From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : tmodebadze@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Magda Naskidashvili; tamar kavteladze; Maia Tsereteli; Lali Ebanoidze; Khatuna Zakhashvili; Maia Tsereteli; Khatuna Piranishvili
Subject : C ჰეპატიტი-პაციენტთა შეტყობინება კვლევის შედეგების შესახებ
Cc : Maia <Lagvilava>
Received On : 24.05.2018 12:09
Attachments :

მოგესალმებით მეგობრებო,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 10 მარტიდან სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პაციენტებისათვის სისხლის ნიმუშის აღება კონფირმაციული კვლევის ჩასატარებლად. აღნიშნული კვლევა ამ ეტაპზე ტარდება მხოლოდ ლუგარის ცენტრში და მათ მიერვე იტვირთება ელექტრონულ ბაზაში კვლევის შედეგი. რაც შეეხება, კვლევის შედეგის შესახებ პაციენტთა ინფორმირებას, საკითხი დროებით უზრუნველყოფილია ნსდს მიერ, კერძოდ შემუშავებულია სპეციალური ფორმა უარყოფითი და დადებითი პასუხის შემთხვევაში და რამდენიმე გამოყოფილი პირი ახორციელებს პაციენტთა ინფორმირებას აღნიშნული მექანიზმით. ამასთან, ნსდს დირექტორის ბრძნებით დამტკიცებული აქვს ,, C ჰეპატიტის სავარაუდო ინფექციის მქონე პირებზე აქტიური ზედამხედველობის განხორციელების წესი“, რომელშიც გათვალისწინებულია პაციენტის ინფორმირების მექანიზმი, თუმცა პასუხის ფორმები დამტკიცებული არ არის.

 

მიზანშეწონილია, ამავე ბრძანებით დამტკიცდეს პასუხის ფორმები (გიგზავნით დანართის სახით კორექტირებულ ვარიანტს), ასევე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გიგზავნით ბრძანების რამდენიმე პუნქტის და დანართის კორექტირებებს.

 

 

აქვე გაცნობებთ, რომ მომზადებულია და უახლოეს მომავალში ცვლილება შევა 169 დადგენილებაში, რომლის შესაბამისადაც, ,,სააგენტო ვალდებულია სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სკრინინგის ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე, უზრუნველყოს C ჰეპატიტზე კონფირმაციული კვლევის შედეგების შესახებ იმ ბენეფიციართა ინფორმირება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.“.

 

აღნიშნული ბრძანების მომზადებისას, სააგენტომ უნდა გამოიყენოს პაციენტის შეტყობინების თანდართული ფორმები.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ.

პატივისცემით,

 

ეკა

 

 

 

ეკატერინე ადამია

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა

და პროგრამების სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110