პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს, 16 საათზე, მე-8 სართულზე, დიდი ბრიფინგის ოთახში გაიმართება „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს“ მორიგი სხდომა.
სხდომას წარუძღვება საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი მაია ლაგვილავა.
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი 2 თემატიკის გაიდლაინები და პროტოკოლები: 1. ტუბერკულოზის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე; 2. აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობასა და მართვაზე.
სხდომაზე განსახილველი გაიდლაინები და პროტოკოლები გამოგეგზავნათ მიმდინარე წლის 25 აპრილს.
გთხოვთ დაესწროთ აღნიშნულ სხდომას.
გთხოვთ, დასწრება დამიდასტუროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
უღრმეს მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ნანა კალმახელიძე
577 944 934