From : tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>
To : Maia Lagvilava
Subject : თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა შესახებ (c ჰეპატიტის სახ. პროგრამა)
Cc : Kchkhartishvili@ssa.gov.ge
Received On : 24.04.2018 12:47
Attachments :

ქალბატონო მაია,

 

მოგახსენებთ, რომ  მარტის თვის მდგომარეობით, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე (ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი) ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 2497 პირს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნული ბაზა გადაეგზავნა ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (დკსჯეც), სადაც მოხდა ამ ბაზის დადარება მათ ხელთ არსებულ სკრინინგის მოდულთან (ბაზასთან). დკსჯეც-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 181 პირს კონფირმაციული კვლევით დაუდასტურდა სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის არსებობა. მათ შორის 45 პირი ჩართული იყო და არის C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის მკურნალობის კომპონენტში (მათ დანიშნული ჰქონდათ მკურნალობა როგორც ჰარვონის შემცველი, ისე ზეპატიერის (23 პაციენტი) შემცველი სამკურნალო რეჟიმით).

გარდა ამისა, ინფორმაცია გამოვითხოვეთ ჰემო და პერიოტონეალური დიალიზის მიმწოდებლებისგანაც, რომელთაც ჯამში წარმოგვიდგინეს 447 C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტის სია (სავარაუდოდ დიაგნოზი მოწოდებულია მხოლოდ სკრინინგული კვლევის ჩატარების საფუძველზე). ვინაიდან ამ პაციენტებს C ჰეპატიტის მართვის სახ. პროგრამის ფარგლებში არა აქვთ ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მათ შორის გენოტიპი და ღვიძლის ელასტოგრაფია, რაც  პროგრამის მკურნალობის კომპონენტში  თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე პაციენტთა ჩართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს მედიკამეტ ზეპატიერით სამკურნალო პაციენტთა  რაოდენობა.

   მოგახსენებთ, ასევე, რომ მედიკამენტ ზეპატიერზე გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების და ასევე მედიკამენტის მომწოდებელი ფირმის სამედიცინო  მრჩეველის, ქალბატონ ანა კოიჩევას მოთხოვნის შესაბამისად, 2018 წლის 20 აპრილს გაიგზავნა რეპორტი. ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილის ასლი, N2 რეპორტი და მათგან მიღებული პასუხი გთხოვთ იხილოთ დანართის სახით.

 

პატივისცემით,


  თამარ კავთელაძე

C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო



Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia
Social Service Agency