| From : | Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com> |
| To : | Maia Lagvilava; tabazadze@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; Mikheil Janiashvili; Vano Goliadze; Ekaterine Adamia; tamar kavteladze |
| Subject : | RE: HCV IT Project |
| Cc : | Mikheil <Dundua> |
| Received On : | 29.06.2018 07:03 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო მაია,
როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი სისტემის გარშემო. ინტერფეისი იმყოფება სამუშაო კონდიციაში და უკვე მზადაა ტექნიკური განხივლებისათვის (ჯერ ჯერობით ფართო განხილვებისგან თავის შეკავება ჯობს), რომლის გარშემო შეგვიძლია დავიწყოთ მსჯელობა, რათა ბიზნეს პროცესი და დეტალური ვალიდაციები განვსაზღვროთ.
კარგი იქნება თუ გავაკეთებთ შემდეგი ტიპის შეხვედრას:
1. პირველი ტექნიკური შეხვედრა (სასურველია სამშაბათს, 3 ივლისს, 13:00 საათზე, რომელიც იქნება მინიმუმ 3-4 საათიანი) რომელზეც წამოდგენილი უნდა იყვნენ მინიმუმ: ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი, სამინისტროს აიტი დეპარტამენტი, სოციალური მომსახურების სააგენტოს აიტი სამსახური, სააგენტოს ჰეპატიტების სამმართველო, სააგენტოდან ადამიანი, რომელიც შემდგომში მოახდენს სისტემის ტექნიკურ მართვას, ამერიკის CDC. შეხვედრის მიზანი იქნება:
a. ზუსტად ჩამოვაყალიბოთ ბიზნეს პროცესი მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით რომელსაც შესაძლოა ქონდეს ადგილის 1 აგვისტოდან.
b. განვსაზღვროთ ზუსტი ვალიდაციები, თუ როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ
c. მკურნალობის რეჟიმების აწყობა სისტემაში - ვინ იქნება ეს ადამიანი
d. განვსაზღვროთ თუ რა საკანონმდებლო აქტები არის საჭირო განახლებული ბიზნეს პროცესისათვის
e. სისტემის მომხმარებლების და როლების განსაზღვრა
f. ძველი მომხმარებლების გადმოტანა ახალ სისტემაში
g. ძველი კლინიკუირ მონაცემების გადმოტანის შესახებ მიდგომის განსაზღვრა
h. წამლის ლოჯისტიკის ბიზნეს პროცესის განსაზღვრა
i. წამლის ნაშთების გადმოტანის საკითხები
j. ტრენინგების გეგმა და პროცესის კოორდინატორის განსაზღვრა
k. საანგარიშგებო ფორმები
l. სისტემის განთავსება და მასთან დაკავშირებული საკითხები
შესაძლოა კიდევ იყოს გარკვეული საკითხები, რომელიც შეხვედრისას დაზუსტდება. ასევე აღნიშნულ შეხვედრაზე უნდა განისაზღვროს მომდევნო შეხვედრის დრო.
2. ტექნიკური შეხვედრა კლინიცისტებთან (სასურველია ოთხშაბათს - 4 ივლისს, 15:00), რომლის მიზანი იქნება შემდეგი:
a. გავიაროთ ბიზნეს პროცესი მკურნალობის რეჟიმებთან დაკავშირებით და განვასაზღვროთ ქმედებიები და ჩართული პირები
b. გავიაროთ ე.წ დროპ დაუნ სიები მკურნალობის და მონიტორინგის სხვადასხვა ნაწილებთან დაკავშიებით
c. სამედიცინო დოკუმენტაცია სისტემაში
გთხოვთ მითხრათ თუ არის მისაღები ჩემი შემოთავაზება.
მადლობთ წინასწარ,
პატივისცემით,
ალეკო
From: Maia Lagvilava [mailto:mlagvilava@moh.gov.ge]
Sent: 16 June 2018 17:03
To: Alexander Turdziladze
Cc: Mikheil Dundua
Subject: RE: HCV IT Project
მოგესალმებით,
ალეკო დიდი მადლობა პასუხისთვის. ეს დოკუმენტი აუცილებად უნდა დაიწეროს მომდევნო კვირის ბოლომდე, ზუსტად იმისთვის, რომ პროგრამის გადაწერისას გათვალისწინებულ იქნას ყველა ის დეტალი, რაც დაგვჭირდება. ბიზნეს პროცესი გაწერილია, მაგრამ იმისთვის, რომ მისი დეტალიზება მოხდეს, როგორც მოვიწერე, აუცილებელია ყველა რგოლის აქტიური ჩართულობა. მხოლოდ ჯანდაცვის დეპარტამენტის დონეზე ეს ვერ დაიწერება. ძირითადი დოკუმენტი უკვე შექმნილია, რისთვისაც დიდი მადლობა ეკას და ალბათ, ეკამ უკვე ყველასთან დააგზავნა მეილები, იმის შესახებ თუ ვისგან კიდევ რა ინფორმაციაა საჭირო.
რაც შეეხება სმს, თენგო კარგი იქნება თუ ამ ეტაპზევე გამოყოფთ ერთ ადამიანს, ვინც უკვე ჩაერთვება პროცესში და მერე დამოუკიდებლად შეძლებს სისტემის მართვას, ტრენინგებს და ა.შ.
