| From : | shota jamburidze <shjamburidze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Lagvilava |
| Subject : | მოსაზრებები პოლიფარმაციასთან დაკავშირებით |
| Cc : | Mikheil Janiashvili; Vano Goliadze |
| Received On : | 02.04.2018 11:45 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო მაია,
პოლიფარმაციასთან დაკავშირებით გიგზავნით რამოდენიმე მოსაზრებას:
1. ფოლიფარმაციის განსაზღვრის კრიტერიუმები ლიტერატურის მიხედვით სხვადასხვაა და არსებობს შემდეგი ვარიანტები: ა) 5 ან მეტი მედკამენტი (წყარო: https://www.nps.org.au/australian-prescriber/articles/the-dilemma-of-polypharmacy), ბ) 6 ან მეტი ( წყარო: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2546482/ ) გ) 9 ან მეტი (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3489959/ )
2. პოლიფარმაცია პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ხანდაზმულ მოსახლეობაში, ვინაიდან მეტია ქრონიკული დაავადებებისა და რამოდენიმე დაავადების ერთად ქონის შემთხვევები: ამერიკის მაგალითზე პოლიფარმაცია პრობლემაა ხანდაზმული მოსახლეობის 30%-ში. ( წყარო: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2546482/ )
3. პოლიფარმაციის შესამცირებლად სხვადასხვა კვლევები განიხილავენ შემდეგ ტექნიკებს: (წყარო: http://medstopper.com/files/Incidence_of_polypharmacy_in_a_long-term_care_facility_2012.pdf )
ა) ექსპერტებისა და ექიმების პირისპირ შეხვედრა და საკითხის შესახებ ცნობიერებისა და განათლების ამაღლება (სწავლება)
ბ) ექთნების სამუშაო შეხვედრები და სწავლება
გ) მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება საკითხთან მიმართებაში
დ) კომპიუტერიზებული გადაწყვეტილების მხარდამჭერმა სისტემებმა (computerized clinical decision support systems (CDSS))
ე) კლინიკის ფარგლებში ერთი პაციენტის ქეისის მულტიდისციპლინურ გუნდში განხილვა
ვ) კლინიკური ფარმაცევტის როლის შემოღება
ზემოთ აღნიშნული მექანიზმებიდან პირველ 3 ტექნიკას მაღალი ეფექტი ახასიათებს. ეფექტს აუმჯობესებს ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკებიდან რამოდენიმეს ერთად დანერგვა.
4. ამასთან არსებობს მზა გაიდლაინები, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ რომელი მედიკამენტია საშიში კონკრეტულ ვითარებებში. ასეთ კრიტერიუმებს იზლევა შემდეგი ტექნიკები:
· The beers criteria
· Improved prescribing in the elderly tool, also known as the
· Canadian criteria
· Screening tool to alert doctors to right treatments and screening
· Tool of older persons’ potentially inappropriate prescriptions
· Medication appropriateness index
· Fit for the aged criteria
· The assess, review, minimize, optimize, reassess
· Good palliative-geriatric practice algorithm
· Patient-focused drug surveillance
· Geriatric risk assessment medguide
· Prescribing optimization method
· Anticholinergic risk scale
· Drug burden index
· Priscus list
5. გარდა ზემოთ მოყვანილი გაიდლაინებისა, არსებობს მედიკამენტების მავნე ურთიერთზემოქმედების განმსაზღვრელი პროგრამები, რომლებიც აფიქსირებენ ყველა იმ ნივთიერებას, რომელთა ერთად მიღებას გვერდითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად Epocrates (https://online.epocrates.com/interaction-check)
6. ტექნიკური თვალსაზრისით ოპტიმალური იქნება:
ა) ელექტრონული რეცეპტების პორტალზე მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი გაიდლაინების ინტეგრირება, რომლის წყალობითც სისტემა დაიმახსოვრებს „რისკ ჯგუფში“ შესული მედიკამენტების სახელს, და მისი გამოწერის დროს გაფრთხილებას მისცემს ექიმს რომ მოცემულმა მედიკამენტმა გარკვეულ პირობებში შესაძლოა ავნოს პაციენტის ჯანმრთელობას.
ბ) მოხდეს რეცეპტების პროგრამაში მე-5 პუნქტში აღწერილი მედიკამენტების ურთიერთ რეაქციაში შესვლის მოდულის ჩაშენება, რომლითაც გამოირიცხება ერთმანეთზე უარყოფითად მოქმედი 2 მედიკამენტის დანიშვნა.
გ) მოხდეს ექიმისათვის გაფრთხილების გამოტანა იმ შემთხვევაში, თუკი იგი 6, ან მეტ მედიკამენტს გამოწერს.
საბოლოოდ, ალბათ მეტად მისაღები იქნება თუკი პროგრამულად ვუზრუნველყოფთ პოლიფარმაციის მართვას, ვიდრე სპეციალურად დანიშნული კლინიკური ფარმაცევტებით, ვინაიდან სისტემა არის მეტად მართვადი, გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს, გამორიცხავს ფარმაცევტის კვალიფიკაციის ნაკლებობის რისკებს, გამორიცხავს ფარმაცევტისა და კლინიკის „შეკვრას“, თავიდან აგვაცილებს ფარმაცევტების კონტროლისათვის დამატებითი კადრების აყვანის ხარჯებს.
ამავდროულად ფარმაცევტების აყვანის ხარჯის მაცვლად, კლინიკას მოუწევს ხარჯი გასწიოს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე პოლიპრაგმაზიის მიმართულებით.
აქვე გიგზავნით ექსელის ფორმას, რომელშიც მოცემულია ელ-რეცეპტების სისტემის მონაცემთა ანალიზი ამა წლის 15 თებერვლიდან 2 აპრილამდე შუალედში.
პატივისცემით,
შოთა
T: 16-24
Shota Jamburidze
eHealth Project Manager
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Mobile: (+995) 598 331175
Email: shjamburidze@moh.gov.ge