| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Tengiz Tsertsvadze <tengizt@gol.ge>; akakiabutidze@yahoo.com;sharvadzel@yahoo.com; Vakho Kerashvili <vakhoker@yahoo.com> |
| Subject : | RE: Epclusa |
| Cc : | Maia Lagvilava |
| Received On : | 18.06.2018 15:03 |
ბატონო თენგიზ,
თქვენს კითხვებთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:
1. 2018 წელს პროგრამაში ჩაერთო (მედიკამენტი პირველად მიიღო) დაახლოებით 7099 პირი;
2. მათ შორის გენოტიპების განაწილების შემდეგი სურათია:
· HCV1 – 3567
· HCV2 –1126
· HCV3 –2381
· HCV4 –8
· N/A-17
3. ამ ეტაპზე ცენტრალურ საწყობში გვაქვს 31 159 კოლოფი ჰარვონი (აქტიური კომისიების დასასრულებლად საჭიროა 3738 კოლოფი, სავარაუდო ნაშთი იქნება 27421 კოლოფი). ჰარვონის ვარგისიანობის ვადაა 2019 წლის დეკემბერი.
4. ახალი რაოდენობა მედიკამენტის ამ ეტაპზე შეკვეთილი არ გვაქვს.
P.S. ბატონო თენგიზ, მიმოწერაში ვსვამ ქალბატონ მაიას, რომელიც ამჟამად არ იმყოფება საქართველოში.
პატივისცემით,
ეკა
From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tengizt@gol.ge]
Sent: 17 June, 2018 22:02
To: Ekaterine Adamia
Cc: akakiabutidze@yahoo.com
Subject: Re: Epclusa
ქალბატონო ეკა,
მივიღეთ თქვენი იმეილი. იმისთვის, რომ გავაკეთოთ სწორი გათვლები, გვჭირდება რამოდენიმე მონაცემის ცოდნა. თუ შესაძლებლობა გაქვთ და მოგვაწოდებთ, მადლობელი ვიქნებით.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
On 2018-06-16 14:31, Ekaterine Adamia wrote:
ბატონო თენგიზ, პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია გილიადთან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის სოფოსბუვირ/ველპატასვირის მოწოდების თაობაზე. უახლესი ინფორმაციით, უპირატეს ვარიანტად განიხილება ველპატასვირის წილობრივი მოწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწრაფო რეჟიმში უნდა შევთანხმდეთ კრიტერიუმებზე (რომელი კატეგორიისთვის მოვითხოვოთ ველპატასვირი), ხოლო კრიტერიუმების შერჩევის შემდეგ განვსაზღვროთ წლის ბოლომდე საჭირო (სავარაუდოდ სექტემბრის თვიდან) მედიკამენტის კონკრეტული რაოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადებში მოგვაწოდოთ თქვენი ექსპერტული მოსაზრება და წინადადებები ველპატასვირის დანიშვნის კრიტერიუმებისა და ასევე, საჭირო რაოდენობების შესახებ.
დიდი მადლობა.
პატივისცემით,
ეკა
Ekaterine Adamia
Head of Health Care and Programs Division
Health Care Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
TEL: (+995) 577 282825