From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : dchorgolashvili@expertise.gov.ge
Subject : თამბაქოს კონტროლი
Cc : Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze
Received On : 26.04.2018 14:26
Attachments :
1.pdf 1-1.pdf

მოგესალმებით ქ-ნ დოდო,

როგორც მოგეხსენებათ 1 მაისიდან ამოქმედდება ახალი კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ სამართალდარღვევას:


მუხლი 155 7 . ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმების, გაზომვისა და რეგულირების წესების დარღვევა, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა

 

  1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.

2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.

4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.  (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]



ჩვენ გვაინტერესებს:

1. აქვს თუ არა შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ჩვენი დაკვეთის შემთხვევაში დაადგინოს ეს შესაბამისობა;

2. თუ არ შეუძლია, ზოგადად გეგმავს თუ არა ამ მიმართულებით შესაბამისი სიმძლავრეების განვითარებას და ერთი ნიმუშის ექსპერტიზა დაახლოებით თქვენი გათვლებით რა თანხებთან იქნება დაკავშირებული.



მადლობას გიხდით წინასწარ თანამშრომლობისათვის. თქვენი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ მუხლის აღსრულებისათვის.



პატივისცემით,

ნათია ხმალაძე

ტელ. 577288800


იურიდიული დეპარტამენტის უფროსი