პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს, 16 საათზე, მე-8 სართულზე, დიდი ბრიფინგის ოთახში გაიმართება „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს“ მორიგი სხდომა.
სხდომას წარუძღვება საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი მაია ლაგვილავა. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაიას ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობისას!
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი 2 თემატიკის გაიდლაინები და პროტოკოლები:
1. ტუბერკულოზის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე:
ა) „ტუბერკულოზის მართვა" - გაიდლაინი (2018 წლის განახლებული ვერსია) (დანართი1);
ბ) ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა - პროტოკოლი (დანართი 2);
გ) სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობა - პროტოკოლი (დანართი 3)
დ) სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობის მონიტორინგი და პირველი რიგის მედიკამენტებით გამოწვეული არასასურველი მოვლენების მართვა - პროტოკოლი (დანართი 4);
ე) რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა - პროტოკოლი (დანართი 5);
ვ) რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მონიტორინგი და მეორე რიგის მედიკამენტებით გამოწვეული არასასურველი მოვლენების მართვა - პროტოკოლი (დანართი 6);
ზ) ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის გამოვლენა და მკურნალობა - პროტოკოლი (დანართი 7);
თ) ტუბერკულოზის და აივ კო-ინფექციის მართვა - პროტოკოლი (დანართი 8);
ი) ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა - პროტოკოლი (დანართი 9);
კ) ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის მოვლა და მხარდაჭერა - პროტოკოლი (დანართი 10);
ლ) სერიოზული არასასურველი მოვლენის და/ან გვერდითი მოქმედების გამოვლინების შესახებ (SAE) შეტყობინების ფორმა -შევსების გაიდლაინი (დანართი 11);
მ) ტუბსაწინააღმდეგო და სხვა მედიკამენტების წამალთაშორისი ურთიერთქმედება - ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინზე თანდართული ბროშურა (დანართი 12).
2. აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობასა და მართვაზე:
ა) აივ/შიდსის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენების კონსოლიდირებული გაიდლაინის განახლებული ვერსია.
გთხოვთ დაესწროთ აღნიშნულ სხდომას.
გთხოვთ, დასწრება დამიდასტუროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
უღრმეს მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
გიგზავნით ზემოთ ჩამოთვლილ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს თანდართულ რეცენზიებთან და კორესპონდენციასთან ერთად, ასევე, საბჭოს განახლებულ ბრძანებას.
პატივისცემით,
საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ნანა კალმახელიძე
577 944 934