|
|||||
|
|||||
|
საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
|
|||||
|
„საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის №01-23/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. განისაზღვროს საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ა) დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (საბჭოს თავმჯდომარე); ბ) ნინო ბერძული - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე); გ) მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს წევრი); დ) თეიმურაზ პირველაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე (საბჭოს წევრი); ე) ნათია ნოღაიდელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი (საბჭოს წევრი); ვ) პაატა ბუკია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს წევრი); ზ) ხათუნა ზალდასტანიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის სერტიფიცირების სამმართველოს უფროსი (საბჭოს წევრი); თ) გიორგი ხუფენია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის პროფესიული მზადების სამმართველოს უფროსი (საბჭოს წევრი); ი) თამაზ ბახტაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საბჭოს წევრი); კ) ნინო ბერელიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ კვალიფიკაციების მართვისა და არაფორმალური განათლების სამმართველოს უფროსი (საბჭოს წევრი); ლ) ქეთევან გარსევანიშვილი - საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი (საბჭოს წევრი); მ) კახა ჭელიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის პროფესორი (საბჭოს წევრი); ნ) მაია გოგაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საექთნო საქმის ექსპერტი (საბჭოს წევრი); ო) მაია ჩიხლაძე - საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ - ერთ-ერთი დამფუძნებელი, დირექტორის მოადგილე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (საბჭოს წევრი); პ) მაია ჯაში - საქართველოს ექთნების ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, კორპორაცია „პარტნიორობა საერთაშორისო განვითარებისათვის“ - საექთნო პროგრამების კოორდინატორი, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს საექთნო საქმის მენეჯერი (საბჭოს წევრი). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 მაისის №01-105/ო ბრძანება. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |