From : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
To : Klimiashvilir@who.int; nukri.mir@gmail.com; maiabutsashvili@gmail.com; Maia Lagvilava; tsurameli@moc.gov.ge
Subject : OC membership and selection of the Chair
Cc : Noe Kinkladze; ekasanikidze@outlook.com; admin.ccm@caucasus.net
Received On : 14.05.2018 08:25

მოგესალმებით კომიტეტის პატივცემულო წევრებო,

მოგახსენებთ, რომ ქალბატონ ნინო ბერძულს კომიტეტში წევრის სტატუსით ჩაანაცვლებს ქალბატონი მაია ლაგვილავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, თათა ბორცვაძემ მისი პოზიციის ცვლილების გამო დატოვა საბჭო და საზედამხედველო კომიტეტი. მის ნაცვლად MDM-მა წარადგინა გიორგი სოსელია, რომელიც მას ჩაანცვლებს, როგორც კომიტეტის წევრს. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ კომიტეტს არ ჰყავს თავმჯდომარე, გთავაზოთ გიორგი სოსელიას კანდიდატურას, რომელიც დროებით შეასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, კომიტეტის წევრების  განახლებამდე. კომიტეტს განახლება,  სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, უწევს ივლისის თვეში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ კომიტეტის ამჟამინდელი  წევრები და მათ შორის თავმჯდომარე შესაძლებელია  ხელახლა არჩეულ იყვნენ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მომდევნო ორი წლის ვადით.

 

გთხოვთ, დააფიქსიროთ გიორგი სოსელიას კანდიდატურასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში  და დაასახელოთ ალტერნატიული კანდიდატურა არაუგვიანეს 16 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნული ვადის ამოწურვისას, საკითხი შეთანხმებულად ჩაითვლება კომიტეტთან და მოხდება საკითხის გატანა საბჭოზე დასამტკიცებლად.

პატივისცემით,

ირინა