მაკო,
ვასრულებ ჩემს დანაპირებს:
- ცალკე მდგომი ანუ მხოლოდ ე.წ. ახალშობილთა ინტენსიური კლინიკები სულ ორია. ესენია: N ქირონ (ახალი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში) + და NNC
(სრულიად ცალკე მდგომი ორ სართულიანი შენობა თბილისის ზღვაზე). ორივე არის 18 საწოლზე, ჰყავთ საკუთარი სატრანსპორტო მანქანები (საკუთარი კატასრტოფის ბრიგადები). კადრი კარგი ჰყავთ.
- ეხლა რაც შეეხება შერეული ტიპის დაწესებულებებს (მეორე დონის სამეანო + მესამე დონის ნეონატოლოგია). ისინი ფაქტიურად რეგიონალიზაციის ბრძანების
მიღმა რჩებიან. ამ ბრძანების მიხედვით მეორე დონის სამშობიარომ არ უნდა მიიღოს 34 კვირის გესტაციაზე ნაკლები ორსული. ამ შერეულ კლინიკებში კი იღებენ ყველა ნაადრევ მშობიარეს (იმ პრინციპით, რომ ნეონატოლოგია მესამე დონისაა და ყველა ბავშვის გამოზრდის ტექნიკური შესაძლებლობა
არსებობს), გარდა იმ ორსულებისა, რომელთაც აქვთ ექსტრაგენიტალური პათოლოგიები. ლოგიკას თუ მივყვებით ირღვევა ბრძანება, რადგან კლინიკა მეორე დონისაა და უწევს მესამე დონის მომსახურებას. ფაქტიურად, ამის დაშვებით მეორეს და მესამე დონეებს შორის განსხვავებას ხაზი გადაესვა.
ეხლა გვაქვს ასეთი შერეული ტიპის 6 კლინიკა. ესენია: თბილისი-ჰერა 2011; გაგუას კლინიკა; იმედის კლინიკა; ბათუმის დედათა და ბავშვთა ევექსი; მარნეულის ჯეოჰოსპიტალი; ლაგოდეხი. ადვილი მისახვედრია, რომ ნაკლები ინვესტიციით მათ მიიღეს მესამე დონესავით ფუნქციონირების
უფლება, მაგრამ მთავარი ის არის თუ რამდენად მზად არიან ისინი დაბალი გესტაციის ორსულების სამართავად. რომელიმე ამ კლინიკაში მძიმე/ფატალური შედეგი რომ დადგეს, ბუნებრივია, მაშინვე ამოტივტივდება თემა, რომ ისინი სამართლებრივი ჩარჩოს გარეთ არიან და თან სამინისტროს
ხელდასმით. ეს თემა ყველამ იცის, ოღონდ არასასიამოვნო ცვლილებების გატარების შიშით, ალბათ, არ ახმოვანებენ.
შემოთავაზება (ხათუნა ლომოურის იდეაა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით): მეორე დონე დაიყოს IIა და IIბ. IIბ დონე კონცეპტუალურად არის უფრო მაღლა მდგომი და შესაბამისად
იღებს 32 კვირის გესტაციიდან, მაშინ როდესაც IIა დონე მიიღებს მხოლოდ 34 კვირიდან. IIბ დონეს მოეთხოვება, რომ ჰქონოდეს თავისი რეანიმაცია და თავად მოემსახუროს თავის ახალშობილს 32 კვირის გესტაციის ასაკიდან. მეორე დონის დაყოფა ორ დონედ ალბათ, უპრიანი იქნება თბილისისათვის
(ბათუმი???), რადგან რამდენადაც ვიცი მარნეული და ლაგოდეხის მეანები თავად არიან ამ „შერეულობით“ დადარდიანებულები. კედევ ერთი თემა რაც ამასთან კავშირია, არის რეფერალის თემა, ანუ სხვა კლინიკებიდან უნდა მოხდეს თუ არა აქ რეფერირება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შერეული
ტიპის დაწესებულებებში არ უნდა იყოს გარედან რეფერალი. მოკლედ, ამ თემას დალაგება ჭირდება ექსპერტებთან ერთადJ
სხვა დანაპირებსაც მოვაყოლებ.
პატივისცემით,
თაკო
Tamar (Tako) Ugulava, MD, PhD
Health Specialist
UNICEF Georgia
Address: 9, Eristavi str. UN Building, IV floor, 0179, Tbilisi
Tel: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, ext.230;
Fax: (995 32) 2 25 12 36
Cell: (995 599) 92 90 09
tugulava@unicef.org
www.unicef.ge
Follow us on facebook:
www.facebook.com/unicefgeorgia
