| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Maia Lagvilava |
| Subject : | FW: 27 ივნისის სამუსაო შეხვედრა |
| Received On : | 26.06.2018 14:49 |
| Attachments : |
ქალბატონო მაია,
გიგზავნით ქალბატონ ლია სანოძის მიერ გადმოგზავნილ მაილს.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
From: Lia Sanodze [mailto:sanodze_lia@yahoo.com]
Sent: Monday, June 25, 2018 6:32 PM
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Natia Nogaideli; Marine Baidauri
Subject: 27 ივნისის სამუსაო შეხვედრა
ქალბატონო მარინა,
გიგზავნით გაიდლაინის შემუშავების პროცესის მონიტორინგის განახლებულ ფორმას, რომელიც შექმნილია ატლანტელი კოლეგების მიერ და მოიცავს გაიდლაინის სავარაუდო თემების ჩამონათვალს (Outline of IPC Guideline) რომელიც სრულ შესაბამისობაშია ჩვენს ხედვასთან.
მათ მიერ მოწოდებულია პირველ მოდულის ყველა შაბლონი, სამუშაო ჯგუფის მიერ ადაპტირებულია ქართული ვერსიები, ძირითადი კომიტეტის განხილვა დასრულებულია და ველოდებით პირველი მოდულის საბოლოო ვერსიის მოწოდებას.
რაც შეეხება, მეორე მოდულით გათვალისწინებული თემების შემუშავებას, საკითხები განაწილებულია ქვეჯგუფებს შორის, მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე "მხოლოდ ნარჩენების მართვის" დრაფტია მომზადებული და გაზიარებული სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის. ჯერჯერობით, ექსპერტთა ჯგუფისათვის ეს თემა გადაგზავნილი არ არის .
მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა სმაის ეპიდზედამხედველობის საკითხს, რომელიც შეფასების შედეგების მიხედვით (როგორც შედეგების ლიფლეტში ვნახე) საკმაოდ მოკრძალებულია დაახლოებით 27-32%. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეორე მოდულისთვის განაწილებული თემების ჩამონათვალში, პირველი მოდულის შემდეგ დარჩენილი თემებიდან, არ არის სამედიცინო მომსახურეობასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და ეპიზედამხედველობის საკითხები, ასევე ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისა და ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებული თემები. თუმცა ეს საკითხები თავიდანვე გათვალისწინებულია CDC/Atlanta-ს ჯგუფის მიერ მოწოდებულ ჩამონათვალში, როგორც ეს მათ მიერ გამოგზავნილ ფორმაშიც ჩანს და უფრო მეტიც, შაბლონებზე მუშაობა, გარკვეულ ფაზამდეა მისული (აქვე, თანმხლებ ფაილში ეს თემები ყვითლად არის ხაზგასმული).
ჩატარებული შეფასების შედეგები ამერიკელ კოლეგებს არ გაუზიარებიათ, თუმცა, როგორც მომზადებული ბროშურის თვალის გადავლებით ვნახე, ყველაზე მაღალია შედეგები იმ მიმართულებით, რასაც სამინისტროს მიერ ორგანიზებული მონიტორინგი ფარავს (80-100%), ეს მაშინ როცა მიმდინარე შეფასებაში ჩართული 42 დაწესებულებიდან, ნახევარი არ არის მონიტორირებული სამინისტროს მიერ.
რაც შეეხება ეროვნულ სამოქმედო გეგმას და გაიდლაინის იმპლემეტაციის გეგმას, ორივე გადახედილია და დრაფტის სახით მზად არის, როგორც თვითონ მითხრეს ეს სამუშაო შეხვედრა გამოაჩენს თუ რაზე გავაკეთოთ აქცენტები.
პატივისცემით,
ლია სანოძე