From : Everyone@moh.gov.ge
To : Maia Lagvilava
Subject : [Everyone] “Wings For Life World Run”
Received On : 27.03.2018 07:29

Wings For Life World Run  არის ღონისძიება, რომელიც 6 კონტინენტსა და

25 ლოკაციას აერთიანებს ერთი მიზნისთვის - ვირბინოთ მათთვის, ვისაც არ შეუძლია!

Wings For Life ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდის სახელით უკვე მეხუთე წელია მსოფლიო რბენა იმართება.

2018 წლის რბენა 6 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან დაიწყება. Wings For Life World Run-ზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 30 ლარს და მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com შემოსული თანხის 100 % ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდში ირიცხება.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 3 მაისამდე.