| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Maia Lagvilava;Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Subject : | Re: ზოგიერთი საკითხი |
| Received On : | 12.03.2018 07:27 |
| Attachments : |
დილა მშვიდობის ბატონო ამირან,
დიდი მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის. ამ საკითხებზე სასაუბროდ ბევრჯერ მოგვიწევს შეხვედრა და დიდი იმედი მაქვს თქვენი თანადგომის და დახმარების.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Friday, March 9, 2018 10:37 AM
To: Maia Lagvilava
Cc: Amiran Gamkrelidze Gmail
Subject: ზოგიერთი
საკითხი
მაია,
შეპირებისამებრ ესენია რამოდენიმე მთავარი საკითხი ჩემი ჩანაწერებიდან რაც მიმაჩნია ყველაზე დიდ გამოწვევებად დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის და რომლის შესახებაც სხვადასხვა დროს, ბოლო ხუთ წლის განმავლობაში, მისაუბრია სხვადასხვა დონის გადაწყვეტილებების მიმღებებთან.
1. კანონი ან შესაბამისი თავი კანონმდებლობაში, ან სხვა ტიპის დოკუმენტი სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების შესახებ ჯანდაცვაში (PPP). თავდაპირველად ალბათ კონცეპცია ან პრინციპებია ჩამოსაყალიბებელი (რადგან ჩვენთან უნიკალური სისტემაა ჩამოყალიბებული ძალიან მარჯვნივ გადახრით. კერძო სექტორი ყველგან ძლიერდება და სწორია რადგან ინოვაციურია და მოქნილი, მაგრამ ასევე ყველგან არის ე.წ. დაბალანსებისა და შეკავების მექანიზმები. რაღაც ცალკეული ელემენტები ამ ტიპის რეგულაციებისა ფრაგმენტულად არის ჩვენთან, მაგრამ არა მწყობრი ხედვა. შესაძლებელია ფიქრი მემორანდუმზეც, მაგრამ მაინც ნორმატიული აქტი უნდა იყოს;
2. სახელმწიფო თანხების განკარგვა მხოლოდ სელექტიური კონტრაქტირების მეშვეობით და მნიშვნელოვანი შემცირება დაკონტრაქტებული დაწესებულებების. როცა ფული ცოტაა (და ჩვენს ჯანდაცვაში ცოტაა, მხოლოდ 3% მშპ, მიუხედავად სერიოზული ნახტომისა 2013-დან, აქ საჭიროა მთავრობის კონსესუსით დადგენა თუ რამდენ ხანში მივალთ სულ მცირე 5-6%-მდე და სადამდე შევამცირებთ კერძო დანახარჯს) ძალიან ხელმოჭერილად უნდა ხმარება. არ შეიძლება, რომ პატარა ქვეყანაში ათეულობით კარდიოქირურგიული, ნეიროქირურგიული, რეანიმაციული თუ სხვა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების ცენტრები ფინანსდებოდეს სახელმწიფო ფულით, ხარისხი ვერ იქნება როცა 100-200 ოპერაცია კეთდება წელიწადში, ამის სტანდარტებია დასაწესებელი. მოგეხსენება ეს ახალი ველოსიპედი არ არის, მაღალტექნოლოგიური დახმარებები მხოლოდ საუნივერსიტეტო ტიპის ჰოსპიტლებში (ისინი რათქმა უნდა არ მიეკუთვნებიან უნივერსიტეტებს) კონცენტრირდება და ჩემი შეხედულებით ასეთი საქართველოში რამოდენიმე უნდა იყოს (გეოგრაფიულად, საწოლთა ფონდით, მულტიპროფილურობით, აღჭურვილობით, სადაც არის ერთობლივად დიაგნოსტიკა, მკურნალობა, სწავლება, სპეციალიზაცია, მეცნიერება). სამწუხაროდ ამ ტიპის და რანგის ჯერ-ჯერობით ჩემი შეფასებით და რაც მინახავს ან სადაც მიმუშავია, არც ერთი არ არის, თუმცა არიან მიახლოებულები და პოტენციურად მზარდი, რომლებიც შეიძლება ჩამოყალიბდნენ. სწორედ ასეთებში უნდა კონცენტრირდეს სახელმწიფო თანხები მკაცრი მონიტორინგითა და ეფექტურობის შეფასებებით. ასეთ კლინიკებში დასახვეწია და დასანერგია სხვადასხვა დაფინანსების მექანიზმები რაც აპრობირებული მრავალ ქვეყანაში;
3. ქვეყნის განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჯანდაცვის სიტემის მოწყობის პრინციპები (ცენტრი, რეგიონები, მუნიციპალიტეტები), პასუხისმგებლობების გადანაწილება;
4. ადამიანური რესურსები განვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი ამჟამად ქვეყანაში. აღსადგენია უწყვეტი განათლებისა და პროფესიული მზადების სისტემა, სრულიად შესაცვლელია სერტიფიცირებისა სისტემა, რეზიდენტურის ინსტიტუტი, დასაგეგმია თუ რომელ დარგში რამდენი რეზიდენტის მომზადების შესაძლებლობა არის, მთელ რიგ დარგებში ჩვენ ვერ მოვამზადებთ და საჭიროა ევროპაში მობილობის ინსტიტუტის დანერგვა. ჩვენი რეზიდენტურის პროგრამები ჰარმონიზირებული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებთან. მაგრამ არ შეიძლება, რომ ქირურგიაში თუ კარდიოლოგიაში ერთდროულად რამოდენიმე ათეული რეზიდენტი მზადდებოდეს. საქართველოს ბაზებს ამის სასუალება არ აქვთ. თავის დროზე როცა სისტემა იწყებოდა (1997-1999) დათვლილი იყო, რომ საქართველოში ყოველწლიურად 2-3 რეზიდენტის მომზადება შეიძლებოდა მეანობასა და გინეკოლოგიაში. სერიოზული ინვესტიციებია ჩასადები სიმულაციური კლასების მოწყობაში. სერიოზულად არის დასარეგულირებელი დიპლომამდელი სამედიცინო განათლება, არ შეიძლება როცა ქვეყანაში 2000-მდე ექიმი მზადდება. სერიოზულად მისახედია საექთნო განათლება და მათი სტიმულირება, ასევე ე.წ. სხვა სამედიცინო სპეციალობები, მაგალითად კაროლინსკას ინსტიტუტი 16-მდე არასაექიმო სამედიცინო სპეციალობაში ამზადებდა, ასე მახსოვს.
5. ქვეყანას უნდა ჰქონდეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: პირველადი ჯანდაცვის განვითარების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების (მასტერპლანი) და მათი ლიცენზირებისა და აკრედიტაციის მექანიზმები, ასევე დაავადება სპციფიური, მაგალითად ონკოლოგია, გულსისხლზარვთა და ა.შ. პირველი სამი აუცილებელია;
6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური დახმარების დონეების მკაცრად ჩამოყალიბება (კრიტერიუმების), მათი პერიოდული შეფასება და სახელმწიფო დაფინანსების მიბმა ამ საკითხზე;
7. უზარმაზარი თემაა წამლის პოლიტიკა, წამლის სააგენტოს საკითხი, რეგისტრაციების სისტემა, რეიმბარსმენტი პირველად ჯანდაცვაში, ესენციურ წამალთა ნუსხა და განახლება ყოველწლიურად, გვერდითი მოქმედებების მონიტორინგის სისტემა და სხვა. წამლის საკითხის გამოყვანა მხოლოდ ბიზნესის სფეროდან და თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან. წამლის ფასი (მრავალფუქნქციური მიდგომით) რეგულირდება ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც აუცილებელია. მე არ ვსაუბრობ ფიქსირებულ ფასებზე. წამალთ პოლიტიკაში ფასის რეგულირების მრავალი მექანიზმი არსებობს და როგორც წესი წარმატებულ ქვეყნებში ერთდროულად რამოდენიმე გამოიყენება და არა მხოლოდ ერთი;
8. ძალიან მნიშველოვანია 21-ე საუკუნეში გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხის წინა პლანზე წამოწევა რადგან ის სულ უფრო გახდება წამყვანი ფაქტორი ავადობასა და სიკვდილიანობაში და შესაბამის პრევენციული მედიცინის მეტი ხელშეწყობა. აქ საჭიროა მეტი მუშაობა საკანონმდებლო სივრცის შევსებაზე, სათანადო მონიტორინგის ჩარჩოზე და ა.შ.
9. საინფორმაციო ტექნოლოგიების და ელექტრონული ჯანდაცვის შემდგომი განვითარება;
10. გენომზე დამყარებული და პერსონალიზებული მედიცინის განვითარების ხელშეწობა ქვეყანაში, რომელიც 21-ე საუკუნის მედიცინაა და უკვე ჩამოვრჩებით სერიოზულად;
11. პერიოდული რეპორტები - National Health Account, National Health Report, Health System Performance Report , დაავადება სპეციფიური რეპორტები (ზოგი რამ კეთდება, მაგრამ ხარისხი არ არის რაც გვინდოდეს). საჭიროა სამინისტროსთან შესაბამისი ანალიტიკური ერთეულის (ინსტიტუციის ჩამოყალიბება და ახალგაზრდა კადრის მოზიდვა, რომელიც მომავალზე იფიქრებს. აქ აუცილებელია უნივერსიტეტების, ჩვენი დიასპორის გამოყენება უცხოეთში, თავისთავად შესაბამისი დაფინანსება ჭირდება, მაგრამ ასეთი მიდგომა ყოველთვის დიდ უკუგებას იძლევა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში).
ალბათ კიდევ ბევრი საკითხია ჩემს ჩანაწერებში, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვანი შევარჩიე რაც პირველ რიგში შემხვდა თუმცა ისინი პრიორიტეტულობით არ დამილაგებია.
საუკეთესო და წარმატებების სურვილებით
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
მ. ასათიანის 9, თბილისი 0186
ტელ/ფაქსი: +995 32 2311755
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge