From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : სენფორდი 2018
Cc : Maia Lagvilava; Sopo Belkania
Received On : 27.04.2018 06:52

ბატონო დავით,

 

მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (შემდგომში ცენტრი) და სენფორდის გამომცემლობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ქართულ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდასენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელოს“ 45- გამოცემის (2015) 3,000 ეგზემპლიარი. ასევე, მისი ელექტრონული ვერსია (პდფ ფაილის სახით  გამომცემლობის ნებართვით) ატვირთულ იქნა ცენტრის ვებ-გვერდზე, სადაც იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. დამატებით, ცენტრის მიერ ექიმებისთვის ჩატარდა სწავლება სახელმძღვანელოს სწორად გამოყენების მეთოდიკის შესახებ.

აღნიშნულ სახელმძღვანელოს საკმაოდ დადებითად შეხვდა საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. მოგეხსენებათ, რომ წიგნი საქართველოს თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებას უფასოდ დაურიგდა, თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენ არაერთი წერილი მივიღეთ კლინიკების მხრიდან, მათთვის დამატებითი სახელმძღვანელოების გადაცემის მოთხოვნით.

თქვენთვის ცნობილია, რომსენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელოყოველწლიურად გამოიცემა, სადაც აისახება ინფორმაცია ინფექციური სნეულებების ახალი სამკურნალო საშუალებების შესახებ, ახლდება ზოგიერთი პრეპარატის დოზირება და რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის ტაქტიკა.

ცენტრი ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას სენფორდის გამომცემლობასთან. მათ გვაცნობეს, რომ სახელმძღვანელოს 2018 წლის ვერსია მნიშვნელოვნად განახლებულია 2015 წლის ვერსიასთან შედარებით და მიზანშეწონილია სამედიცინო საზოგადოებისთვის მისი მიწოდება.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენთვის მისაღებ დროს განვიხილოთ ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი - კერძოდ:  „სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელოს“ 2018 წლის ვერსიის თარგმნის, ადაპტირებისა და გამოცემისათვის. წიგნი კვლავ დაიბეჭდება 3,000 ეგზემპლიარად და მისი ელექტრონული ვერსია კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ცენტრის ვებ-გვერდზე. აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული წინასწარი ხარჯები ასე გამოიყურება:

ხელშეკრულების ღირებულება:

·         ელექტრონული ვერსიის ვებ-გვერდზე ატვირთვის საფასური - 2,500 აშშ დოლარი

·         სალიცენზიო გადასახადი ერთ ასლში - 1.75 აშშ დოლარი x 3,000 ეგზემპლიარი = 5,250 აშშ დოლარი

ჯამურად = 7,750 აშშ დოლარი

სახელმძღვანელოს თარგმანი, რედაქტირება და დაკაბადონება:

·         თარგმნა (4 პირი) - 500 ლარი x 4 პირი = 2,000 ლარი

·         რედაქტირება (1 პირი) - 400 ლარი

·         დაკაბადონება (1 პირი) - 600 ლარი

ჯამურად = 3,000 ლარი

სახელმძღვანელოს დაბეჭდვა 3,000 ეგზემპლიარად

·         ერთეულის ღირებულება - 3.2 ლარი x 3,000 წიგნი = 9,600 ლარი

 

საბოლოო ჯამი -      31,700 ლარი

7,750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დღევანდელი კურსით დაახლოებით 19,000 ლარი)
3,000
ლარი
9,600
ლარი

ვფიქრობთ ამ სახელმძღავნელოს გამოყენების დამკვიდრება  დადებითად წაადგება ნოზოკომიური და საერთოდ ინფექციების კონტროლის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის და უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხების შემდგომ განვითარებას ქვეყანაში.

 

პატივისცემით

 

ამირანი