მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მოწვეული ბრძანდებით საქართველოში სისხლის წარმოების და ტრანსფუზიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება სამუშაო ჯგუფის შემდგომი საქმიანობის ფორმატს და უსაფრთხო სისხლის სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრას წაუძღვება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი მაია ლაგვილავა. შეხვედრა გაიმართება ა.წ. 4 ივნისს (ორშაბათს), 14 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მე-8 სართულზე (მის.: თბილისი, აკ. წერეთლის 144).
პატივისცემით,
ბაბილინა თურქია
მთავარი სპეციალისტი
პოლიტიკის სამმართველო
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი 0159
აკ. წერეთლის 144
ტელ 251 00 38 11-07
მობ. 558 377753