ქალბატონო მაია,
როგორც მოგეხსენებათ, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს
შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N122/ნ ბრძანებით
გათვალისწინებულია საბჭოს მიერ საკითხების განხილვა და
გადაწყვეტილებების მიღება ელექტრონული ფორმატით.
ამ ეტაპზე, პროფესიული განვითარების საბჭოსთვის განსახილველად
გადაცემულია 100-ზე მეტი საკითხი ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის
თაობაზე. საბჭოს მუშაობის პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის
გაზრდისათვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა, შესწავლილი საკითხების
გარკვეული ნაწილის ელექტრონულ ფორმატში განხილვა.
საკითხები წარმოდგენილია ორ ჯგუფად პროფესიული
პასუხისმგებლობის სახეების მიხედვით (წერილობითი გაფრთხილება -
სერტიფიკატის შეჩერება). გიგზავნით შესწავლის მასალებს დანართის სახით.
გთხოვთ, გაეცნოთ და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები/შენიშვნები
თითოეულ საკითხთთან (მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობის
სახესთან) დაკავშირებით, 23 აპრილამდე.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები ჩაითვლება კენჭისყრის
საფუძვლად.
მასალა შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. გთხოვთ,
გაითვალისწინოთ.
წინასწარ მადლობას გიხდით აქტიური თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი
ხათუნა ზალდასტანიშვილი