| From : | Tamar Gabunia <tgabunia@URC-CHS.COM> |
| To : | Mariam Darakhvelidze; Ketevan Goginashvili |
| Subject : | National TB Strategy-Update NHA and service utilization data needs |
| Cc : | Maia Lagvilava; Ekaterine Adamia; Ia Kamarauli; 'i.khonelidze@ncdc.ge'; Admin CCM; Irina Grdzelidze; Tamar Zurashvili |
| Received On : | 10.04.2018 10:18 |
| Attachments : |
ქალბატონო მარინა,
მოგესალმებით! იმედი მაქვს კარგად
ხართ.
მოგახსენებთ, რომ University research Co-მ გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, დაიწყო მუშაობა ტუბერკულოზის ეროვნული
სტრატეგიის განახლებაზე. განახლებულ სტრატეგიაში უნდა აისახოს პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის, რაც საფუძვლად დაედება გლობალურ ფონდში წარსადგენ დაფინანსების მოთხოვნას (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 6 აგვისტო).
სტრატეგიაში ტუბერკულოზის კონტროლისთვის სერვისების უტილიზაციისა და დაფინანსების უახლესი ტენდენციების ასახვის მიზნით გთხოვთ დახმარებას საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში. ეს შეეხება სახელმწიფო
და დონორული დაფინანსების ოდენობას ფუნქციების და აგენტების მიხედვით, ასევე ჰოსპიტალური და ამბულატორიული სერვისების უტილიზაციას. გასაახლებელი მონაცემების დეტალური ნუსხა წერილს თან ერთვის.
თქვენს მიერ გაზიარებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ სტრატეგიის განახლების მიზნებისთვის ოფიციალური წყაროს მითითებით. სტრატეგის მომზადების ვადების გათვალისწინებით გთხოვთ,
შესაძლებლობის ფარგლებში, საჭირო ინფორმაციის გაზიარებას მიმდინარე წლის 16 აპრილამდე.
სტრატეგიის პრიორიტეტებთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრის თაობაზე შესათანხმებლად დაგიკავშირდებით დამატებით.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით,
Tamar Gabunia, MD, MPH
Senior Technical Advisor
Center for Innovations and Technology (CIT)
University Research Co. LLC