From : Shota Jamburidze <sjamburidze@moh.gov.ge>
To : Natia Nogaideli; tpirvelashvili@moh.gov.ge; 'lmelikidze@moh.gov.ge'; 'tjikia@moh.gov.ge'; 'nshengelidze@moh.gov.ge'; Vano Goliadze; Mikheil Janiashvili; tabazadze@ssa.gov.ge
Subject : RE: პოლიფარმაცია
Cc : Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; gtvalavadze@moh.gov.ge
Received On : 30.04.2018 10:14

მოგესალმებით,

მადლობა დოკუმენტის გაზიარებისთვის.

თქვენის ნებართვით რამოდენიმე მოკლე კომენტარს მოგაწვდით:

1.      საკითხის არსიდან გამომდინარე სიტყვა „პოლიფარმაცია“ შეიძლება შეიცვალოს „მედიკამენტოზური დანიშნულების რაციონალურობა“.

2.      უკეთესი იქნება პაციენტთან კავშირი განხორციელდეს ყველა შემთხვევაში. პაციენტი როდესაც ჩვენთან გზავნის მის დანიშნულებას გადასაკონტროლებლად, იგი სერიოზულად ეჭვობს მის სისწორეს და მისის ჯანმრთელობის ავკარგიანობის საკითხად მიაჩნია. შესაბამისად საკმაოდ სენსიტიურ საკითხთან გვაქვს საქმე. თუკი არ გავალთ უკუკავშირზე, გამოვიწვევთ პაციენტების გულისწყრომას, და პროექტის ასოცირება მოხდება უფრო უარყოფით ვიდრე დადებით კონტექსტში (არაფერს არ აკეთებენ, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს...), რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვება გატელევიზორება და ა.შ. მითუმეტეს რომ სამდივნო უნდა დაარსდეს, რომელსაც არს ისე ბევრი ფუნქციები აკისრია, შესაბამისად რესურსი არსებობს.

3.      დანიშნულებაში დაემატოს სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის ტელეფონის ნომერი შემდეგი მიზეზები გამო:

ა) ასეთი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში (ავსტრალია, აშშ, ბრიტანეთი...). ჩემის აზრით გადაჭარბებულად ფასდება ჩვენი პერსონალური მონაცემების კანონის შეზღუდვები. საჭიროა ამ საკითხზე მათთან დალაპარაება.

ბ) აღნიშნული ქმედება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პაციენტ-ცენტრული ჯანდაცვისკენ (რომლისკენაც მიდის მთელი განვითარებული მსოფლიო). პაციენტებს უნდა ჰქონდეთ უფლება საჭიროების შემთხვევაში ეკონტაქტონ მათ ექიმებს. ამ ქმედებამ შესაძლოა სასწრაფოს გამოძახების სიხშირეც შეამციროს. ასევე შემცირდება ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა, რაც ასევე პოზიტიურად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე (საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს ვგულისხმობ).

გ) აღნიშნული ჩასწორება განსაკუთრებით წაადგებათ ჩვენს მოქალაქეებს რეგიონებში, და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანაია მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთათვის, რომელებიც მუნიციპალურ ცენტრებსა ან ქალაქებში ჩამოდიან სამკურნალოდ, და ყოველი განმეორებითი ჩამოსვლა ფინანსურ და გადადგილების ბარიერებს ქმნის მათთვის (განსაკუთრებით ზამთარში). ხოლო საჭირო დროს კონსულტაციის ვერ მიღება აისახება პაციენტების გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ხოლო სახელმწიფოსთვის მათი მკურნალობის უფრო მაღალ დანახარჯებში.

დ) აღნიშნული ჩასწორებით სამინისტრო ადვილად შეძლებს როგორც კლინიკასთან, ასევე ექიმთან პირდაპირ კომუნიკაციას აღნიშნული პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ყველა ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო ვფიქრომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ექიმისა და პაციენტის ახლო კონტაქტს.

4.      დანიშნულებაში დაემატოს პაციენტის ასაკი, სქესი და წონა. მოგეხსენებათ აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვანია კლინიკური ფარმაცევტისათვის რათა შეაფასოს სქესით შეზღუდული მედიკამენტების დანშვნა, ასაკის მიხედვით მედიკამენტების დოზირება, და წონის მიხედვით მედიამენტების დოზირება. შესაბამისად აღნიშნული შეზღუდვები აისახოს კლინიკური ფარმაცევტების „კლინიკურ კრიტერიუმებში“. აქვე ავღნიშნავ რომ ამ პარამეტრების მითითება ექიმისათვის 5 წამის ამბავია.

5.      კლინიკურ კრიტერიუმებში ასევე ალბათ სასურველი იქნებოდა დაემატოს მედიკამენტების დანიშვნის ხანგრძლივობა.

 

პატივისცემით,

შოთა

 

From: Natia Nogaideli
Sent: Thursday, April 26, 2018 7:05 PM
To: tpirvelashvili@moh.gov.ge; 'lmelikidze@moh.gov.ge'; 'tjikia@
moh.gov.ge'; 'nshengelidze@moh.gov.ge'; Vano Goliadze; Mikheil Janiashvili; Shota Jamburidze; tabazadze@ssa.gov.ge
Cc: Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; gtvalavadze@moh.gov.ge
Subject:
პოლიფარმაცია

 

საღამო მშვიდობისა,

 

 

გიგზავნით „პროფესიული განვითარების საბჭოსთან პოლიფარმაციის საკითხების შემსწავლელი კომისიის/სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი საქმიანობის, ასევე, პოლიფარმაციის შემთხვევებზე რეაგირების წესის განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანების პროექტს,

 

 

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები.

 

 

პატივისცემით,

 

 

ნათია ნოღაიდელი