| From : | INFORM <inform.ge@gmail.com> |
| To : | Giorgi Kvirikashvili; dkumsishvili@moesd.gov.ge; m.bakhtadze@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; ggakharia@mia.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; Sozar Subari; Mikheil Janelidze; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; mikheil.giorgadze@culture.gov.ge; David Sergeenko; ლევან დავითაშვილი; Levan Davitashvili; Kakhaber Kakhishvili; Ketevan Tsikhelashvili; lizoria@mod.gov.ge; kakha kala; newsnews299@gmail.com; Nino Giorgobiani; stadumadze@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; Tedo Japaridze; Nikoloz Lachkepiani; garveladze@moesd.gov.ge; emikabadze@moesd.gov.ge; gcherkezishvili@moesd.gov.ge; ikavtaradze@moesd.gov.ge; rmikautadze@moesd.gov.ge; gchikovani@moesd.gov.ge; Aleksandre Baramidze; glordkipanidze@justice.gov.ge; msarjveladze@justice.gov.ge; gpataridze@justice.gov.ge; g.tabuashvili@mof.ge; n.gagua@mof.ge; lasha.khutsishvili@mof.ge; giorgi.kakauridze@mof.ge; ts.kavlashvili@mof.ge; l.barnabishvili@mof.ge; knatriashvili@mes.gov.ge; lgigauri@mes.gov.ge; teimuraz.murgulia@mes.gov.ge; atevzadze@mes.gov.ge; gr.giorgadze@mra.gov.ge; sh.rekhviashvili@mra.gov.ge; m.tsotniashvili@mra.gov.ge; g.phatsatsia@mra.gov.ge; dzalkaliani@mfa.gov.ge; ddondua@mfa.gov.ge; gsharvashidze@mfa.gov.ge; kh.totladze@mfa.gov.ge; zgonadze@mfa.gov.ge; v.makharoblishvili@mfa.gov.ge; Irakli.karseladze@georoad.ge; I.begiashvili@mrdi.gov.ge; M.giorgobiani@mrdi.gov.ge; kakha.kandelaki@culture.gov.ge; mananaberika@culture.gov.ge; george bakradze; lkharatishvili@culture.gov.ge; Zaza Bokhua; Mikheil Dundua; Maia Lagvilava; Tamar Barkalaia; ksabanadze@mia.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; malania@mia.gov.ge; lkakava@mia.gov.ge; nmezvrishvili@mia.gov.ge; nodar.kereselidze@moa.gov.ge; iuri.nozadze@moa.gov.ge; giorgi.chkheidze@moa.gov.ge; revaz.asatiani@moa.gov.ge; george.khanishvili@moa.gov.ge; s.pavliashvili@moe.gov.ge; e.grigalava@moe.gov.ge; zmikhanashvili@moc.gov.ge; Teimuraz Mghebrishvili; l.darsalia@smr.gov.ge; lchikovani@mod.gov.ge; ngelashvili@mod.gov.ge; zkapanadze@mod.gov.ge; gbutkhuzi@mod.gov.ge; David Kirvalidze; Mako M; Khatuna Ivanishvili; Natia Kukuladze; Natia Lzashvili; Sopo Mosidze; Eliso Khachapuridze; ketevandolidze@hotmail.com; Nini Qvatadze; nincho.nemsadze@gmail.com; irina tevdorashvili; George Udzilauri; ilekvinadze@businessombudsman.ge; Davit Qwerty; Levan Karumidze; ekaterina.matiashvili@yahoo.com; mayor@tbilisi.gov.ge; Irakli.khmaladze@tbilisi.gov.ge; i.bendeliani@tbilisi.gov.ge; m.bitadze@tbilisi.gov.ge; i.eloshvili@tbilisi.gov.ge; s.khuntsaria@tbilisi.gov.ge; g_tkemaladze@yahoo.com; Giga Akhvlediani; david ujmajuridze; mdarchia@hotmail.com; ttaliashvili@hotmail.com; Kate Jokhadze; lado55555@list.ru; Gogliko Muskhelishvili; Rima Beradze; Shalva Ogbaidze; jabajishkariani@yahoo.com; dutmelidze@gmail.com; IRI AZNAURI; Beqa Davituliani; tinatin nibloshvili; irakliz123@yahoo.com; Law Self-Government; japaridze_L@yahoo.com; Tedo Isakadze; Kukho Er; ankalashkhi9@gmail.com; Levan Zhorzholiani; Nino latsabidze; rezi sokhadze; Giodoxa@yahoo.com; otar grigolia; Giorgi Birbichadze; vakhtang shakarishvili; Nona Kandiashvili; dkoguashvili@hotmail.com; koka.gun@gmail.com; Irakli Kobakhidze; Eka Beselia; Zviad Kvatchantiradze; George Volski; Sophie Sopo; ikseso2005@yahoo.com; gphophkhadze@parliament.ge; mamuka mdinaradze; Irina Pruidze; Akaki Zoidze; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia; Irakli Tripolski; ბიძინა გეგიძე; Zaza Khutsishvili; ngoguadze@hotmail.com; Levan Gogichaishvili; ბექა ოდიშარია; ირაკლი აბუსერიძე; davit tchitchinade; Beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze; Mariam Jashi; khabareli@mail.ru; Ilia Tsulaia; მიხეილ ყაველაშვილი; Zaza Gabunia; Koba Kobaladze; ლევან კობიაშვილი; Levan Koberidze; რომან მუჩიაშვილი; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი; ირაკლი შიოლაშვილი; Gela Samkharauli; Ираклий Хахубия; Otari Danelia; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia; Merab Kvaraia; ედიშერ თოლორაია; Goga Gulordava; Irakli Mezurnishvili; გიორგი თოთლაძე; იოსებ მაკრახიძე; პაატა მხეიძე; Giorgi Begadze; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი; Gogi Meshveliani; Kakha Okriashvili; Lamia Gumbatova; Tamaz Naveriani; gocha enukidze; Nino Tsilosani; Archil Talakvadze; Genadi Margvelashvili; otto otto; Elguja Gotsiridze; Koba Lursmanashvili; shalvakiknavelidze@yahoo.com; Paata Kvizhinadze; grigol.mikeladze@mail.ru; გრიგოლ ლილუაშვილი; სულხან მახათაძე; კობა ნარჩემაშვილი; Tsotne Zurabiani; Fati Khalvashi; Nukri Bejanidze; ილია ნაკაშიძე; gia kopadze; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili; Tamuna Khulordava; skatsarava@parliament.ge; Kakha Kuchava; Zviad64@hotmail.com; Gia Jorjoliani; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni; Dimitri Samkharadze; miriantsiklauri@yahoo.com; g.kakhiani@yahoo.com; Dimitri Tskitishvili; bukiagiga@yahoo.com; გიგა ბუკია; Rati Ionatamishvili; Sos Sos; Endzela Matchavariani; gio ben; Karlo Kopaliani; Gugili Magradze; ruslan pogosyan; mahir darziev; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili; Temur Kokhreidze; Davit Matikashvili; george khatidze; aokhanashvili@parliament.ge; gretalini@yahoo.com; ana gochashvili; koka kandiashvili; Lasha Natsvlishvili; iraklikadagishvili@gmail.com; akakimachutadze@shidakartli.gov.ge; kakha samkharadze; Giga Nemsadze; archil japaridze; Levan Shonia; m.chanukvadze@gmail.com; z.pataradze@gmail.com; Levan Zautashvili |
| Subject : | ვრცელი გზავნილები და მნიშვნელოვანი ციტატები ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან |
| Received On : | 11.05.2018 13:51 |
მნიშვნელოვანი ციტატები ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან:
- „მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია: საქართველოს, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი!“
- „დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისაგან დაცულნი არიან“.
- „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი“
- „ბოლო 5 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს კავკასიის რეგიონში“
- „ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა!“
- „ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია“
- „დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი.“
- „ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით.“
- „მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება.“
- „ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. „
- „ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს“
- „ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ“.
- „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მომენტში და სწორედ ახლა არ გვაქვს უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება. ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს!“
- „ჩვენ დემოკრატია არც მემკვიდრეობით მიგვიღია და არც ვინმეს კეთილი ნებით უბოძებია ზემოდან, ჩვენ ის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით ხელიდან გამოვგლიჯეთ რეჟიმს.“
- „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი!“
- „დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში!“
- „სტუმარმასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს”
- „მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი!
ვრცელი და სრული გზავნილები, ყრილობაზე წამოჭრილი შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით:
მოკლე გზავნილი ყრილობაზე წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით:
· ყრილობაზე საუბარი შეეხო ქვეყნის და ჩვენი პოლიტიკური ძალის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ქვეყნისთვის აქტუალურ ძირითად საკითხებზე, მოვლენებზე, რომელმაც განაპირობა მისი პოლიტიკაში დაბრუნება.
· მან მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა ჩვენს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.
· ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის სიტყვა, როგორც კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური პარტიის, ისე მთლიანად ქვეყნის მომავლის ხედვისთვის.
მოკლე გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით:
· ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვაში შეეხო იმ უმთავრეს გამოწვევას, რაც მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის, დემოკრატიის უკვე მიღწეულ, მაღალ ხარისხთან დაახლოებას გულისხმობს.
· მისი თქმით, ჩვენ შევძელით დემოკრატიის ხარისხის მაღალ, ევროპულ დონეზე აყვანა, თუმცა გამოწვევად რჩება ეკონომიკის იმ ტემპებით გაუმჯობესება, როგორც ეს დემოკრატიის შემთხვევაში მოვახერხეთ.
· ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეკონომიკა დემოკრატიის ხარისხს გავუთანაბროთ. ეს არის ის უმთავრესი ამოცანა, რომლის გადაჭრაზეც დამოკიდებულია ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარებისთვის გრძელვადიანი ინტერესები.
გზავნილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით:
· ბიძინა ივანიშვილის ძირითადი მიზანი იყო, არის და იქნება ქვეყნის, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა.
· მან, ის სამი მნიშვნელოვანი გამოწვევა დაასახელა, რომლისთვისაც ადეკვატური პასუხის გაცემა აუცილებელია, ხსენებული მიზნის მისაღწევად:
· ესენია:
· არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრად, წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები;
· ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი, რომლითაც საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას ცდილობენ.
· ხელისუფლების შიგნით არსებული, სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო და დამაზიანებელი გაუგებრობები.
საერთო ჯამში ყველაფერი ეს შეიცავს რისკს, რომ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში, ჩვენს საერთო დემოკრატიულ მონაპოვარს საფრთხე შეექმნას და ქვეყნის მიერ აღებული სწორი ვექტორიდან გადახვევის საფრთხე გაჩნდეს.
შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოპოვებული თავისუფლების, დემოკრატიული განვითარების ინტერესების დაცვისთვის და ეკონომიკური პროცესების სტიმულირებისთვის ბრუნდება.
გზავნილები და აქცენტები ბიძინა ივანიშვილის სფიჩიდან (ვრცლად) :
ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ჩვენ ერთად არასრულ 6 წელიწადში მოვახერხეთ:
· ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ფუნდამენტური გამარჯვება და უმოკლეს დროში მოვახერხეთ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია.
· მან აღნიშნა, რომ არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ტარდება, დღეს ჩვენი დამსახურებით მოსახლეობა დემოკრატიულად ირჩევს ხელისუფლებას და თავადვე ანიჭებს ლეგიტიმაციას.
· ბატონმა ბიძინამ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია. საყოველთაო ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომია, დაცულია კეძო საკუთრება და ბიზნესი თავისუფალია ისე, როგორც არასდროს,.
· ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს კავკასიის რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც.
· დღეს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები დეპოლიტიზირებულია, ხოლო პენიტენციალურ სისტემაში ადამიანების ულებების დაცვის კუთხით უმაღლესი სტანდარტი დავამკვიდრეთ.
· მივიღეთ ხალხის მმართველობაზე დამყარებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა!
· ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.
· რაციონალური პოლიტიკის შედეგად, ნაწილობრივ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია მოვახერხეთ და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, დიალოგის გზით ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ ჩვენს სახელმწიფოებრივ მიზნებს.
· ჩვენს წინაშე საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას, რასაც 3 მიზეზი აქვს. არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრად, წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი. ხელისუფლების შიგნით არსებული, სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.
· ჩვენ დემოკრატიის ხარისხი უმაღლეს ევროპულ დონეზე ავიყვანეთ, თუმცა გამოწვევად რჩება ეკონომიკის იმ ტემპებით გაუმჯობესება, როგორ ეს დემოკრატიის შემთხვევაში მოვახერხეთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეკონომიკა დემოკრატიის ხარისხს გავუთანაბროთ.
· დემოკრატიის მაღალი ხარისხისა და თავისუფალი მედიაგარემოს პირობებში, გამარტივებულია ინფორმაციის გავრცელება, ამით სარგებლობენ რიგი ჯგუფები და დესტრუქციული გზებით იბრძვიან ხელისუფლებისთვის.
· ტერორიზმის საფრთხის ზრდისა და საერთაშორისო კონფლიქტების პირობებში, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობას და ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ვითვლებით მსოფლიოში.
· ჩვენი უმთავრესი იდეა დემოკრატია, მთავარი მიზანი კი ამ მონაპოვარის შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარებაა.
· ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ განათლების, სამედიცინო მომსახურების და მაღალი ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი გახდეს, ამისთვის საჭიროა მოთმინება, რწმენა და თავდაუზოგავი შრომა.
· ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობა, შეინარჩუნოს სტაბილური, უსაფრთხო და კონკურენტული გარემო თითოეული მოქალაქისთვის.
· ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და ერთად შევქმნით საერთო მომავალს. ეს არის ჩვენი უზენაესი მიზანი.
· ჩვენ მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს!