From : Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>
To : tea.javakhishvili@gepha.com; pr@aversi.ge; irinatkemaladze@pp.ge; pr@psp.ge
Subject : აქცია "კაპტოპრილი"
Cc : Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; Ekaterine Adamia; Lela Tsotsoria
Received On : 07.05.2018 18:47
Attachments :

საღამო მშვიდობის!

 

გაცნობებთ, რომ როგორც დაგეგმილი იყო, დღეს, 7 მაისს ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერებულ იქნა სამინისტროს იდეა - მაისის თვის ჰიპერტენზიასთან ბრძოლის თვედ გამოცხადების შესახებ და ამასთან, საუბარი იყო რიგ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია აქციის ფარგლებში.

 

შესაბამისად, ვფიქრობ, უკვე ხვალიდან შეგვიძლია დავიწყოთ  აქცია ქვეყნის მასშტაბით არსებულ აფთიაქებშიც, იმ ფორმატით, რაზეც შევთანხმდით შეხვედრაზე.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ აქციასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალა (ბუკლეტები და პოსტერები) სათაო ოფისებში მოგეწოდებათ ხვალ, დღის პირველ ნახევარში. რაც შეეხება სკრინინგის ფორმას, გიგზავნით დანართად.

 

ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის!

 

აქვე, მინდა გთხოვოთ, მოგვმართოთ აქციის მსვლელობისას ნებისმიერი საკითხის წამოჭრის შემთხვევაში.

 

 

პატივისცემით,


გვანცა გასვიანი
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აკ.წერეთლის 144. თბილისი, საქართველო.
(+995) 322 51 00 38.(+995) 595 0536 09;(+995) 574 07 07 20.