მოკლედ, ველოდებით მე და ბატონი მიშა კვირის ბოლომდე დოკუმენტს.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
From: Alexander Turdziladze [mailto:turdziladze@gmail.com]
Sent: Saturday, June 16, 2018 1:17 AM
To: Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; tabazadze@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; 'tamar kavteladze' <tkavteladze@ssa.gov.ge>
Cc: Mikheil Dundua <mdundua@moh.gov.ge>
Subject: RE: HCV IT Project
მოგესალმებით ქალბატონო მაია,
დიდი მადლობა წერილისათვის და მსგავსი ინიციატივისათვის.
თქვენის ნებართვით მცირე განმარტებას გავაკეთებ - ვინაიდან ამ ეტაპზე არ არსებობს დეტალური ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას სისტემა და დრო ძალზედ ხანმოკლეა იმისათვის, რომ გვქონდეს რეზულტატი 1 აგვისტოსთვის (რომელიც აუცილებლად უნდა იყოს, ამაზე 2 აზრი არ არის), შესაბამისად არჩეული იქნა ე.წ agile მიდგომა, რაც მსგავს სიტუაციებში ყველაზე გავრცელებულ და გამართლებულ მიდგომას წარმოადგენს.
როგორ ჩვენს ერთობლივ შეხვედრაზე მოგახსენეთ თვის ბოლოსთვის გვექნება სისტემის ძირითადი მონახაზი რომელშიც იქნება დინამიურობის მაღალი ხარისხი და თქვენთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა განვსაზღვროთ სისტემისათვის ის წესები და ვალიდაციები როგორც უნდა იყოს მთელი ბიზნეს პროცესი და თამაშის წესები (რასაც წერილში აღნიშნავთ მართებულად). ნამდვილად დროული იქნება ყველაფრის განსაზღვრა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რათა ივლისის ბოლომდე მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველაფერი სისტემაში. რეპორტინგის საჭიროებაც პროცესის ადმინისტრატორების მიერ უნდა იქნას წინასწარ განსაზღვრული რაც იქნება სისტემაში გათვალისწინებული.
ამავდროულად მინდა ავღნიშნო, რომ 1 აგვისტოსთვის იქნება სისტემა, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დეცენტრალიზაციის ბიზნეს პროცესი რაზეც თქვენთან ერთად შევთანხმდებით, მაგრამ სისტემაზე მუშაობა გაგრძელდება წლის ბოლომდე რათა მან უპასუხოს ყველა გამოწვევას, ვინაიდან აგვისტომდე ყველაფერი ვერ გაკეთდება.
სამწუხაროდ ხვალიდან 25 ის ჩათვლით არ ვიქნები საქართველოში, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მაქსიმალურა შევეცდები ჩავერთო პროცესებში და თენგოს დავეხმარო.
გისურვებთ ბედნიერ შაბათ კვირას,
პატივისცემით,
ალეკო
From: Maia Lagvilava [mailto:mlagvilava@moh.gov.ge]
Sent: 15 June 2018 20:34
To: Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; tabazadze@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>
Cc: Mikheil Dundua <mdundua@moh.gov.ge>
Subject: HCV IT Project
მოგესალმებით ალეკო, თენგო და მიშა,
გთხოვთ, იმ კვირის ბოლომდე გამომიგზავნოთ ც ჰეპატიტის ელექტრონული სისტემის პროექტი, შემდეგი სახის ინფორმაციით:
1. მონაცემთა მოპოვება - რა სახის მონაცემებს უნდა მოიცავდეს სისტემა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.) და რომელი ინფორმაცია ვის მიერ უნდა იქნას შეტანილი, რომელი წყაროდან (დაავადებათა კონტროლი, სმს, პროვაიდერები და ა.შ.);
2. კლასიფიკაცია - რომელი კლასიფიკატორების მიხედვით უნდა იქნას მიპოვებული მონაცემები (დასრულებული მკურნალობა, შეწყვეტილი მკურნალობა, სკრინინგი, გვერდითი მოვლენები და ა.შ.)
3. ანალიტიკა - რა სახის ანალიზის საშულებას უნდა იძლეოდეს სისტემა - სკრინინგი, კონფირმაცია, უარი მკურნალობაზე, შეწყვეტილი მკურნალობა და ა.შ.
4. რეპორტების დაგენერირება - რა სახის რეპორტებს უნდა აგენერირებდეს ავტომატურად - რუტინული რეპორტები ძირითადად და ასევე, მოთხოვნით რისი დაგენირერების საშუალება შეიძლება ჰქონდეს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტის დაწერისას ყველა მხარე იქნება ჩართული და მხოლოდ ყველასთან შეჯერებული საბოლოო ვარიანტი მოგვეწოდება მე და ბატონ მიხეილ დუნდუას, პარასკევს, 22 ივნისს დღის ბოლომდე.
დოკუმენტის შეკვრაზე და წარმოდგენაზე პასუხისმგებელი იქნება ბატონი თენგიზ აბაზაძე, რადგან ახალი მონაცემთა ბაზის განმკარგავი უნდა იყოს სოციალური მომსახურების სააგენტო და შესაბამისად, ალეკომ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის მოთხოვნა რაც სმს-ს აქვს.
გთხოვთ, როგორც ერთიანი გუნდი, ისე მიუდგეთ ყველა მონაწილე ამ საკითხს და მაქსიმალურად გამოიყენოთ უკვე არსებული ცოდნა და რესურსი.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge