From : Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>
To : Elza Jgerenaia; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Nino Odisharia; Natia Khmaladze; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia; Paata Jorjoliani; Irma Gelashvili; VJaposhvili@ssa.gov.ge; Nato Chapidze; Vera Baziari; avasadze@ssa.gov.ge; Beka Pataraia
Subject : RE: შეხვედრა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Mamuka Songulashvili
Received On : 27.03.2018 09:13

მოგესალმებით,

 

 

საკონსტიტუციო საქმესთან   დაკავშირებით  ,,მამის დეკრეტული“     მინისტრთან შეხვედრა ჩაინიშნა დღეს  27 თებერვალს  3:00 საათზე მე - 8 სართულზე დიდი ბრიფინგის დარბაზში.

 

 

გთხოვთ დაესწროთ  

 

 

პატივისცემით,

 

 

ირმა ქიტიაშვილი

 

From: Irma Kitiashvili
Sent: 22 March, 2018 01:46
To: Elza Jgerenaia ; 'mdarakhvelidze@moh.gov.ge' ; Nino Odisharia ; 'Natia Khmaladze' ; Natia Nogaideli ; Ekaterine Adamia ; Paata Jorjoliani ; Irma Gelashvili ; 'VJaposhvili@ssa.gov.ge' ; Nato Chapidze ; Vera Baziari ; 'avasadze@ssa.gov.ge' ; Beka Pataraia
Cc: Zaza Sopromadze ; Tamar Barkalaia ; Maia Lagvilava
Subject: შეხვედრა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

 

             მოგესალმებით,   

 

 

          მინისტრის მოადგილეების ქალბატონი თამუნასა და ქალბატონ მაიასთან შეთანხმებით  და დავალებით  მიმდინარე წლის 26 მარტს ორშაბათს 11:00 საათზე, სამინისტროში   მე - 8 სართულზე დიდი ბრიფინგის დარბაზში გაიმართება შეხვედრა საკონსტიტუციო  სარჩელთან/საქმესთან  დაკავშირებით,  რომლის განხილვა გაიმართება  საქართველოს საკოსნტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, (პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი) ქალაქ ბათუმში 2018 წლის 30 მარტს  11:00 საათზე.

 

       როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია858 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ).

 

მოსარჩელეთა მხრიდან გასაჩივრებულია და მოთხოვნილია არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი  საქართველოს შრომის კოდექსის და  მინისტრის ბრძენებების (ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე 2006 წლის 25 აგვისტოს მინისტრის №231/ ბრძანებისა და დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ  2007 წლის 25 სექტემბრის მინისტრის  №281/ ბრძანების) ის ჩანაწერები, რომელიც ეხება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო  დასაქმებულისთვის დახმარების გაცემას.

 

მოსარჩელეთა განმარტებით:

·         მოსარჩელის გივი კაპანაძე  -  მას და მის მეუღლეს შეეძინათ მეორე შვილი, მაგრამ მიუხედავად მოთხოვნისა სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურის 2014 წლის 13 ოქტომბრის N04/83180 წერილით მას, ბავშვის მამას უარი ეთქვა ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებაზე.

·         მოსარჩელე ლაშა ჩალაძე - მოსარჩელე ლაშა ჩალაძე იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში. მართალია, კონკრეტული მოსარჩელისთვის სადავო ნორმებს უშუალოდ არ დაურღვევიათ კონსტიტუციური უფლებები, თუმცა მათ პოტენციურად შესწევთ ამგვარი რესურსი, გამომდინარე იქედან, რომ შვილის ყოლის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ შეძლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას.

·         მოსარჩელე მარიკა თოდუას -  შეეძინა შვილი, რის გამოც მან ისარგებლასაქართველოს შრომის კოდექსის“ 27- მუხლით გათვალისწინებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით და აგრეთვე მისი ანაზღაურების უფლებით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბავშვის მამასთან შედარებით, შეეზღუდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, გამომდინარე იქედან, რომ ბავშვის მოვლის გამო მხოლოდ დედისთვის არის კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულების მიღებისა და მისი ანაზღაურების უფლებები.

 

 

        ამავდროულად, წარმოგიდგენთ  იურიდიული, სოციალური და შრომისა და დსაქმების დეპარტამენტების პირველად  პოზიციებს ზემოხსენებულ სარჩელთან დაკავშირებით,   მიგვაჩნია, რომ  კიდევ  დამატებითი ინფორმაცია,  არგუმენტაციისა და სტატისტიკის წარმოდგენა იქნება საჭირო  და მნიშვნელოვანი ვინაიდან ერთიანი კონსოლიდირებული პოზიციით წავრდგეთ  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

 

     გთხოვთ, დაესწროდ შეხვედრას და გაგვიზიაროთ,  წარმოადგინოთ (წერილობით)  თქვენი პოზიცია და  მოსაზრებები.

 

 

      პატივისცემით,

 

      საუკეთესო სურვილებით,

 

      ირმა ქიტიაშვილი

 

 

Irma Kitiashvili

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Legal Department, Head of legal Ensuring Division
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Mob: 77 259009, E-mail:
ikitiashvili@moh.gov.ge