| From : | Shota Jamburidze <sjamburidze@moh.gov.ge> |
| To : | zaalmiqeladze@molhs.gov.ge |
| Subject : | მოწყვევა ელექტრონული ჯანდაცვის ვორქშოფზე ბათუმში 12-13 ივლისი |
| Cc : | Maia Lagvilava |
| Received On : | 18.06.2018 11:23 |
| Attachments : |
მოგესალმებით ბატონო ზაალ,
მე გახლავართ შოთა ჯამბურიძე, ელექტრონული ჯანდაცვის პროექტების მენეჯერი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას დავალბით გიკავშირდებით და გიწვევთ ელექტრონული ჯანდაცვის სამუშაო შეხვედრაზე (ვორქშოფზე), რომელიც გაიმართება ბათუმში მიმდინარე წლის 12-13 ივლისს.
ელექტრონული ჯანდაცვის ვორქშოფი ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ელ-ჯანდაცვის კავშირის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროკომისიის წარმომადგენელი ვასილის კოპანასი - ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის ექსპერტთა საბჭოს კოორდინატორი, ხოლო თანათავჯდომარე ქვეყანა სქართველოა.
ელ-ჯანდაცვის კავშირის მიზანია მოახდინოს სამედიცინო ინფორმაციის მიმოცვლა პარტნიორ ქვეყნებს შორის, და პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. შედეგად პაციენტისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია „წაყვება“ მოქალაქეს, თუკი რეგიონის ან ევროპის ქვეყნებში გადაწყვეტს სამედიცინო სერვისის მიღებას. პაციენტების გაზრდილი მობილობიდან გამომდინარე კი აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეები მიმოსვლას რეგიონსა და ევროკავშირში, ისევე როგორც ხელს შეუწყობს ჩვენი სამედიცინო სერვისების ცნობადობის ამაღლებას რეგიონსა და ევროპაში და გაზრდის სამედიცინო ტურიზმს საქართველოში.
ვორქშოფზე მოწვეულნი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემავალი 6 ქვეყნის დელეგაცია და ელ-ჯანდაცვის ექსპერტები ევროკავშირიდან. ვორქშოფზე წარმოდგენილი იქნება ელ-ჯანდაცვის სისტემების კვლევის შედეგები, რომელიც გაიმართა გასულ წელს პარტნიორობაში შემავალ ქვეყნებში, განვიხილავთ კავშირის სამოქმედო გეგმას და დავაზუსტებთ მომავალი 1 წლის განმავლობაში განსახორციელებელ აქტივობებს. ასევე მოვისმენთ ექსპერტების აზრს სამოქმედო გეგმის შესახებ, და მათ ხედვას ელ-ჯანდაცვის მომავალზე.
ვორქშოფს უმასპინძლებს ქალბატონი მაია ლაგვილავა. ჩვენი მხრიდან ვორქშოფს ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, IT დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ჯანიაშვილი, მისი მოადგილე ივანე გოლიაძე და მე.
ვორქშოფი გაიმართება ბათუმში, სასტუმრო რედისონში. სტუმრების რეგისტრაცია დაიწყება 12 ივლისს 09:00 ზე, ხოლო სხდომა დაიწყება 09:45 ზე.
ვორქშოფის ყველა დამსწრემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://eu4digital.eap-events.eu/ehome/index.php?eventid=200179538&
რეგისტრაციისათვის საჭირო ინსტრუქტია მოცემულია მიმაგრებულ ფაილში.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია უახლოეს დღეებში.
დამატებით ინფორმაციას ვორქშოფის დეტალური განრიგისა და ელ-ჯანდაცვის კავშირის სამოქმედო გეგმის შესახებ, ასევე დამსწრეთა სიას მოგაწვდით მომდევნო დღეებში.
გთხოვთ დამიდასტუროთ წერილის მიღება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.
პატივისცემით,
შოთა
Shota Jamburidze
eHealth Project Manager
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Mobile: (+995) 598 331175
Email: shjamburidze@moh.gov.ge