From : Shota Jamburidze <sjamburidze@moh.gov.ge>
To : Maia Lagvilava
Subject : ელექტრონული ჯანდაცვის სტრატეგია მსოფლიო ბანკისთვის
Cc : Mikheil Janiashvili; Vano Goliadze
Received On : 10.05.2018 11:36
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო მაია,

 

ჩვენი დეპარტამენტი შევხვდით მსოფლიო ბანკის წარმომადგენელებს და ვისაუბრეთ ელ-ჯანდაცვის განვითარების საკითხებზე. გამოიკვეთა მიმართულება, რომ მათი მხრიდან გადმოცემული ფინანსური რესურსები კონკრეტული პროექტების დანერგვას უნდა მოყვებოდეს, და არა IT ინფრასტრუქტურულ განვითარებას როგორც ცალკე მდგომს. მათ თქვენი ციტირება მოახდინეს და „ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სრული მასშტაბით დანერგვა“ ახსენეს ამ პროექტის დასახელებად, რასაც რასაკვირველია დავეთანხმეთ, ვინაირან ყველაზე მეტ რესურსს სწორედ EMR პროექტის დანერგვა მოითხოვს, და აშკარაა რომ დღესდღეობით მისი სრულმასშტაბიანი დანერგვა განვითარებისათვის საჭირო არც მატერიალური, არც ადამიანური და მითუმეტეს არც ინფრასტრუქტურული რესურსი სამინისტროს არ გააჩნია.

 

ასევე მოგეხსენებათ რომ მსოფლიო ბანკისაგან ჩვენ ვითხოვთ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლებას, არამედ კონსულტაციებს შემდეგიმიმართულებებით:

1.      ექსპერტებს სოფტის ინჟინერინგი, სერვის ბასის შექმნა ჯანდაცვის სისტემაში არსებული 280 სხვადასხვა სისტემის დასაკავშირებლად.

2.      უნიფიცირებული IT ეკოსისტემის შექმნა - არსებული ფრაგმენტული სისტმისათვის ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება.

3.      დიდ მონაცემთა ანალიზი (Big Data)

4.      პერსონალური ინფორმაციის დაცვისათვის გადაწყვეტილებათა განვითარება

5.      IT da ელ-ჯანდაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის განვითარება

 

აღნიშნული დაფინანსება ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა რომ მოხდეს ყველა ზემოთ განხილული მიმართულებით კონსულტაციების მიღება, კონკრეტული გაიდლაინების მომზადება და ქმედებათა განხორციელება სამინისტროს ელ-ჯადაცვის სისტემებისა და ინფრასტრუქტურის ახალ ეტაპზე ასაყვანად.

იმისათვის რომ მოხდეს ჩვენი მიზნების იდენტიფიცირება, ხედვის ჩამოყალიბება და ამაზე დაყრდნობით განვავითაროთ ზემოთ აღწერილი მიმართულებები, და პრიორიტეტები, ვფიქრობ საჭირო იქნება შევიმუშაოთ ელ-ჯანდაცვის სტრატეგიის დოკუმენტი.

 

მსოფლიო ბანკის მხრიდან წამოსული იყო აზრი, რომ შექმნილიყო ელ-ჯანდაცვის სტრატეგია ჩვენს მიერ და შემდეგ თვითონ მოგვეხმარებოდნენ მის დახვეწაში. ასევე სტრატეგიის არსებობა ბევრად გაადვილებდა ამოცანის დასმას, მოქმედებათა გეგმის დაწერას, იდენტიფიცირებული იქნებოდა მისია და მიზნები ა ა.შ.

 

მგონი თქვენთვის ჯერ არ გამიზიარებია, თუმცა რამოდენიმე თვის წინ დავწერე ელ-ჯანდაცვის განვითარების სტრატეგია, რომლის განხილვის დაწყებაც აქამდე ვერ მოხერხდა. დოკუმენტი დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებსა და სხვადასხვა კვლევებზე. მისი მიზანია გაანალიზოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები და გამოწვევათა საპასუხოდ დასახოს ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების განვითარების სტრატეგია.  დოკუმენტი საჭიროებს დამუშავებას სხვადასხვა დაინტერესებული უწყების მხრიდან. ვფიქრობ საწყისი ეტაპისათვის საკმაოდ კარგი მასალაა. განხილვების დროს შესწორდება და დაიხვეწება.

 

გვაცნობეთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

შოთა