From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Kakhaber Dzimistarishvili; maiatabagari@gmail.com; press@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze; Sopo Belkania; Nino Odisharia; Noe Kinkladze; Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Ivane Bibilashvili
Subject : Re: მთავრობის სხდომა და მასალები
Received On : 08.05.2018 07:08

მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,

გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 10 მაისს - 16:00 საათზე.

გიგზავნით ინფორმაციას ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხების თაობაზე:

1. ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა;

2. „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პრ. ცვლილება (იზრდება პროგრამის ბიუჯეტი 20,000.00 ლარით. შესაბამისად,  პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი განისაზღვრა 120, 000.00 ლარით.)

3. NCDC-ის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობა (ცენტრსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის პროექტი თემაზე -  ,,სელექციური აბორტების კვლევა საქართველოში“);

4. „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვ.

 

დამატებით შეგახსენებთ, რომ ისევ შეჩერებულია საკითხი დმანისის კლინიკის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

 

 

საკითხების განხილვის რეჟიმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.

 

 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე