| From : | Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| To : | Maia Lagvilava |
| Subject : | სამხედრო |
| Cc : | Mariam Darakhvelidze; Ekaterine Adamia |
| Received On : | 24.05.2018 14:10 |
| Attachments : |
ქალბატონო მაია,
გაცნობებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 11 მაისის N56 ბრძანებით „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობის პერიოდში გამოვლენილი საკითხების შესწავლის მიზნით“ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრიც ვარ მე.
სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა 14 მაისს. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გამოთქვა „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების“ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები. კერძოდ:
1. „სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებითი გამოკვლევების“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურება შესყიდულ იქნას ტენდერით. ამჟამად, მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისგან).
პატივისცემით,
ლელა წოწორია
მთავარი სპეციალისტი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველო
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი