From : Babilina Turkia <bturkia@moh.gov.ge>
To : Mariam Darakhvelidze;Eter Kipiani <e.kipiani@ncdc.ge>; Khvicha Getia <Kh.getia@ncdc.ge>; Ketevan Goginashvili
Subject : სისხლის სამსახურის სამოქმედო გეგმის სქემა
Cc : Maia Lagvilava;Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Received On : 22.06.2018 13:19
Attachments :

ძვირფასო კოლეგებო!

 

გიგზავნით კომენტარებისა და შენიშვნებისთვის  უსაფრთხო სისხლის სამოქმედო გეგმის მომზადებულ სქემას, რომელიც   შემდგომში  უნდა გავშალოთ  დეტალურ გეგმამდე. სქემა ამავდროულად  შეიძლება მოვიაზროთ,  როგორც უსაფრთხო სისხლის მომავალი პოლიტიკის ჩარჩო. მასში მონიშნულია ძირითადი  ამოცანები/ღონისძიებები, რომლებიც შემდგომში უნდა გაიწეროს სათანადო დეტალიზაციით უფრო კონკრეტულ საკითხებამდე. სქემაში არ  აღვნიშნეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად,  ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რადგან ყველა ინტერვენცია, რომელიც მოცემულია, ემსახურება ევროკავშირის სათანადო დირექტივებთან შესაბამისობის მიღწევას. სქემა არ შეიცავს დეტალებს - ეს შემდგომი  ეტაპების ამოცანა იქნება, სქემის თითოეულ პუნქტში საკმაოდ შრომატევადი და რთული. ამჟამად გთხოვთ თქვენს შენიშვნებს და კომენტარებს იმ ძირითადი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შევიტანეთ სქემაში  (მაგრამ არა დეტალებზე): კერძოდ, ხომ არ არის საჭირო  რაიმეს დამატება ან პირიქით, აგრეთვე ვადების შეცვლა,  ან ხომ არ მიგაჩნიათ რომელიმე ღონისძიება არასწორად. სამოქმედო გეგმის სქემის ზოგიერთ პუნქტებს ახლავს  ახლავს ჩემივე კომენტარი, სადაც დაჯამებულია აქამდე განხორციელებული  უცხოური   საექსპერტო მისიების, მათ შორის   2018 წლის ივნისის TAIEX მისიის,  ძირითადი რეკომენდაციები და მესიჯები.  ველოდები თქვენს კომენტარებს და წინასწარ გიხდით მადლობას.

 

პატივისცემით,

 

ბაბი თურქია

პოლიტიკის სამმართველო

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტელ 558 377753