| From : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Lagvilava |
| Subject : | FW: სარეკომენდაციო წერილი |
| Received On : | 26.04.2018 09:52 |
ქალბატონო მაია,
გიგზავნით წერილის პროექტს და თავად იმ პროექტის აღწერილობას, რის გამოც დაფინანსების მაძიებელი სამინისტროსგან ითხოვს მხარდაჭერას.
ამავდროულად, მოვიძიე იაპონიის ელჩისათვის გაგზავნილი წინა წერილი (19.04.18წ) ამავე მიზნით - ეს იყო ჩეხეთის კარიტასის პროექტი ,,კიბოს სკრინინგ ცენტრის დაარსება და მხარდაჭერა“ და ითხოვდნენ იაპონიის სელჩოდან მხარდაჭერას ზუგდიდში მშენებარე სკრინინგ-ცენტრის აღჭურვის საკითხში.
მეორე ასეთი მომართვა გვაქვს საზღვრისპირა რეგიონის სოფლის ამბულატორიისაგან - ნიქოზი ( ჯერ არ გაგვიგზავნია) - ასევე ითხოვს დახმარებას ამბულატორიის აღჭურვაში.
კიდევ სხვა წერილს ხომ არ გულისხმობდით?
თუ თანახმა იქნებით, გავამზადებთ წერილს გნებავთ თქვენი, გნებავთ ჩემი ხელმოწერით.
პატივისცემით,
მარინა დარახველიძე
From: Sophie Gasitashvili [mailto:sgasitashvili@gh.ge]
Sent: 26 April, 2018 13:23
To: Mariam Darakhvelidze
Subject: სარეკომენდაციო წერილი
გამარჯობა მარინა,
შეთანხმებისამებრ გიგზავნით წერილს. კურაციო აპირებს განახორციელოს ფილტვის კიბოს სკრინინგის პროექტი თბილისის მოსახლეობისათვის. დაფინანსებისათვის პროექტს წარვადგენთ იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში, რომლის ერთერთი მოთხოვნაა სარეკომანდაციო წერილის წარდგენა სახელმწიფო (დაკავშირებული ცენტრალური) ორგანოებიდან/სტრუქტურებიდან.
მოკლედ პროექტის შესახებ: ფილტვის კიბო საქართველოში ონკოლოგიური სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზია, ისევე, როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში. მაღალი სიკვდილობა განპირობებულია დაავადების სწრაფი და აგრესიული მიმდინარეობით და საყოველთაო სკრინინგის არარსებობით. პირველ-მეორე სტადიაზე ფილტვის კიბოს გამოვლენის მაჩვენებელი საქართველოს ეროვნული კიბოს რეესტის მონაცემებით 10%-ზე ნაკლებია.
ბოლო წლებში ინტენსიურად მიდის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატების პრევენციული სერვისების კომიტეტის მიერ 2013 წლიდან ფილტვის კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია გარკვეული ჯგუფის პაციენტებისათვის.
ფილტვის კიბოს სკრინინგი მოწოდებულია დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით 55-80 წლის მწეველ პაციენტებში წელიწადში ერთხელ.
საგრანტო პროექტი სწორედ აღნიშნული სკრინინგის განხორციელებას ემსახურება პილოტურ რეჟიმში. ჩვენი გათვლებით ერთი აპარატით სასკრინინგო პირების 1,5-2%-ის მოცვაა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში შეძენილი აპარატით ჩატარდება სხვა ტიპის კვლევებიც, რაც სრულად დააფინანსებს სასკრინინგო პაციენტების კვლევას.
აღნიშნული პროექტის განმავლობაში დაგროვებული მონაცემები, რასაც ჩვენ მოთხოვნისამებრ მივაწოდებთ სამინისტროს დაინტერესებულ პირს, კარგი ბაზა იქნება ნაციონალური რეკომენდაციების შემუშავებისათვის ფილტვის კიბოს სკრინინგის შესახებ.
გვჭირდება შედეგი შინაარსის წერილი:
ვის: იაპონიის საელჩო საქართველოში
საქართველოში ფილტვის კიბოს პრობლემა მნიშვნელოვანია. იგი ონკოლოგიური სიკვდილობის პირველი მიზეზია და მისი ადრეული გამოვლენა სკრინინგის მეშვეობით ხელს შეუწყობს ამ დაავადებით გამოწვეულ სიკვდილობის შემცირებას.
კლინიკა „კურაციო“, ჩვენი აზრით, ის კლინიკაა, რომელიც შეძლებს პროექტის - ფილტვის კიბოს სკრინინგი - წარმატებით განხორციელებას, ითანამშრომლებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან, რაც ხელს შუწყობს შემდგომში ქვეყნის ეროვნული რეკომენდაციების ჩამოყალიბებას. დაგროვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი შესაძლებელია გახდეს ქართულ პოპულაციურ მონაცემებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინის/პროტოკოლის საფუძველი.