From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; Noe Kinkladze
Subject : Re: თამბაქოს კონტროლი
Received On : 14.05.2018 06:31
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო მაია,

ლელა სტურუას ინფორმაციით ერთი კომპონენტის დადგენის  ღირებულება დაახლოებით 30 ფუნტი სტერლინგი იქნებაო. ანუ ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი აირის განსასაზღვრად ერთი ნიმუშის ღირებულება იქნება დაახლოებით 90 ფუნტი. 


პატივისცემით, 

ნათია ხმალაძე



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natia@moh.gov.ge

From: Maia Lagvilava
Sent: Wednesday, May 02, 2018 10:39 AM
To: Natia Khmaladze; Mariam Darakhvelidze; Noe Kinkladze
Subject: RE: თამბაქოს კონტროლი
 

გამარჯობა ნათია,

 

მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის. დაველოდოთ ლელას პასუხს სერვისების შესყიდვის შესაძლებლობების შესახებ.

 

პატივისცემით,

 

მაია

 

Maia Lagvilava, MD, MHA

Deputy Minister

 

144 A. Tsereteli ave.

0119 Tbilisi, Georgia

Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)

E-mail: mlagvilava@moh.gov.ge

 

MOH Logo-ENG

 

From: Natia Khmaladze
Sent: Wednesday, May 2, 2018 10:03 AM
To: Maia Lagvilava ; Mariam Darakhvelidze ; Noe Kinkladze
Subject: Re:
თამბაქოს კონტროლი

 

მოგესალმებით ქალბატონო მაია,

მინისტრის დავალების ფარგლებში, როგორც იცით სამხარაულის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა შესაბაისი შეკითხვა.

გუშინ დამიკავშირდა აღნიშნული ქალბატონო და გადმოგვცა შემდეგი ინფორმაცია:

1. სამხარაული არ აკეთებს ჰაერის ექსპერტიზას; შესაბამისად, ამის საშუალება მათ ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.

2. რაც შეეხება ზოგადად მომავალ ხედვას მსგავსი ექსპერტიზის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათი თქმით ძალიან უხეში გათვლებით ასეთი აპარატის შესყიდვა დაახლოებით 700 000 ევრო დაჯდებაო. გარდა ამისა, საჭირო იქნება სტანდარტების შესყიდვაც, რომლის მიხედვითაც უნდა გაკეთდესო ექსპერტიზაო, ესეც სავარაუდოთ 100 000 დაჯდებაო.

 

ამ ეტაპზე სამხარაული არ გეგმავს ასეთი აპარატის შესყიდვას. სხვა საკითხია თუ ამისთვის მიღებული იქნება სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილება და გამოიყოფა შესაბამისი დამატებითი სახსრებიო.

რაც შეეხება ერთეულის ღირებულებას, ამის თქმა მათ არ შეუძლიათ, ეს დამოკიდებულია თავად სახარჯ მასალაზე და თანმდევ ხარჯებზე, რასაც დასჭირდება დათვლა.

 

გუშინ ვესაუბრე ნსდს-ის ლელა სტურუას და ვთხოვე, რომ თუ არის შესაძლებელი სხვა ქვეყნებში არსებული სერვისების შესყიდვის ფასები მოიძიოს

 

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს - შემოსავლების სამსახურსმათი ინტერესი, ყოველშემთხვევაში აქამდე, არის/იყო მხოლოდ ფისკალური ნაწილი, ანუ რამდენად შემოვიდა, რამდენად იყიდება რამდენი შედის ბიუჯეტში და უაქციზო რომ არ იყოს ბაზარზე. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, შემოსავლების სამსახური ფლობს მხოლოდ შემდეგ მონაცემებს, რომელიც იკითხება აქციზის მეშვეობით:

1. ფილტრიანია თუ უფილტრო;

2. იმპორტია თუ ადგილობრივი წარმოება;

3. ვინაა იმპორტიორი/მწარმოებელი.

 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე

 

 


From: Natia Khmaladze
Sent: Thursday, April 26, 2018 6:30 PM
To: dchorgolashvili@expertiza.gov.ge
Cc: Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze
Subject: Fw:
თამბაქოს კონტროლი

 

- დოდო, უკან დამიბრუნმა მეილი. გიგზავნით განმეორებით.

 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე

 

 


From: Natia Khmaladze
Sent: Thursday, April 26, 2018 6:26 PM
To: dchorgolashvili@expertise.gov.ge
Cc: Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze
Subject:
თამბაქოს კონტროლი

 

მოგესალმებით - დოდო,

როგორც მოგეხსენებათ 1 მაისიდან ამოქმედდება ახალი კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ სამართალდარღვევას:

 

მუხლი 155 7 . ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმების, გაზომვისა და რეგულირების წესების დარღვევა, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა

 

  1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.

2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.

4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.  (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]

 

 

ჩვენ გვაინტერესებს:

1. აქვს თუ არა შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ჩვენი დაკვეთის შემთხვევაში დაადგინოს ეს შესაბამისობა;

2. თუ არ შეუძლია, ზოგადად გეგმავს თუ არა ამ მიმართულებით შესაბამისი სიმძლავრეების განვითარებას და ერთი ნიმუშის ექსპერტიზა დაახლოებით თქვენი გათვლებით რა თანხებთან იქნება დაკავშირებული.

 

 

მადლობას გიხდით წინასწარ თანამშრომლობისათვის. თქვენი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ მუხლის აღსრულებისათვის.

 

 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე

ტელ. 577288800

 

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი