ დრომდე, ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტებიდან პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა. ახალი რეანომობილის გადაცემის შედეგად კი, კრიტიკულ პაციენტთა გადაყვანა ოპერატიულად მოხდება. გადაცემის ცერემონიალს აზერბაიჯანის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი ესწრებოდნენ.

---

 

18.06.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1529301276-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98

ახალი რეგულაციები პოლიფარმაციის წინააღმდეგ – რა შემთხვევაში მოხვდებიან ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს „შავ სიაში“

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის წინააღმდეგ ახალ რეგულაციას აწესებს. 1-ლი ივლისიდან ძალაში შედის მექანიზმი, რომელიც ექიმის მიერ პაციენტისთვის დიდი რაოდენობით მედიკამენტის გამოწერას დაარეგულირებს. ნებისმიერ პაციენტს შესაძლებლობა ექნება, ექიმთან ვიზიტის შემდეგ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან გადაამოწმოს, რაც მას მიზნობრივზე მეტი, ჭარბი მედიკამენტის მიღებისგან დაიცავს. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, პოლიფარმაციის პრობლემის გადაჭრა ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი ხნის წინათ დაიწყო და რეგულაციის მექანიზმად ახლა დაუშვა. პოლიფარმაცია მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის. მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც მოუხდათ. უკვე წლებია, ჩვენთან ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მკურნალობის ხარჯებში მედიკამენტების წილი ძალიან მაღალია, რაც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აღემატება და მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. ეს მხოლოდ მედიკამენტების მაღალ ფასთან არ არის დაკავშირებული, ექიმები პაციენტებს მედიკამენტებს ჭარბი რაოდენობით უნიშნავენ. გაზრდილ ხარჯს პაციენტთან ერთად სახელმწიფოც „იყოფს“ – რადგან ის ნაწილობრივ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასახდელია. რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის. ეს მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია, განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში წამლებზე ხარჯების 15%-25% მოდის. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რაც უმეტესწილად ექიმების მიერ პაციენტებისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერასთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ პოლიფარმაციის პრობლემა ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას და მის მოსაგვარებლად ახალი რეგულაციის ამოქმედებას მიესალმებიან. მთავარი მიზეზები, რის გამოც ქართველი ექიმები პაციენტებს ბევრ მედიკამენტს უნიშნავენ, ექიმთა დაბალი კვალიფიკაცია და ფარმაცევტულ კომპანიებთან მათი საეჭვო გარიგებებია, რაზეც „პრაიმტაიმი“ ადრეც წერდა. რა შეიცვლება 1-ლი ივლისის შემდეგ, როდესაც ახალი რეგულაცია ამოქმედდება, ყველა, ექიმიც და პაციენტიც, ერთად ვნახავთ. როგორია ახალი მექანიზმისა და ექიმის დანიშნულების კონტროლის სქემა, ამის შესახებ განმარტებებს ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინრეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, საშუალება ექნება, ექიმის დანიშნულება გადაამოწმოს. თუ ექიმის მიერ გაცემული პასუხი მისთვის არ იქნება კომპეტენტური და დამაკმაყოფილებელი, მას შეუძლია, მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის პროგრამაში, რომელიც განთავსებულია ჯანდაცვის პორტალზე. იქვე გაჩნდა ადგილი, სადაც პაციენტს ამ დანიშნულების გადამოწმება შეუძლია. ღილაკზე დაჭერით ეს დანიშნულება პირდაპირ მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე განხილვისთვის. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთხვევაში ექიმი კომისიის წინაშე წარდგება. თუ პაციენტი ელექტრონული რეცეპტით სარგებლობს, მას თავად შეუძლია მონიშნოს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. თუკი რეცეპტი მატერიალური ფორმით აქვს, შეუძლია, შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს, სადაც რეცეპტის ელექტრონულ ვერსიას ბაზაში ატვირთავენ. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ პასუხს პაციენტი სამ დღეში მიიღებს. მაია ლაგვილავა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: – პოლიფარმაცია ჩვენი სამედიცინო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს პრობლემა მწვავედ დგას ევროპის წამყვან ქვეყნებში, ამ მიმართულებით მუშაობს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე ორგანიზაცია, რომლის მიერ განხორციელებული პროექტის თანახმადაც არაგეგმური ჰოსპიტალიზაციების 11% პოლიფარმაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენთან, ამ მხრივ, სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაგალითზე შეგვიძლია თქმა, რომ ეს პრობლემა ჩვენთანაც აქტუალურია. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა საპენსიო ასაკის მოსახლეობაში, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ერთი და იგივე მოქმედების რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულად მოხმარება, როდესაც პაციენტები დანიშნულების მიხედვით 5 და მეტ მედიკამენტს იღებენ. კვლევის შედეგად და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ექიმის დანიშნულების გადამოწმდეს და თავად პაციენტი ჩაერთოს აქტიურად ამ პროცესში. – საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით დანიშნულება იწერება, ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტექნიკურად ამ მექანიზმის აღსრულება რთული იქნება. – ტექნიკურად ამ მექანიზმის აღსრულება რთული არ იქნება. ეს რეგულაცია მხოლოდ პაციენტის დონეზე არ იქნება. ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება, განახორციელოს პაციენტის დანიშნულებების მონიტორინგი, თვითონვე უზრუნველყონ პოლიფარმაციის ფაქტების შესწავლა, აღრიცხვა, მართვა, შესაბამისად, უკვე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ადმინისტრირების სათანადო ბერკეტების გამოყენებით. ცვლილებები შევა ყველა იმ მარეგულირებელ დოკუმენტში, რომლითაც განსაზღვრულია მოთხოვნები სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, კერძოდ, სტაციონარების შემთხვევაში, აღნიშნული განიხილება როგორც სანებართვო პირობის, ხოლო ამბულატორიული დაწესებულებების მიმართულებით, როგორც ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმის დარღვევა. შემდეგ დაწესდება შესაბამისი სანქციები. – როგორი იქნება სანქციები ექიმებისთვის? როგორ მიიღებს სამედიცინო სექტორი ამ სიახლეს, ხომ არ ჩათვლიან ამას საექიმო საქმიანობაში ჩარევად? – ეს მექანიზმი ექიმებისთვის საფრთხის შემცველი ნამდვილად არ არის, ეს არის პაციენტების დაცვის მექანიზმი. სამედიცინო საქმიანობის კანონის მიხედვით, ყველა ექიმს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი პოზიცია. ჩვენ არ ვერევით ექიმის მიერ წარმოებულ მკურნალობის პროცესში. არსებობს ძირითადი ხუთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კონკრეტული დანიშნულებების განხილვა კლინიკური ფარმაკოლოგის მიერ პაციენტის შემოსული განაცხადის შემდეგ. თუ კლინიკური ფარმაკოლოგი მიიჩნევს საჭიროდ, რომ რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით დანიშნულება უნდა დაკორექტირდეს, ექიმს აქვს საშუალება, გაგზავნოს განმარტება კლინიკურ ფარმაკოლოგთან, რა მიზეზით დანიშნა ესა თუ ის მედიკამენტი. როდესაც კლინიკური ფარმაკოლოგი შეუთავსებლობას აღმოაჩენს და ექიმი მას საკუთარი მოსაზრებით არ დააკორექტირებს, კონკრეტული შემთხვევის განხილვა მოხდება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი სპეციალური კომისიის მიერ. თუ კომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციის შემდეგაც არ მოხდა ექიმის მიერ დანიშნულების კორექტირება, ექიმის სახელი და გვარი მოხვდება ე.წ. შავ სიაში, თუ ერთი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ექიმის მიერ სამჯერ მოხდება ასეთი დაუკორექტირებელი დანიშნულებების გაცემა, საკითხი განსახილველად გავა პროფესიული განვითარების საბჭოზე. თუ ერთი და იგივე სამედიცინო დაწესებულებიდან მთელი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტი ექიმის მიერ მოხდა აღნიშნული დანიშნულების გაცემა, ასეთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების საქმიანობას შეისწავლის რეგულირების სააგენტო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება ექიმებისთვის, რომ არ მოხვდნენ ე.წ. შავ სიაში, ამ მექანიზმის ამუშავების შემთხვევაში არამიზანმიმართულად დანიშნული მედიკამენტების შემთხვევები შემცირდება. ჩვენ პაციენტებს თავიდან ავაცილებთ როგორც ჯანმრთელობის საფრთხეს, ისე ზედმეტ მატერიალურ ხარჯებსაც. პოლიფარმაციის პრობლემას ჯანდაცვის სფეროში ჩართული ყველა მხარე აღიარებს. ამ ბერკეტს ძალიან კარგად შეხვდნენ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც პოლიფარმაციის შემთხვევების გამო ბევრ პრობლემას ეჯახებოდნენ, სადაზღვევო კომპანიები გამოხატავენ მხარდაჭერას და ამ პროცესში აქტიურად ჩართვასა და თანამშრომლობას გვთავაზობენ. ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა და გადაჭრა უნდა მოხდეს: „ძნელი წარმოსადგენია, რამდენად მოხერხდება ახალი რეგულაციით ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. პრაქტიკული თვალსაზრისითაც, მისი განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ერთი ადამიანის ისტორიის შესწავლამ და დიაგნოზის გადამოწმებამ შეიძლება დღეები წაიღოს, ასეთ დროს როგორი წარმოსადგენია, როცა ათასობით ადამიანი აჭერს ხელს ღილაკს და სთხოვს კომისიას, დაინტერესდეს მისი საკითხით. ამას გარდა, ეს მექანიზმი კიდევ უფრო გაზრდის პაციენტების უნდობლობას ექიმის მიმართ და გაამძაფრებს მათ შორის არსებულ პრობლემას. ჩატეხილი ხიდი რომ არსებობს, ყველამ კარგად ვიცით. იმის მაგივრად ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის ნდობის ამაღლებაზე ზრუნავდეს, ის, ჩემი აზრით, ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს პოლიფარმაციას ვერ აღმოფხვრის. ექიმიც მოძებნის „გამოსავალს“, თუ ის სხვადასხვა მიზეზით პოლიფარმაციაშია ჩაბმული – ხუთი წამლის ნაცვლად გამოწერს ოთხს და ძვირად ღირებულს და ასე აარიდებს თავს ამ მექანიზმს. პრობლემას გლობალურად უნდა მივუდგეთ და მისი გადაჭრა გამოწვევი მიზეზებიდან უნდა დავიწყოთ, რომელთა შორის ნაწილობრივ ექიმების კვალიფიკაციას, ნაწილობრივ ფარმაცევტული კომპანიების ინტერესს გამოვყოფ. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ჩვენთან ფარმაცევტული ინდუსტრია ძალიან მომძლავრდა, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. დღეს ფარმაცევტულ კომპანიებთან არის მიბმული დიდი ქსელი – ბანკი, ფარმაცევტული კომპანია, კლინიკები, საცალო ვაჭრობა, საბოლოო ჯამში, იქმნება ერთი სისტემა, რაც უფრო იზრდება ეს დაჯგუფება, მით უფრო აქტუალური ხდება პოლიფარმაციის პრობლემაც. სამწუხაროდ, ვერც ექიმების კვალიფიკაციის პრობლემას ვერ გავექცევით. ეს ყველა ექიმს არ ეხება, მაგრამ კვლევები, აუდიტის დასკვნები, არსებული ფაქტობრივი მონაცემები ადასტურებს, რომ ექიმების დიდი ნაწილი არანაირ გადამზადებას და კვალიფიკაციის კურსებს არ გადის, ამიტომაც ისინი კვლავ იყენებენ სამი წამლის კომბინაციას, რომელიც 7-10 წლის წინათ იყო მიღებული. როდესაც ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების ერთგვარ გარიგებებზე ვსაუბრობთ, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს. საქართველოში მოქმედი ექიმების მხოლოდ 5-7%-ს აქვს მაღალი ანაზღაურება, ექიმების უმეტესობა დაბალ ხელფასზე მუშაობს, 200-300 ლარზე. ეს განსაკუთრებით ეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლში დასაქმებულ ექიმებს. ბევრი ექიმი დაბალი ანაზღაურების გამო ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობს. ეს მოქმედებს ხარისხზე, პაციენტთან ურთიერთობაზე, ამიტომაც ისინი იძულებული ხდებიან, ფარმაცევტულ კომპანიებთან ითანამშრომლონ, სარგებელი მიიღონ მათგან სხვადასხვა სახის ბონუსებით. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც ექიმსაც აიძულებს და კლინიკასაც, აიმაღლონ კვალიფიკაცია, რასაც ისინი დამოუკიდებლად, საკუთარი ფინანსებით ვერ ახერხებენ. ეს ამ მოტივით ფარმაცევტულ კომპანიებთან ექიმების დაკავშირებას და რისკს, მათთან საეჭვო გარიგებები ჰქონდეთ, ბევრად შეამცირებს“. ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ოფიციალური უწყება, ექიმებისა და ფარმაცევტების გარიგებებზე არ საუბრობს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ახალი რეგულაციით დარეგულირდება ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების საეჭვო გარიგებები, რაც ძალიან ხშირია, და რაც არის პოლიფარმაციის მთავარი მიზეზი. როცა შესაძლებელი გახდება იმ ექიმების იდენტიფიცირება, რომლებიც პაციენტებს ბევრ წამალს უნიშნავენ, ეჭვქვეშ დადგება მისი პროფესიული იმიჯი, რაც ექიმებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს. საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმს შორის ურთიერთობას არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის შესახებ კანონში 2011 წლის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება ექიმს ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომელიც პაციენტს ავნებს. ირაკლი მარგველაშვილი: – პოლიფარმაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს, ჯანდაცვის სამინისტროში ამ მიმართულებით საკმაო ხანია, დაიწყო სამუშაო პროცესი. ამ შეხვედრებს მეც დავსწრებივარ და მივესალმები, რომ ბოლოს და ბოლოს ამ რეგულაციის ამოქმედება დაიწყება. როგორ წარიმართება ტექნიკურად ეს პროცესი, ალბათ, გათვლილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. უხეში გაანგარიშებით, წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 15 მილიონამდე დანიშნულება იწერება, ან არ იწერება და სიტყვიერად ითქმება, 15 მილიონი დანიშნულების გაკონტროლების თეორიული შანსი არ არსებობს, მაგრამ მცირე, 3-5% რომ მოხვდეს მონიტორინგის ქვეშ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შედეგს აუცილებლად მოიტანს. ახალი რეგულაცია, პირველ რიგში, გამოაჩენს უხეშ დარღვევებს, რაც საკმაოდ ხშირია. პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც პოლიპრაგმაზია იწვევს, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებაა. დიდი რაოდენობით და არამიზნობრივად მედიკამენტების დანიშვნა შეიძლება სახიფათოც კი გახდეს, არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტების ურთიერთქმედებამ, თუ ისინი ერთმანეთს საერთოდ არ შეესაბამება, შესაძლოა, ნეგატიური შედეგი მოგვცეს. პოლიპრაგმაზიის უფრო მძიმე ფორმაა, როცა ექიმის მიერ სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ერთი და იგივე მედიკამენტი ინიშნება, რაც ასევე ხშირია. – როგორ დაარეგულირებს ეს მექანიზმი ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის ხშირად საეჭვო გარიგებებს, რაც ხდება ხოლმე დიდი რაოდენობით მედიკამენტის დანიშვნის საფუძველი? – ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების გარიგებების პრობლემა არსებობს და იმაზე მეტად ღრმაა, ვიდრე ეს გარედან, ერთი შეხედვით ჩანს. ეს პრობლემა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში ყველაზე მკაცრად რეგულირებად ქვეყნად ითვლება. ჩვენთან არ არსებობს არანაირი რეგულაცია, არსებობს ერთადერთი ჩანაწერი კანონში სამედიცინო საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სპეციალისტს არ აქვს უფლება, გარიგებაში შევიდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რის შედეგადაც შეიძლება მან მიიღოს სარგებელი და ზიანი მიაყენოს პაციენტს. ჩვენი ასოციაცია 11 წლის წინათ შეიქმნა და მას შემდეგ ვცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას. დაარსების დღიდან ჩვენ ვაერთიანებთ იმ ეთიკურ კომპანიებს, რომლებიც აბსოლუტურად არ იზიარებენ ამ მიდგომას და მსგავს ქმედებებს არ ახორციელებენ, თუმცა არსებობს უამრავი სხვა კომპანია, რომელიც ამას აკეთებს. ჩვენ ვებრძვით ასეთ გარიგებებს, თუმცა ამას ხელაღებით ვერ ვიტყვით ყველა ექიმზე, ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ექიმია, რომლებიც ასეთ საეჭვო გარიგებებში არ არიან ჩართულები. 2014 წელს მივიღეთ ეთიკის კოდექსი ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომელსაც არ აქვს იმპერატიული ხასიათი, მასში გაწერილია ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობის ნორმები სამედიცინო საზოგადოებასთან. ფარმაცევტული კომპანია ვერ შეწყვეტს ურთიერთობას ჯანდაცვის სპეციალისტთან, ეს უკანასკნელი ამ თანამშრომლობის გარეშე ვერ მიიღებს განათლებას, ვერ აიმაღლებს კვალიფიკაციას. მთელ მსოფლიოში სამედიცინო განათლების 70-80% ფინანსდება ფარმაცევტული კომპანიების მიერ. კონფერენციები, კონგრესები, სამეცნიერო სემინარები აუცილებელია, ექიმებს სხვა განათლების წყარო, ფაქტობრივად, არ აქვთ, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს – ფარმაცევტული კომპანია კვალიფიკაციის ასამაღლებლად უშვებს ექიმს თუ დასასვენებლად ოჯახის წევრებთან ერთად და სამაგიეროდ რას სთხოვს მას? ამას ჰქვია ექიმის „მოსყიდვა“. გარიგება მარტივია – მე შენ კონგრესზე წაგიყვან, ან სხვა ბენეფიტით სარგებლობის საშუალებას მოგცემ და შენ დანიშნულებაში ჩასვამ ჩემს მედიკამენტს. დაინტერესება შეიძლება იყოს მატერიალური სახის, არსებობს სხვა ბენეფიტებიც. პოლიფარმაცია უშუალო კავშირშია ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის არაეთიკურ ქმედებასთან. ზოგიერთ ფარმაცევტულ კომპანიას, როგორც კონსულტანტები, ასობით ექიმი ჰყავს დაქირავებული, კონსულტანტი შეიძლება გყავდეს 5, 10, 15, რომლებიც წაიკითხავენ ლექციას სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ასი კონსულტანტი, რომელსაც გარკვეულ ხელფასს უხდი, ნამდვილად არაა საჭირო ლექციების წასაკითხად, როცა ადამიანს უხდი ხელფასს, მისი მხრიდან გარკვეული ანგარიშვალდებულებაც არსებობს. ეს არსად არაა გაწერილი, ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმებაა, სწორედ ესაა არაეთიკური პრომოცია, რომელიც აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს რეგულაციებს, ისევე როგორც ხდება სხვა ქვეყნებში. როდესაც ფარმაცევტულ კომპანიას ექიმი სამეცნიერო კონგრესზე მიჰყავს და უხდის მას ჰონორარს ლექციისთვის, ეს არავისთვის არაა დამალული. როცა ფარმაცევტული კომპანია ასაჯაროებს ექიმზე გაწეულ ხარჯებს, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს უკვე ღია და გამჭვირვალე პროცესია. ჩვენი სამინისტრო ამ ინფორმაციებს არ ფლობს, რადგან მისი გასაჯაროება დაარღვევს კონფიდენციალურობის რეგულაციებს. ჩვენ უნდა მივიღოთ გამჭვირვალობის აქტი, რაც კარგად მუშაობს სხვა ქვეყნებში. – ძალიან ხშირად დავის საგანია მკურნალობის სტანდარტი, გაიდლაინები, ეს არ გამოიწვევს გაურკვევლობებს ექიმსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის? – ყველა ქვეყანაში არსებობს გარკვეული ჩამონათვალი იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ამა თუ იმ ნოზოლოგიის დროს გამოიყენება. ექიმმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი წამალი დანიშნოს, რადგან მკურნალობის შედეგი მისი პასუხისმგებლობაა. ექიმს აქვს არჩევანი, გარკვეული სიიდან რომელ მედიკამენტს გამოიყენებს და რა დოზით, ეს მეტ-ნაკლებად გაწერილია, მაგრამ ექიმი ერთადერთი ადამიანია, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. როცა ადამიანი ნიშნავს მედიკამენტს, რომელიც არც ერთი გაიდლაინით არ არის რეკომენდებული, არ გამოიყენება კონკრეტული ნოზოლოგიის დროს და მერე ამბობს, მე ასე ვთვლი, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ჩვენთან მოქმედ კლინიკებს აქვთ თავისი სტანდარტი, ზოგს – მაღალი, ზოგს – არც ისე მაღალი, ეს სტანდარტი ცენტრალიზებულად არ არის თავმოყრილი, ესეც დიდი პრობლემაა. მე მესმის, ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი რესურსიდან გამომდინარე დაიწყო ცვლილებები ყველაზე მარტივით, დანიშნულებით, რაც ემპირიულად ჩანს და იმედი მაქვს, უფრო ღრმად გაჰყვება ამ საკითხს. მთავარია, რომ ეს კარგი მცდელობაა და უახლოეს მომავალში ყველა ერთად ვნახავთ, როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

19.06.2018

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

შემცირებული კეთილდღეობა და გაზრდილი სიღარიბე

ჩვენს ქვეყანაში რომ სოციალური ფონი გაუარესებულია, ამას ბოლოდროინდელი რამდენიმე კვლევა და მონაცემები ნათლად ადასტურებს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ეკონომიკა 2,8-დან 5%-მდე გაიზარდა, ანუ ცალსახად გვაქვს ეკონომიკური აქტივობები, შესაბამისად, გაზრდილი უნდა იყოს კეთილდღეობაც, თუმცა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 407 339 ადამიანიდან 449 886-მდე გაიზარდა! ისიც მნიშვნელოვანია, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობაც. ბოლო დროს საკმაოდ ხმაურიანად ჩავლილ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმადაც, საქართველოში "2015 წლიდან 2017 წლამდე უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.6, 2.9, 4.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა". ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6,8% და პენსიონერების 3,7 % უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ასევე ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი 3 ლარია, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება. კვლევის თანახმად, სიღარიბის ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით და სამომხმარებლო ფასების (სურსათზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტსა და სხვ.) მნიშვნელოვანი მატებით, ეს უკანასკნელი კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აისახება. იმის პარალელურად, რომ UNICEF-ის კვლევაში სიღარიბის ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით აიხსნება, საქსტატის მონაცემები გვეუბნება, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3%-ზე დაბალი იყო, 2017 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა 5%-მდე გაიზარდა. ცალსახაა, რომ კონკრეტულ ასპექტებში UNICEF-ისა და საქსტატის მონაცემები ერთმანეთს კვეთს და გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს. გელა ტყეშელაშვილი, ეკონომიკის პროფესორი: - უპირველესი მიზეზი გაზრდილი სიღარიბისა არის ის, რომ ლარის კურსი დაეცა. მეორე - საქართველოში არ ფუნქციონირებს მექანიზმი, რომელიც ჯინის კოეფიციენტის შემცირებისკენ იქნება მიმართული. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები იღებენ ან პენსიას, ან სოციალურ დახმარებას, რომელთაგან არც ერთი გაზრდილა ნომინალურად და ამავდროულად, კურსი, დაახლოებით 30%-ით შემცირდა. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მართალია გვქონდა ეკონომიკური აქტივობები, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო სახელმწიფო პროგრამებმაც (მაგრამ არა ღარიბებისთვის). მსგავსო პროექტები იყო "აწარმოე საქართველო", სტარტაფები, სოფლის მეურნეობის პროგრამები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის იმ სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა მყოფი ხალხისთვის. აკაკი ცომაია, ეკონომიკის ექსპერტი: - რეალურად, რომ ავიღოთ, მონაცემები წინააღმდეგობრივია, საქსტატის და UNICEF-ის მიერ ჩატარებული კეთილდღეობის კვლევის შედეგები ერთმანეთს არ შეესაბამება, აქედან გამომდინარე დასკვნების გაკეთება რთულია. საერთო ჯამში, მკვეთრი ცვლილებები, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება ან არსებული იკარგება, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, როგორც კი მან დაიკლო, ლარმაც დაიწყო გაუარესება. სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - 3 წლის თავზე პენსიის მხოლოდ 20-ლარიანი ზრდა არ იქნება კომპენსაცია! ყველა ხელისუფლება დებდა პირობას, რომ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას აპირებდნენ, მაგრამ ასე არ არის. ამ დროს ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ხალხის ლოდინის რეჟიმი მაქსიმუმ 3-4 წელიწადს გრძელდება, შეიძლება ნაკლებიც იყოს და თუ მან საკუთარ ოჯახსა და კეთილდღეობაზე ვერ იგრძნო გაუმჯობესება, ის ღია ფორმით გამოხატავს უკმაყოფილებას, რასაც ამ ხნის მანძილზე ვხედავთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5368495&name=19.06.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2018

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

გახვევს თუ არა "იუნისეფის" ახალი ანგარიში საქართველოს საერთაშორისო სკანდალში?

"იუნისეფის" 2018 წლის ანგარიშში მოყვანილი აბზაცი, რომელმაც ყველაზე მეტად გაამძვინვარა ბიძინა ივანიშვილი: "სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეულია ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. მიუხედავად იმისა, რომ 2013-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის დონე მცირდებოდა, მომდევნო პერიოდში ის საგრძნობლად გაიზარდა. სავარაუდოდ, სიღარიბის მიმართ შინამეურნეობებისა და ცალკეული პირების მოწყვლადობა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებით იყო გამოწვეული. როგორც წესი, სიღარიბის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევენ. 2015-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა განიცადა, როდესაც მშპ-ს რეალური ზრდა 3%-ზე დაბალი იყო. ეს მაჩვენებელი ზომიერ 5%-იან ზრდის ტემპს 2017 წელს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, ინფლაციის მაღალმა დონემ (რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით ფასდება) კიდევ უფრო შეამცირა ეკონომიკური ზრდის ზეგავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე. გასულ ორი წლის განმავლობაში, ლარის ძლიერი გაუფასურების ფონზე, სამომხმარებლო ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა საკვებ პროდუქტებზე". რეალურად, აქ საუბარია იმაზე, რომ კიდევ არა უშავდა რა, სანამ პრემიერი ივანიშვილი იყო. კვირიკაშვილის მოსვლისთანავე ვითარება საქართველოში კარდინალურად იცვლება. არადა, ჯერ 2013, შემდეგ 2015 წელს სკანდალური სტატისტიკა მიაწოდა მთავრობას ექსპერტმა სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, ნატოს ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში - შოთა ჩხეიძემ. პროდუქტებზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ჯანდაცვაზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტრანსპორტზე ასეთმა ეკონომიკურმა წნეხმა შინამეურნეობების ხარჯების სტრუქტურა შეცვალა. ეს ნიშნავს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე უფრო მეტად აისახა ინფლაციური პროცესები, ვიდრე მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ოჯახი საქართველოში არსებობისთვის იბრძვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5368488&name=19.06.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2018

მედიასაშუალება:  ახალი თაობა

დევნილთა სამინისტროს ნაწილი შესაძლოა, ჯანდაცვის ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს

სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ქრონიკა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებაც. ქრონიკის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, თუმცა, ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ სამინისტროს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ეს შესაძლოა თეა წულუკიანი არ იყოს. ორ ნაწილად გაიყოფა დევნილთა სამინისტრო. ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის, მეორე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ამას გარდა, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტრო ამჯერად განათლების სამინისტროს შეუერთდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5368419&name=19.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.06.2018

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს აღინიშნება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5368510&name=19.06.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---