From : Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>
To : Zaza Bokhua; Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; Natia Nogaideli; Shorena Okropiridze; zabramidze@moh.gov.ge; pbukia@moh.gov.ge; mnaskidashvili@ssa.gov.ge; Gia Tomadze; audit.aka@inbox.ru; Archil Chkhotua; bmosidze@usa.com; gocha.ingorokva@gmail.com; irma.tchokhonelidze@dntunion.org.ge; nino.karanadze@hotmail.com; gochasha@yahoo.com; teoaqimidze@gmail.com; drgongadze@yahoo.com; levangogich@gmail.com; kobashanava@gmail.com
Subject : განაცხადი რქოვანა გარსისა და სკლერის იმპორტის თაობაზე
Received On : 04.06.2018 09:18
Attachments :

პატივცემულო ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის  №01-126/ ბრძანებით ტრანსპლანტაციის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი ზაზა ბოხუა, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ - მინისტრის მოადგილე, ქალბატონი მამია ლაგვილავა. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ზაზას და ქალბატონ მაიას ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მოღვაწეობისას!

ამასთან, გიგზავნით სამინისტროში შემოსულ შპს „ახალი მზერას“ განაცხადს რქოვანა გარსისა და სკლერის იმპორტის თაობაზე  წერილობითი თანხმობის მისაღებად („ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილების შესაბამისად, ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა ძალაშია გაცემიდან 1 წლის განმავლობაში).  

გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადაში განიხილოთ წარმოდგენილი განაცხადი და ელექტრონულ ფორმატში მომწეროთ თქვენი პოზიცია აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების მიერ რქოვანა გარსისა და სკლერის იმპორტთან დაკავშირებული წერილობითი თანხმობის მიღების თაობაზე.

ასევე, გიგზავნით „ტრანსპლანტაციის საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის  №01-126/ ბრძანებას.

 

პატივისცემით,

საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი

ნანა კალმახელიძე

577 944 934