| From : | Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| To : | Maia Lagvilava |
| Subject : | HCV |
| Cc : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Received On : | 18.05.2018 10:39 |
| Attachments : |
ქალბატონო მაია,
ვეტერანების
სკრინინგის შესახებ მოგახსენებთ, რომ ცენტრის
გამსვლელი
ბრიგადებით
ვეტერანთა
ორგანიზებული
სკრინინგის
აქცია
მიმდინარე
წელს პირველად
ჩატარდა 4
სხვადასხვა
რაიონში.
აღნიშნული
აქციების
ფარგლებში
სულ
გამოკვლეულ
იქნა 302
ადამიანი,
აქედან 22
იყო
დადებითი,
საკვლევი
მასალა
აღებული
იქნა 20
პირისგან,
რადგანაც 2
უკვე
იყო
დადასტურებული
წინა
პერიოდში.
აღნიშნული 20
საკვლევი
მასალიდან,
კონფირმაციული
კვლევით
დადებითი
აღმოჩნდა 13,
უარყოფითი - 2,
კონფირმაციული
კვლევა
ჯერ
არაა
დასრულებული - 5.
მაგრამ თუ
რამდენად
არიან
სკრინინგით
მოცული ვეტერანები,
რამდენი
დადასტურდა
და
ჩაერთო
მკურნალობაში,
ამაზე
ცენტრი
ინფორმაციას
ვერ
ფლობს,
რადგანაც
ჩვენს
თხოვნაზე,
მოეწოდებინა
ბენეფიციარების
ბაზა,
რათა
დადარებულიყო
ჩვენს
ბაზებს,
ვეტერანთა
დეპარტამენტმა
უარი
განგვიცხადა,
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
შესახებ
კანონიდან
გამომდინარე.
ამავე დროს ვეტერანთა დეპარტამენტი ყოველთვიურად უგზავნის ბაზას სოციალურ სააგენტოს, პენსიების გასაცემად.
თუ სამინისტროსა და ვეტერანთა დეპარტამენტს შორის მოხდება შეთანხმება, მათი ბაზის ერთჯერადად ჩვენ ბაზებთან დადარების თაობაზე, შესაძლებელი გახდება სკრინიგისა და მკურნალობაში ჩართულობის
მაჩვენებლების უმოკლეს ვადაში გამოთვლა.
აქვე ბმულის სახით წარმოგიდგენთ სატელეფონო საუბრების სოპ-ებს
- დადებითი და უარყოფითი
შემთხვევებისთვის და დამატებით საკითხებზე შეკითხვის შემთხვევაში.
პატივისცემით,
პაატა იმნაძე