From : Irma Khabazi <i.khabazi@osgf.ge>
To : Maia Lagvilava
Subject : MH working group
Received On : 23.03.2018 08:14

მაია მოგესალმებით
პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ თქვენ აიღეთ კურირება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროზე. ბატონ ზაზასთან გვქონდა მჭიდრო თანამშრომობა, მაგრამ ფუნქციების გადანაწილებისა და სხვა ობიეტური მიზეზების გამო ბოლო ხანებში ძირითადად აღარ გვქონდა ფუფუნება მინისტრის მოადგილე უშუალოდ ყოფილიყო ჩართული პროცესში. არადა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ბევრი რამაა მიყვანილი თითქმის ბოლომდე, დაფინანსება გაიზარდა და შესაძლებელია სფეროს თვალსაჩინო განახლება მოხდეს;
ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხართ და როცა გექნებათ შესაძლებელობა თუ შეიძლება შევხვდეთ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ იმ  საკითხების შესახებ, რომელთა მხარდაჭრა ფონდის მიერ ხდება; ცხადია ნებისმიერ დროს, როცა თქვენითვის მოხერხებული იქნება. 
ამჯერად კი გაწუხებთ სამუშაო ჯგუფში ჩემი კანდიდატური გიორგი გელეიშვილის კანდიდატურით ჩანაცვლების გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამას თქვენი ნებართვით,  საერთო ჯგუფშიც მოვიწერები, მაგრამ მინდოდა არაფორმალურად დამეზუსტებინა, რაიმე წინააღმდეგობას ხომ არ ხედავთ, თუ საჭიროდ ჩათვლით მობილზე ხომ არ დავილაპარაკოთ
პატივიცემით
ირმა ხაბაზი