| From : | Irinka Tskhomelidze <irinkatskhomelidze@gmail.com> |
| To : | Maia Lagvilava |
| Subject : | C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ეკონომიკური შეფასება |
| Cc : | Tinatin Kuchuloria <kuchuloria.tatia@gmail.com>; Lia Gvinjilia <lgvinjilia@gmail.com> |
| Received On : | 04.04.2018 08:31 |
ქალბატონო მაია მოგესალმებით,
პირველ რიგში, დიდი მადლობა შეხვედრისთვის,
თქვენთვის ცნობილია, რომ 2015 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით და კომპანია „გილეადის“ კეთილი ნებით, საქართველოს მთავრობამ დაიწყო მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს.
2016 წლის სექტემბერში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სამეცნიერო საბჭო, რომლის მიზანია პროგრამის გარშემო კვლევების დამტკიცება და ფინანსური უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ამავე საბჭოს მიერ დამტკიცებულ კვლევებს შორის არის ბრისტოლის უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ შემოთავაზებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ეკონომიკური შეფასების კვლევა.
აღნიშნული კვლევა უზრუნველყოფს პროგრამისთვის ღირებული სახელმძღვანელოს შექმნას, C ჰეპატიტის მკურნალობისა და მოვლის სერვისების მიწოდების მოდელის ხარჯ-ეფექტურობის შეფასებას, ნაკლოვანებებისა და ბარიერების გამოვლენას და არსებული მოდელის სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას. კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება 2018 წელს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრებზე. ასევე, სტატია კვლევის შედეგებით გამოქვეყნდება შესაბამის რეცენზირებად ჟურნალში.
კვლევის ამ ეტაპზე აუცილებელია, მონაცემების შეგროვება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.
გთხოვთ, გამოგვიყოთ საკონტაქტო პირი, რომელიც თქვენი მხრიდან პასუხისმგებელი იქნება საჭირო მონაცემების მოპოვებასა და მოწოდებაზე. მათ შორის, აღნიშნულმა პირმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის შესრულების თაობზე. სხვადასხვა კომპონენტებისა და აქტივობების მიხედვით 2015, 2016 და 2017 წლებში. მათ შორის:
სკრინინგის კომპონენტები: HCV სწრაფი/მარტივი ტესტი შესყიდვა (კლინიკებისთვის და ცალკე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიებისთვის), მოსახლეობის უზრუნველყოფა სკრინინგით;
დიაგნოსტიკის კომპონენტი: ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები მკურნალობის ჩართვამდე და მონიტორინგის პროცესში. სხვადასხვა მკურნალობის რეჟიმების მიხედვით. მათ შორის: ელიმინაციის პროგრამის 1ლი ფაზა (მკურნალობის პერიოდი: 48 კვირა, 24 კვირა, 12 კვირა) მეორე ფაზა (მკურნალობის პერიოდი: 12, 20, 24 კვირა, რიბავირინიანი და ურიბავირინო რეჟიმები), პირველი კონფირმაციული კვლევის ფასის კლების შემდგომ;
მკურნალობის კომპონენტი: დამატებითი მედიკამენტების (ინტერფერონი, რიბავირინი) შესყიდვისთვის) დახარჯული ბიუჯეტი;
ლოჯისტიკის კომპონენტი: მედიკამენტების შენახვისა და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად დახარჯული ბიუჯეტი;
ასევე, საგანმანათლებლო დ სხვა აქტივობებზე დახარჯული ბიუჯეტი;
წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
კეთილი სურვილებით,
ირინა ცხომელიძე
--