| From : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| To : | Mariam Darakhvelidze; Maia Lagvilava |
| Subject : | იაპონიის მხარის მიერ შემოთავაზებული ტექნიკური დახმარებისა და საგრანტო განაცხადის თაობაზე |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 24.05.2018 10:51 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (Japan International Cooperation Agency - JICA) სამინისტროს სთავაზობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ტექნიკური და საგრანტო დახმარების პროექტებში მონაწილეობას/განაცხადის წარდგენას.
ტექნიკური დახმარება მოიცავს იაპონიაში ტრეინინგების გავლასა და ექსპერტულ დახმარებას (2018 წელს დახმარების მიღების მიზნით განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა მიმდინარე წლის აგვისტო). აღნიშნული დახმარება ასევე განიხილება გრძლევადიან პერსპექტივაშიც.
რაც შეეხება საგრანტო დახმარებას, სურვილის შემთხვევაში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია პერიოდულად, როგორც მიმდინარე ისე შემდგომ წლებში, თუმცა პროექტის მოწონების შემხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მყისიერად არ ხდება და განიხილება გრძელვადიან პერიოდში.
გთხოვთ, განიხილოთ იაპონიის მხარის შემოთავაზება და დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმები იაპონიის მხარის შემდგომი ინფორმირების მიზნით.
თუ ჩათვლით საჭიროდ აღნიშნული ინფორმაციის სსიპებთან გაზიარებას გთხოვთ მათაც გადაუგზავნოთ.
პატივისცემით,
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232