| From : | Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge> |
| To : | nfmtc; Beqa Ioseliani; Maia Abuladze; n.qobuladze@gmail.com; mgulkaniani@evex.ge; a.kareli@medison.ge; levan kurashvili; mikheiltsverava@gmail.com; sophio.ungiadze@gmail.com; nonadolidze@yahoo.de; georgegvilia@yahoo.com; gogisarishvili@yahoo.com; gkacharava@yahoo.com; achukhrukidze@Tbhc.ge; gotonelia@yahoo.com; davidioseliani98@yahoo.com; gabisoniama@yahoo.com; kurashvili_levan@yahoo.com; anagivi@yahoo.com; pagavarehub@yahoo.com; vakhtangc@yahoo.com; georgekhabeishvili@icloud.com; tamazshaburishvili@gmail.com; dadumed@mail.ru; r.shavishvili@molhs.gov.ge; Bezhan_Tsinam@hotmail.com; shalvar@yahoo.com |
| Subject : | აქცია "კაპტოპრილი" |
| Cc : | Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; Ekaterine Adamia; Lela Tsotsoria |
| Received On : | 07.05.2018 18:29 |
| Attachments : |
საღამო მშვიდობის!
გაცნობებთ, რომ როგორც დაგეგმილი იყო, დღეს, 7 მაისს ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერებულ იქნა სამინისტროს იდეა - მაისის თვის ჰიპერტენზიასთან ბრძოლის თვედ გამოცხადების შესახებ და ამასთან, საუბარი იყო რიგ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია აქციის ფარგლებში.
როგორც უკვე შევთანხმდით, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს (ისევე როგორც მაისის თვის ყოველ ხუთშაბათს), 10 მაისს ჩატარდება დარგის წამყვან სპეციალისტთა კონსულტაციები წინასწარ შერჩეულ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში როგორც თბილისში, ასევე ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში.
შესაბამისად, გიგზავნით ცხრილს, სადაც დეტალურადაა გაწერილი კონსულტაციების გრაფიკი, ასევე, აღნიშნულია სპეციალისტთა და პჯდ ცენტრების მენეჯერთა კოორდინატები, რათა გამარტივდეს თქვენს შორის კომუნიკაცია.
დამატებით გაცნობებთ, რომ აქციასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალა (ბუკლეტები და პოსტერები) დაწესებულებებს მიეწოდებათ ხვალ, დღის ბოლომდე.
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. გვერწმუნეთ, ჩვენთვის ეს ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია!
აქვე, მინდა გთხოვოთ, მოგვმართოთ აქციის მსვლელობისას ნებისმიერი საკითხის წამოჭრის შემთხვევაში.
პატივისცემით,
გვანცა გასვიანი
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აკ.წერეთლის 144. თბილისი, საქართველო.
(+995) 322 51 00 38.(+995) 595 0536 09;(+995) 574 07 07 20.