From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Ekaterine Adamia; Maia Lagvilava
Subject : Fwd: სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირების C ჰეპატიტის სკრინინგით მოცვაში დახმარება
Received On : 14.05.2018 14:33
Attachments :


---------- Forwarded message ---------
From: Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
Date: пт, 11 Май 2018, 13:43
Subject: სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირების C ჰეპატიტის სკრინინგით მოცვაში დახმარება
To: Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>, Tengo Abazadze <tengoabazadze@gmail.com>, Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>, magda gurabanidze <gurabanidzemagda@gmail.com>, tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>, Tamuna Kavteladze <tkavteladze@gmail.com>
Cc: Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>, Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com>, Ana Aslanikashvili <ana.aslanikashvili@gmail.com>, Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>, Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>, Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>, kristina chanturidze <kristina.chanturidze@gmail.com>


მაგდა,

მოგესალმები, გაცნობებთ, რომ სხვადასხვა ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებზე სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული პირადი მონაცემები ცენტრის მიერ გადადარდა სკრინინგის ელექტრონულ ბაზებთან და მივიღეთ შემდეგი სურათი.

ტუბერკულოზი

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით აღრიცხვაზე მყოფი - 3,941

დასკრინულია С ჰეპატიტზე - 2,268 (57,5%)

სკრინინგის გარეშე გვხვდება დიაგნოსტიკა/მკურნალობის ბაზებში - 3

სკრინინგით დადებითი არის - 442 (19,5%)

კონფირმაცია ჩატარებულია - 240 (54,3%)

კონფირმაციით დადებითია - 216 (90%)

მკურნალობაში ჩართულია - 140 (64,8%)

აივ-ინფექცია/შიდსი

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით აღრიცხვაზე მყოფი - 3,402

დასკრინულია С ჰეპატიტზე - 2,984 (87,7%)

სკრინინგის გარეშე (ან უარყოფითი პასუხის მქონეზე) გვხვდება დიაგნოსტიკა/მკურნალობის ბაზებში - 10

სკრინინგით დადებითი არის - 1,184 (39,7%)

კონფირმაცია ჩატარებულია - 671 (56,7%)

კონფირმაციით დადებითია - 653 (97,3%)

მკურნალობაში ჩართულია - 621 (95,1%)

ნარკომნიის მკურნალობის პროგრამა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით აღრიცხვაზე მყოფი - 6,000

დასკრინულია С ჰეპატიტზე - 4,449 (74,15%)

სკრინინგის გარეშე (ან უარყოფითი პასუხის მქონეზე) გვხვდება დიაგნოსტიკა/მკურნალობის ბაზებში - 56

სკრინინგით დადებითი არის - 4,062 (91,3%)

კონფირმაცია ჩატარებულია - 3,391 (83,5%)

კონფირმაციით დადებითია - 2,876 (84,8%)

მკურნალობაში ჩართულია - 2,470 (85,9%)

ჰემო და პერიტონეული დიალიზი

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით აღრიცხვაზე მყოფი - 2,497

დასკრინულია С ჰეპატიტზე - 1,784 (71,4%)

სკრინინგის გარეშე (ან უარყოფითი პასუხის მქონეზე) გვხვდება დიაგნოსტიკა/მკურნალობის ბაზებში - 44

სკრინინგით დადებითი არის - 357 (20,01%)

კონფირმაცია ჩატარებულია - 208 (58,3%)

კონფირმაციით დადებითია - 166 (79,8%)

მკურნალობაში ჩართულია - 45 (27,1%)

ჰემოფილიის პროგრამის ბენეფიციარები

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით აღრიცხვაზე მყოფი - 381

დასკრინულია С ჰეპატიტზე - 96 (25,2%)

სკრინინგით დადებითი არის - 60 (62,5%)

კონფირმაცია ჩატარებულია - 54 (90%)

კონფირმაციით დადებითია - 42 (77,8%)

მკურნალობაში ჩართულია - 34 (81%)


ამასთან, მოგეხსენებათ, ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამები ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს სერვისის მიმწოდებლების ვალდებულებას, მათთან აღრიცხვაზე/მკურნალობაზე მყოფ ბენეფიციართა სკრინინგს C ჰეპატიტზე. კერძოდ:

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული:
1. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება;
2. აივ-ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის 8,1 დანართით განსაზღვრული მომსახურების მოცულობების შესაბამისად;
3. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის 17,3 დანართის პირველი პუნქტის "ა.გ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოცულობების შესაბამისად;
4, ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისას სავალდებულოდ ხორციელდება აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტზე სკრინინგი.

ვინაიდან, აღნიშნული პროგრამების განმახორციელებელია სოციალური მომსახურების სააგენტო და გაგაჩნიათ ამ დაწესებულებებზე ზემოქმედების ფინანსური და ადმინისტრაციული ბერკეტები, გთხოვთ, დაგვეხმაროთ თანდართულ დანართში მითითებული სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებთან კომუნიკაციაში, რათა უზრუნველყონ მათთან რეგისტრირებული ბენეფიციარების სკრინინგი C ჰეპატიტზე და მიღებული შედეგები დაარეგისტრირონ C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ელექტრონულ მოდულში, რაც ევალებათ "სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ"  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით.
საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია დეტალური სიების მოწოდება, თუ რომელ კლინიკაში რომელი ბენეფიციარი არაა დასკრინული.

პატივისცემით

ხვიჩა