ქალბატონო მაია,
გიგზავნით პასუხებს კითხვებთან დაკავშირებით, ასევე, საბჭოს ოქმს:
1. რაზე იმსჯელა საექთნო მიმართულებაზე ეროვნულმა საბჭომ?
საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო არის სამინისტროს სათათბირო ორგანო, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების, საექთნო საქმიანობის ხარისხის ამაღლებისა და საექთნო პერსონალის უფლებების დაცვის ხელშეწყობა. საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2017 წლის 10 მაისს, განხილული იქნა საექთნო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის, ექთანთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ფორმალური სისტემის ამოქმედების და საექთნო ადამიანური რესურსის რაოდენობრივი ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები. ამასთან, აღინიშნა, რომ საექთნო საქმის პოპულარიზაციისა და შემდგომი განვითარების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის საკითხი. საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, განხორციელდეს საექთნო და საბებიო კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კვალიფიკაციებთან.
2. რას ითხოვს ევროდირექტივა, როგორი უნდა იყოს სამედიცინო განათლება ?
ევროდირექტივა ადგენს მზადების მინიმალურ ვადას (3 წელი, ECTS კრედიტების ოდენობით, თეორიული და კლინიკური მეცადინეობის სულ მცირე 4 600 საათი), პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს (განათლების მინიმალურ დონეს) და იმ საკითხების ჩამონათვალს (თეორიული ნაწილი - საექთნო საქმე, საბაზო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, კლინიკური ნაწილი - საექთნო საქმე შემდეგ სფეროებში: ზოგადი და სპეციალიზებული მედიცინა, ზოგადი და სპეციალიზირებული ქირურგია, ბავშვთა მოვლა და პედიატრია, ორსულის მოვლა და სხვა), რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საექთნო პროგრამა, რათა მოხდეს საქართველოში მიღებული განათლების აღიარება ევროკავშირის ქვეყნებში.
3. თქვენი აზრით, რას ნიშნავს კარგი ექთანი?
კარგი ექთანი არის სრულყოფილი განათლებისა და ადეკვატური კლინიკური უნარ-ჩვევების მქონე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალი. კარგი ექთსნი, ამავდროულად, არის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების საფუძველი.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
-----Original Message-----
From: Maia Lagvilava
Sent: Tuesday, April 17, 2018 3:57 PM
To: Natia Nogaideli
Subject: FW: კითხვები
FYI
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
-----Original Message-----
From: sofiko chumburidze [mailto:schumburidze@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, April 17, 2018 3:46 PM
To: Maia Lagvilava
Subject: Fwd: კითხვები
მოგესალმებით,
ამ შინაარსის კითხვებს
დასვამს ჟურნალისტი
1. რაზე იმსჯელა საექთნო
მიმართულებაზე ეროვნულმა
საბჭომ?
2. რას ითხოვს
ევროდირექტივა, როგორი უნდა
იყოს სამედიცინო განათლება ?
3. თქვენი აზრით, რას ნიშნავს
კარგი ექთანი?
პატივისცემით,
სოფო ჭუმბურიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი