| From : | shota jamburidze <shjamburidze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Lagvilava |
| Subject : | ტექნიკური რეკომენდაციები პოლიპრაგმაზიის პრობლემასთან დაკავშირებით: |
| Cc : | Vano Goliadze; Mikheil Janiashvili |
| Received On : | 05.04.2018 10:53 |
მოგესალმებით,
როგორც გუშინდელ საუბარში ბატონმა ვანომ მოგახსენათ, პოლიპრაგმაზიის პრობლემებთან დაკავშირებით გთავაზობთ შემდეგ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს:
1. ელქტრონული დანიშნულები შემთხვევში:
ა) ელექტრონული რეცეპტების სისტემაში არსებობს პაციენტის გვერდი, სადაც პაციენტი ნახულობს თავის დანიშნულებებს. ამ გვერდზე დაემატება ფუნქციონალი, სადაც პაციენტი მონიშნავს საჭირო დანიშნულებას, გაუკეთებს კომენტარს და დააჭერს გაგზავნას. შედეგად მთლიანი დანიშნულება გადაიგზავნება საჭირო პირებთან შესამოწმებლად. (ამისათვის სავალდებულო უნდა გახდეს სრული დანიშნულების გამოწერა ელექტრონულად)
ბ) თუ პაციენტი ვერ ახერხებს თავად შევიდეს პაციენტის გვერდზე, მაშინ იგი მიდის სოც. მომსახურების სააგენტოს უახლოეს ფილიალში. ფილიალის ოპერატორისათვის შეიქმნება სპეციალური იუზერი, სადაც პაციენტის ნაცვლად ზემოთ აღწერილ ოპერაციას განახორციელებს ოპერატორი (პაციენტის თანხმობით).
2. არაელექტრონული, ქაღალდმატარებელზე გამოწერილი დანიშნულების შემთხვევაში, პაციენტი მიდის სოც. მომსახურების სააგენტოს ოპერატორთან, რომელიც დაასკანერებს და ატვირთავს დანიშნულებას. ოპერატორივე განახორციელებს დოკუმენტის პირველად შეფასებას (დარწმუნდებას რომ ნამდვილად დანიშნულება სკანერდება და არა სხვა რამე) და გააკონტროლებს დასკანერებული დოკუმენტის ზომას (ხომ არ აღემატება 5 მეგა ბაიტს). დასკანერებული დოკუმენტი მოხვდება პორტალზე, ან სპეციალურად შექმნილ Facebook ის გვერდზე.
დასკანერებული დოკუმენტები არ შეინახება ხანგრძლივად. ისინი წაიშლება მათზე რეაგირების მოხდენისთანავე.
პატივისცემით,
შოთა
Shota Jamburidze
Project Manager
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Mobile: (+995) 598 331175
Email: shjamburidze@moh.gov.ge