| From : | Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com> |
| To : | Ketevan <Goginashvili> |
| Subject : | Re: სამოქმედო გეგმის და ჯგუფის შექმნის ბრზანების პროექტები |
| Cc : | Maia Lagvilava; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia; lashakiladze@yahoo.com; nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge; okribeli@hotmail.com; david_zur@email.com; nkvaratskhelia@ombudsman.ge; ioboladze@ombudsman.ge; gburdjanadze@ombudsman.ge; gburjanadze@ombudsman.ge; Irma Khabazi; mmaglaperidze@moh.gov.ge |
| Received On : | 19.03.2018 10:16 |
მოგესალმებით სამუშაო ჯგუფის წევრებს,
დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან გადმოგზავნილი მასალისთვის. გავეცანი დოკუმენტებს და გთავაზობთ კომენტარებს:
1. ფსიქიკური ჯანდაცვის სტრატეგიის ყველაზე დეტალურ დოკუმენტშიც კი არ არის განსაზღვრული ფსიქიკური და ნარკოლოგიური სერვისების ინტეგრირების გეგმის შემუშავება, რაც სრულიად სამართლიანია. ვინაიდან, მედიცინის ამ ორი დამოუკიდებელი სპეციალობის ინტეგრაციაზე (რასაც ფსიქიატრების დიდი ნაწილი მხოლოდ მიესალმება) ფართო განხილვებიც კი არ დაწყებულა. აქედან გამომდინარე ფსიქიატრებისგან (ან უპირატესად ფსიქიატრებისგან) დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ვერ შესძლებს ნარკოლოგიის პრობლემებზე კომპეტენტურად მუშობას.
მიმაჩნია, რომ ნარკოლოგებმა თავად უნდა მოამზადონ ნარკოლოგიის განვითარების კონცეფცია და სტრატეგია და შემდეგ, თუ ორი სპეციალობის ინტეგრაციის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ფსიქიატრებთან ერთან შეაჯერონ ინტეგრირებული განვითარების სამოქმედო გეგმა.
2. ამ ეტაპზე, გამომდინარე სურამის დაწესებულებაში არსებული მდგომარეობისა, მწვავედ დგას ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების დაუყოვნებლად მოგვარების საკითხი. ამდენად, სამუშაო ჯგუფმა, პირველ რიგში, სურამის დეინსტიტუციონალიზაციისა და შესაბამისი ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების განვითარების გეგმა უნდა შეიმუშავოს.
3. ნარკოლოგიაში კადრების მომზადების საკითხი, ასევე თავად ნარკოლოგებმა უნდა გადაწყვიტონ. რაც შეეხება ფსიქიკურ ჯანდაცვას, აქ გამორჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალობები, რომელთა გარეშე თანამედროვე ფჯ სერვისების მუშაობა წარმოუდგენელია და რომლებიც საქართველოში არ არის რეგულირებული (ფსიქოთერაპევტი, კლინიკური სოც.მუშაკი, ფსიქიატრიული ექთანი და ა.შ.).
4. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ერთი დაწესებულებიდან 3 ექსპერტია წარმოდგენილი, რამაც შეიძლება ნებსით, თუ უნებლიეთ ამ დაწესებულების ინტერესების ლობირებას შეუწყოს ხელი. ამიტომ, გთავაზობთ, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ ფსიქიატრთა საზოგადოების ახლადარჩეული გამგეობის სხვა წევრებიც, რომლებსაც პროფესიული თემის დიდმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა და რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობენ და, შესაბამისად, უფრო ფართო ნაწილის ინტერესებს წარმოადგენენ. კერძოდ, ქალაბატონებს მანანა ელიაშვილს და ნანა ზავრადაშვილს და ბატონ ბიძინა მგალობლიშვილს
პატივისცემით,მოგესალმებით,
შეთანხმებისამებრ, გიგზავნით ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების სამოქმედო გეგმის და ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანების პროექტებს.
გთხოვთ, ორშაბათს დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ:
· თქვენი შენიშვნები და წინადადებები სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით;
· სამუშაო ჯგუფში მონაწილე კანდიდატთა სია, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
ქეთი
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Labor, Health and Social Affairs
144 Tsereteli Ave
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984