From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Maia Lagvilava
Subject : აღჭურვილობა
Received On : 03.04.2018 15:44
Attachments :

ქალბატონო მაია,

 

გიგზავნით ფაილს, რომელიც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში C ჰეპატიტის პროგრამის ინტეგრაციისათვის სავარაუდოდ საჭირო აღჭურვილობის ჩამონათვალს, შესაბამისი განფასებით. ჩამონათვალში გათვალისწინებულია პროგრამით მოთხოვნილი პირობები. კერძოდ:

 

სერვისის მისაწოდებლად სავალდებულოა ვიდეოკამერა შესაბამისი მყარი დისკით ჩანაწერების შესანახად, პროგრამით ასევე, მოთხოვნილია კაბინეტის/შენობის დაცვა/სიგნალიზაციით უზრუნველყოფა, მედიკამენტის შესანახად სავალდებულოა ცეცხლგამძლე კარადა/სეიფის ქონა. გარდა ამ მოთხოვნებისა, დამატებით გავითვალისწინეთ კომპიუტერი და პრინტერი (რაც შესაძლოა ყველა დაწესებულებას არ დასჭირდეს).

 

ფასები პირობითია, ნაწილი მოგვაწოდა მაია ბუწაშვილმა, კომპიუტერისა და პრინტერის ფასი აღებულია მიახლოებით კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიების ფასების გათვალისწინებით.

 

სულ ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4680 ლარი, შესაბამისად, ხსენებული თანხის პირობებში (100 000$) შესაძლებელი იქნება დაახლოებით 51 დაწესებულების აღჭურვა ჩამოთვლილი ტექნიკით.

 

 

პატივისცემით,

 

ეკატერინე ადამია

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა

და პროგრამების სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110