From : Tengiz Tsertsvadze <tengizt@gol.ge>
To : Ekaterine <Adamia>
Subject : RE: C ჰეპატიტის ელიმინაცია-დეცენტრალიზაცია
Cc : Amiran Gamkrelidze; Maia Tsereteli; Alexander Turdziladze; Aleko Turdziladze; Irma Khonelidze; M.Alkhazashvili@ncdc.ge; Vladimer Getia; A.Aslanikashvili@ncdc.ge; akakiabutidze@yahoo.com; sharvadzel@yahoo.com; Maia Butsashvili; kchkhartishvili@ssa.gov.ge; tamar kavteladze; Magda Gurabanidze; igobejishvili@ssa.gov.ge; Lia Gvinjilia; irine tskhomelidze; drkuchulorAmiran Gamkrelidze; a@yahoo.com; Magda Naskidashvili; ITabatadze@ssa.gov.ge; Vano Goliadze; Mikheil Janiashvili; Maia Lagvilava; tengizt@gol.ge
Received On : 13.05.2018 08:01
Attachments :

ქალბატონო ეკა,    

გიდგენთ ჩვენს შენიშვნებს და მოსაზრებებს C ჰეპატიტის სერვისების დეცენტრალიზაციის პროექტთან დაკავშირებით. 

პროექტში დავამატეთ შემდეგი პუნქტები (მოცემულია წითელ ფერში): 

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი გეგმა ძირითადში კარგადაა შედგენილი და შეესაბამება დასახულ ამოცანებს. 

გვაქვს ერთი შენიშვნა შერჩეულ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებთან დაკავშირებით: 

ვინაიდან ქ. თბილისში არის C ჰეპატიტის მკურნალობის სერვისების მიმწოდებელი 17 კლინიკა და ერთი პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (პილოტური პროექტის ფარგლებში), მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია პირველ ეტაპზე დამატებით ქ. თბილისის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ჩართვა. 

თუ პირველ ეტაპზე საჭიროა მონაწილე პირველადი ჯანდაცვის ცენტრების 10-მდე გაზრდა, უმჯობესი იყო ეს მომხდარიყო ქვეყნის სხვა რეგიონების ხარჯზე.   

ასევე გიდგენთ პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის გამარტივებული მიდგომებით HCV ინფექციის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის პროტოკოლის შესწორებულ ვარიანტს,  რომელშიც გათვალისწინებულია ეპკლუზას ხელმისაწვდომობაც. 

პატივისცემით, 

თენგიზ ცერცვაძე

 

 

On 2018-05-11 16:07, Ekaterine Adamia wrote:

მოგესალმებით, მეგობრებო.

 

წარმოგიდგენთ დეცენტრალიზაციის პროექტს განსახილველად. ასევე, სამოქმედო გეგმის მონახაზს, ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით, რომელიც არის შესათანხმებელი. გთხოვთ, განიხილოთ და თქვენი მოსაზრებები და წინადადებები (წერილობითი ფორმით) წარმოგვიდგინოთ შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება, ორშაბათს, 14 მაისს, 17:00სთ-ზე, სამინისტროში, მე-8 სართულზე.

 

გთხოვთ, დაესწროთ.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tengizt@gol.ge]
Sent: 10 May, 2018 11:27
To: Ekaterine Adamia
Cc: Amiran Gamkrelidze ; Maia Tsereteli ; Alexander Turdziladze ; Aleko Turdziladze ; Irma Khonelidze ; M.Alkhazashvili@ncdc.ge; Vladimer Getia ; A.Aslanikashvili@ncdc.ge; akakiabutidze@yahoo.com; sharvadzel@yahoo.com; Maia Butsashvili ; kchkhartishvili@ssa.gov.ge; tamar kavteladze ; Magda Gurabanidze ; igobejishvili@ssa.gov.ge; Lia Gvinjilia ; irine tskhomelidze ; drkuchuloria@yahoo.com; Maia Lagvilava
Subject: Re: C
ჰეპატიტის ელიმინაცია-დეცენტრალიზაცია

 

ქალბატონო ეკა,  

გიდგენთ C ჰეპატიტის სერვისების დეცენტრალიზაციის პროექტის სამოქმედო გეგმის პირველადი ჯანდაცვის რგოლში HCV დიაგნოსტიკის და გამარტივებული მიდგომებით მკურნალობისა და მოვლის სერვისების ინტეგრირების კომპონენტს

პატივისცემით

თენგიზ ცერცვაძე

 

On 2018-04-27 13:57, Ekaterine Adamia wrote:

მოგესალმებით, მეგობრებო.

 

25 აპრილს სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების გათვალისწინებით, განსახილველად და შესათანხმებლად წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაილს დეცენტრალიზაციის პროექტის პირველადი, მოკლე სამოქმედო გეგმის შესახებ.

1.       პჯდ დაწესებულებების სია, რომლებიც შერჩეულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გატარებულ პაციენტთა მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით. ამავე ფაილში გამოთვლილია ცალკეული მუნიციპალიტეტში აქტიური HCV RNA მქონე პაციენტთა სავარაუდო რაოდენობა (კვლევის რეგიონების მონაცემები  პირობითად გავრცელებულია მუნიციპალიტეტებზე) და მათგან მაქსიმალური რაოდენობის მქონე მუნიციპალიტეტები არჩეულია პირველი რიგის მონაწილეებად. მათ შორის კი შერჩევა გაკეთებულია არსებული პროვაიდერების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით (აქცენტი გაკეთებულია ისეთ  რეგიონებზე სადაც არ გვაქვს სერვისი, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე (მეტ-ნაკლებად));

2.       მეორე ფაილი მოიცავს აქტივობების ჩამონათვალს;

3.       ასევე, წარმოდგენლია დროში გაწერილი გეგმა-გრაფიკი (მოცემული ვადები პირობითია, რეალურად ბევრად ნაკლებ ვადაში უნდა ჩავრთოთ პირველი 6 დაწესებულება);

4.       რუკა, რომელიც ასახავს დეცენტრალიზაციის პირველი ეტაპისა და პჯდ პილოტური პროექტის სურათს.

 

გთხოვთ, გაეცნოთ წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და  წინადადებები შესაძლო მოკლე ვადებში.

ასევე, გაცნობებთ, რომ 15 მაისისთვის მზად უნდა გვქონდეს 6 თვიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მოცავდეს მედიკამენტების ლოჯისტიკის, პაციენტების რეგისტრაციის/კომისიური განხილვის, ელექტრონული ბაზის განახლებულ მექამიზმებს. შესაბამისად, გთხოვთ, მოკლევადიან გეგმაზე კომენტარებთან ერთად მოგვაწოდოთ თქვენი კონკრეტული წინადადებები გრძელვადიანი სამოქმედო გეგმისთვის.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დამირეკოთ.

 

პატივისცემით,

 

ეკატერინე ადამია

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა

და პროგრამების სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110