From : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Maia Lagvilava
Subject : RE: რეზიდენტურა
Received On : 13.04.2018 15:15
Attachments :

საღამო მშვიდობისა, ქალბატონო მაია,

 

გიგზავნით პოლიფარმაციაზე და საზღვარგარეთ რეფერალის სამუშაო დოკუმენტებს.

 

ასევე, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს ატარებს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ - საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიებია.

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების უვადობა რეგულირდება საქართველოს კანონით საექიმო საქმიანობის შესახებ:

  (მუხლი 25. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა

1.      სახელმწიფო სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.)

 

        საექიმო საქმიანობის კომპეტენციები დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის 01-8/ნ ბრძანებით.

      პირველ მეორე საკითხზე ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს აქვს და მათ საიტზეა განთავსებული.

         რაც შეეხება რეზიდენტურას,  მეკითხებით - რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, ალბათ იმ პროგრამაზე -  ჩვენ ვაკეთებთ და მოგაწვდით კიდეც, თუ გნებავთ.  

 

პატივისცემით,

მარინა დარახველიძე

 

From: Maia Lagvilava
Sent: 13 April, 2018 18:04
To: Mariam Darakhvelidze
Subject:
რეზიდენტურა

 

მოგესალმებით ქ-ნო მარინა,

 

გთხოვთ, მომაწოდოთ:

 

1.        2018 წლის  რეზიდენტურაში მისაღებ პირთა რაოდენობა საექიმო სპეციალობების მიხედვით და ასევე, გასული წლის პროგრამების შესრულების ანალიზი (ვინ აკეთებს ანალიზს?);

2.       დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მომზადების) აკრედიტრებული კურსების ერთიანი  რეესტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ან რა ფორმითაც არსებობს, იმ სახით);

3.       რა სიხშირით და სად ტარდება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები;

4.       რომელი ბრძანებით რეგულირდება, სახელმწიფო სერტიფიკატის უვადო მოქმედება;

5.       საექიმო საქმიანობის კომპეტენციები რომელი ბრძანებითაა დამტკიცებული;

 

ასევე, ველოდებოდი პოლიფარმაციაზე და საზღვარგარეთის რეფერალზე სამუშაო დოკუმენტებს.

 

პატივისცემით,

 

 

 

Maia Lagvilava, MD, MHA

Deputy Minister

 

144 A. Tsereteli ave.

0119 Tbilisi, Georgia

Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)

E-mail: mlagvilava@moh.gov.ge

 

MOH Logo-ENG