From : tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>
To : Ekaterine Adamia
Subject : ზეპატიერი
Cc : Maia Lagvilava
Received On : 19.04.2018 07:08
Attachments :

ეკა მოგესალმები!

 
როგორც გასული წერილებიდან გაცნობე,  გრანტის ხელშეკრულება N1-ის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ მიიღო 150 პაკეტი/კოლოფი/ სამედიცინო პროდუქტი ზეპატიერი (ელბასვირ-გრაზოპრევირი 50/100 მგ) , სააგენტო ვალდებულია გადააგზავნოს მედიკამენტის მომწოდებელთან "მიზნობრივი გამოყენების ანგარიშის ფორმა" (იხ. დანართი).
პირველი ასეთი ანგარიში ჩვენს მიერ გაიგზავნა 2018 წლის 22 თებერვალს. ამჯერად  უნდა გავაგზავნოთ საბოლოო ანგარიში (იხ. ქვემოთ ანა კოიჩევას წერილის ასლი), სადაც ანგარიშის პერიოდად მითითებული აქვთ 3.10.2017-31.05.2018.
          მედიკამენტი ზეპატიერი სააგენტომ მიიღო 2017 წლის 3 ოქტომბერს. 2017 წლის 7 ოქტომბერს მედიკამენტი გადაიგზავნა შესაფასებლად ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელმაც 2017 წლის 7 ნოემბერს წარმოადგინა დასკვნა 1 კოლოფი ზეპატიერის საორიენტაციო საბაზრო ღირებულების შესახებ (1500 აშშ დოლარი/3916 ლარი).
         პაციენტების პროგრამის მკურნალობის კომპონენტში  ჩართვა დაიწყო 2017 წლის 15 დეკემბრიდან.
          დღევანდელი მდგომარეობით C ჰეპატიტის მართვის სახ. პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩართულია 23 თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი. მათ შორის 17 პაციენტს დასრულებული აქვს მკურნალობის სრული კურსი, ხოლო 6 პაციენტს დასასრულებელი აქვს მკურნალობა. მათი კუთვნილი მედიკამენტები უკვე მიწოდებულია შესაბამის მიმწოდებელთან.რაც შეეხება მარაგს, გვრჩება გამოუყენებელი 81 კოლოფი ზეპატიერი, რომლის მოქმედების ვადა სრულდება 2018 წლის 31 მაისს.
          მიმდინარე პერიოდში ჩვენ არაერთხელ ვაცნობეთ ქალბატონ ანას, რომ მედიკამენტის მოქმედების ვადა სრულდებიდა 31 მაისს და გამომდინარე იქიდან, რომ მკურნალობის კურსი მოიცავს 12 კვირას, ახალი პაციენტების ჩართვა ვეღარ იქნებოდა შესაძლებელი (მომლოდინე 4 პაციენტი), თუმცა ამ პაციენტებისთვის დამატებით 4 კოლოფის დონაციაზე მათ უარი თქვეს.
               ამ ეტაპზე გვყავს 4 რეალური პაციენტი, რომელსაც ვეღარ ვუტარებთ /ვერ ვიწყებთ/ მკურნალობას (პროგრამულად შეფასებულია როგორც "დაზუსტება") და გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ N169 დადგენილების ფარგლებში თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები იტარებენ დიაგნოსტიკურ კვლევებს.
             ვინაიდან ახალი საანგარიშო პერიოდის დანართის მიწოდების ვადა შეზღუდული მაქვს და ვაპირებ დღეს გავუშვა, გთხოვთ მიგვითითოთ:
ანა კოიჩევას საანგარიშო პერიოდად მითითებული აქვს (3.10.2018-31.05.2018). მკურნალობაში პაციენტთა ჩართვის რეალური თვე და რიცხვია 15.12.2017-18,04,2018.  ეს რიცხვი დავტოვო, თუ როგორც ითხოვენ ისე მივაწოდოთ?
ასევე გასავლელია საკითხი, მომავალი დონაციის შესახებ მოლაპარაკებების წარმოების თაობაზე. 

 გთხოვთ თქვენს რეკომენდაციებს.

 
ეს არის წერილის ასლი, რომელიც მივიღე ანა კოიჩევასგან.

Dear Tamar,
Following your call, as we discussed, we escalated the request to a Global level and Turkey team is working on it.

As for current donation, I am awaiting for final reports from your side:
1. Appendix 1. Period of report: 3.10.2017 - 31.05.2018
2. Appendix 2. Testimonial letter

Please, send hard copies of documents to Ukrainian MSD: office 12, Amosova st., building 1, 3d Fl Kyiv 03680, Ukraine
For Anna Koycheva +38 050 332 90 31
It is important to close current donation properly and show commitment of both parts in achieving the mutual goal in improving patient outcomes.
Let me know if you have any additional questions.

Best Regards,
Anna

Anna Koycheva
Medical Adviser HCV/HIV/ABs
Ukraine
T: + 38 044 393 74 80
F: + 38 050 311 48 91
M:+38 050 332 90 31
anna.koycheva@merck.com

 

"MSD UKRAINE" LLC

12, Amosova st., building 1, 3d Fl
Kyiv 03680, Ukraine
www.merck.com
 
თამარ კავთელაძე

C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო



Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency