From : Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>
To : Maia Lagvilava
Subject : სანიტარიული ნორმები სკოლებისთვის
Cc : Mariam Darakhvelidze; Natia Nogaideli
Received On : 04.06.2018 10:28
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო მაია,

 

ნათია ნოღაიდელის დავალებით გიგზავნით სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 308/ნ ბრძანებას და მის დანართებს. 

 

მინდა მოგახსენოთ, რომ დოკუმენტი არის მოძველებული (არ არსებობს ადმინისტრირების მექანიზმი) და მორალურად გაცვეთილი, პრაქტიკულად გასაუქმებელია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ იქნა გაუქმებული, არის ის, რომ არ არსებობს ანალოგიური შინაარსის/დატვირთვის მქონე არანაირი სხვა ნორმატიული აქტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და სანატორიუმებში. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მიერ მოხდა UNICEF-ის ტექნიკური დახმარების პროექტის მიერ მომზადებული სტანდარტის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ გადამუშავება ტექნიკური რეგლამენტის პროექტად, მისი დამტკიცება ვერ ხერხდება წარუმატებელი შეთანხმების პროცედურის გამო (ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას განათლების სამინისტროსთან). ამ ეტაპზე, შესაძლებელია (რადგან მეტი გზა არ გვაქვს), აღნიშნული დოკუმენტის უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) ფორმატში დამტკიცების პროცედურის ინიცირება, ვინაიდან მანდატორული ხასიათის დოკუმენტის მიღება, განათლების სამინისტროს აზრით, ქმნის გარკვეულ პრობლემებს საჯარო სკოლებისთვის.

 

რაც შეეხება სახელმძღვანლოებს, გაცნობებთ, რომ მათ რეგულირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტი (ლელა სტურუა, ნია გიუაშვილი) მონაწილეობდა განათლების სამინისტროს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში, ხოლო ჯანდაცვითი ხასიათის მოთხოვნების (შრიფტის ზომა, წიგნის წონა და ა.შ.) შესამუშავებლად დკსჯეც-ის მიერ, ბატონ ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით შექმნილი იყო სხვა სამუშაო ჯგუფი, დარგის ექსპერტების მონაწილეობით. ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ეწია იმ მოთხოვნებს, რომელიც იქნა ზემოაღნიშნული ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული, ნორმატიული დოკუმენტის სახით დამტკიცების პროცედურაში ჯანდაცვის სამინისტრო არ ყოფილა ჩართული, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში.

 

რაც შეეხება სასკოლო ჩანთებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, აღნიშნული ტიპის არანაირი დოკუმენტი ქართულ კანონმდებლობაში არ გვაქვს. შესაძლებელია, მასზე მუშაობისათვის გამოყენებულ იქნეს დკსჯეც-ის გამოცდილება (სამუშაო ჯგუფი) და ასევე ექსპერტები, რომლებიც ჰიგიენური ნორმირების საკითხებზე სამუშაოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჰყავს დასაქმებული დკსჯეც-ს. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ჩართულობას, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, აქტიურ მონაწილეობას მივირებთ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, დოკუმენტის დასრულების შემდეგ კი უზრუნველყოფთ მისი შეთანხმებისა და დამტკიცების პროცედურას.

 

პატივისცემით,

მარინე ბაიდაური

 

Marine Baidauri

 

Chief Specialist

Regulations Division of Health Care Department

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Cell phone: +995 591103061
E-mail: mbaidauri@moh.gov.ge