| From : | nino makhashvili <nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge> |
| To : | Ketevan <Goginashvili> |
| Subject : | Re: სამოქმედო გეგმის და ჯგუფის შექმნის ბრზანების პროექტები |
| Cc : | Maia Lagvilava; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia; lashakiladze@yahoo.com; okribeli@hotmail.com; david_zur@email.com; nkvaratskhelia@ombudsman.ge; ioboladze@ombudsman.ge; gburdjanadze@ombudsman.ge; gburjanadze@ombudsman.ge; Eka Chkonia; Irma Khabazi; mmaglaperidze@moh.gov.ge |
| Received On : | 19.03.2018 10:11 |
| Attachments : |
ძვირფასო ქ-ნო ქეთი,
ძვირფასო
კოლეგებო,
- დოკუმენტი 1 "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების
კოორდინაციის მიზნით
სამუშაო ჯგუფის
შექმნის შესახებ”:
პუნქტი 5. სამუშაო ჯგუფის ამოცანებია:
ა) ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების
სამოქმედო გეგმის
შემუშავება და
იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
ვფიქრობ, აქ
უფრო დაკონკრეტებული
უნდა იყოს
რა დოკუმენტზე გვაქვს
საუბარი. ყველას
მოგვეხსენება, რომ
ეროვნული სტრატეგია
და სამოქმედო გეგმა
უკვე გვაქვს.
ეს მოკლევადიანი
სამოქმედო გეგმაა? ეროვნული
სამოქმედო გეგმის
განხორციელებისთვის საჭირო
სტრატეგიული გეგმაა,
ქვე-გეგმა, პროექტი? სახელწოდებას
მნიშვნელობა აქვს
- კონფუზის თავიდან
ასაშორებლად და შინაარსის და მიზნის გასამართად. ამასთან, მეორე
დოკუმენტში (იხ. ქვემოთ) მოცემულ მატრიცაში ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის
ბევრი აქტივობა გამეორებულია და ეს კიდევ უფრო დამაბნეველია.
ე) ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების
სამოქმედო გეგმითა
და ფსიქიკური
ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია.
აქაც იგივე კომენტარი მაქვს - თუ არ დაკონკრეტდა,
რომელ სამოქმედო გეგმაზე ვსაუბრობთ, გაუგებრობას ექნება ადგილი.
დოკუმენტი 2 ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების სამოქმედო გეგმა:
- სათაურთან დაკავშირებული
კომენტარი - იხ. ზემოთ;
- იქნებ ვიხმაროთ „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, როგორც
ტერმინი და ავიშოროთ თავიდან „ფჯ/ფსიქიატრია“? მით უფრო, თუ ადიქტოლოგიის
ინტეგრირება გვინდა...
- ვფიქრობ, რომ დოკუმენტს საწყის ნაწილში აკლია
წარმმართველი რამდენიმე პრინციპის ჩამოყალიბება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ‘ცოცხალი’
პრინციპი უნდა იყოს დეცენტრალიზაცია და დაწესებულებების ავტონომიურობა მათი მკურნალობის გამოსავლების მაღალი ხარისხის
პარალელურად. ამ პრინციპის არტიკულაცია, ჩემის აზრით, აქტუალურია; წინააღმდეგ შემთხვევაში, მატრიცაში მოცემული
„ინფრასტრუქტურის“ სამივე აქტივობის შედეგად შესაძლოა მმართველობის და
ინფრასტრუქტურული მოწყობის შეთავაზებული
მოდელები კონტრ-პროდუქტიული იყოს და კვლავ არანაირ მტკიცებულებაზე-დაფუძნებულ, სიურეალისტურ გაერთიანებებს (როგორც სურამის და
ბედიანის ცენტრების გაერთიანება იყო) მოიაზრებდეს. დოკუმენტმა ჩარჩო უნდა მისცეს
გამოწვევების გადასაჭრელ წინადადებებს და იდეებს, ამიტომაც პრინციპების
ჩამოყალიბება ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
დეცენტრალიზაციის
პრინციპს უნდა ავსებდეს მეორე პრინციპი, რომელიც აღიარებს, რომ დარგის მმართველობა მოქნილ და დემოკრატიულ
მოდელს უნდა დაეფუძნოს, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციის
წარმომადგენლობით მართვას გულისხმობს. მართლაც, თუ ხარჯების ოპტიმიზაცია და
სისტემის მართვის გაუმჯობესება გვსურს, ასეთი - გამაერთიანებელი, მაგრამ ჩართულობის
უზრუნველმყოფი - მოდელის სპეციფიკა უნდა იყოს განხილვის საგანი. აქ ვგულისხობ მმართველობის
არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაციის - აიპ-ის მოდელსაც.
ერთ-ერთი
პრინციპი, სასურველია იყოს ყოველი
შეცვლილი ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს თერაპიული გარემოს შექმნას.
მხოლოდ გარემონტება არ არის გაუმჯობესება
- გავიხსენოთ ბულგარეთის, ლიტვის და ევროკავშირის სხვა ახალი ქვეყნების ფსიქიკური
ჯანმრთელობის სამსახურებში ევროპის სტრუქტურული ფონდების ინვესტიციების მიმართ
მაღალი კრიტიკა.
აქვე
უნდა იყოს ფჯ აშლილობის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პრინციპი. ეს პრინციპი თუ არ ჩამოყალიბდა, თავიდან ვერ
ავიშორებთ მხოლოდ სამკურნალო სერვისებზე ორიენტაციას და ვერ განვავითარებთ რეზიდენტულ სათემო საცხოვრისებს.
- პარაგრაფში “ადამიანური
რესურსები”, ჩემის
აზრით, ჩასამატებელია
ილიას სახ
უნივერსიტეტის “ფსიქიკური
ჯანმრთელობის” სამაგისტრო
პროგრამის მიერ
მომზადებული ახალგაზრდა
სპეციალისტები სხვადასხვა
პროფესიებიდან - ექიმი,
ფსიქოლოგი, სოციალური
მუშაკი, ოკუპაციური
თერაპევტი. ამ ახალგაზრდა
სპეციალისტებს ეძლევათ თანამედროვე
ფჯ სერვისებში მუშაობის უნარები, მულტი-დისციპლინური გუნდის შემადგენლობაში
მუშაობის ჩათვლით
(კურსდამთავრებულია დაახლ. 40-45 ადამიანი).
აქვე დავამატებ,
რომ თუ დოკუმეტში
ავღნიშნავთ ნარკოლოგიის
დარგის სირთულეებსაც,
აქვე შეიძლება
მითითება, ასევე,
შედარებით ახალი
სამაგისტრო პროგრამის-
ადიქციის კვლევების -
რესურსისა პროგრამა
უშვებს თანამედროვე
მიდგომების ცოდნით
აღჭურვილ მაგისტრებს,
ასევე მულტიდისციპლინური
ბექგრაუნდით.
ზოგადად,
ამ დოკუმენტის მატრიცაში მხოლოდ ფსიქიატრთა და ექთანთა გადამზადებაზეა ლაპარაკი -
არ ჩანს მულტი-გუნდის სხვა წევრები/პროფესიები.
- პარაგრაფს “ძირითადი
გამოწვევები” დავამატებდი
უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემებს:
რეზიდენტული სათემო საცხოვრისების დეფიციტს;
ბავშვთა და
მოზარდთა ფსიქიკური
ჯანმრთელობის სერვისების
ჯაჭვის დეფიციტს;
- პარაგრაფი “მიზანი"ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის
განვითარება მიზნად
ისახავს მაღალ
ხარისხიან ფსიქიატრულ და
ადიქტიურ ინტეგრირებულ სერვისებზე გეოგრაფიულ და დროულ ხელმისაწვდომობა
ფჯ და
ადიქტიური სერვისების ინტეგრირებას, სავარაუდოდ, ყველა მიესალმება, რადგან ეს
საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტია.
უბრალოდ, ჯგუფს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ:
ფჯ დარგში არსებული მდგომარეობა კარგად გვაქვს შესაწავლილი და საჭიროებებიც-
იდენტიფიცირებული; გადაჭრის გზებზეც წლებია, რაც მსჯელობს პროფესიული თემი ხელისუფლებასთან ერთად.
ადიქციის დარგის განვითარების შესახებ ნაკლები გვაქვს შეთანხებული გადაწყვეტილება,
ყველა დონეზე, მათ შორის პოლიტიკურ და პროფესიულ დონეებზე. ანუ, ადიქციის
სფეროსთან მიმართებით გაცილებით მეტი
გვაქვს შესასწავლი და შესათანხმებელი - თუნდაც ამ დოკუმენტში ჩანს ეს ფაქტი.
ინტეგრირება როგორ უნდა მოხდეს და ინტეგრირებული სისტემა როგორ განვითარდეს - ამის
გადასაწყვეტად დიდი შრომა გვექნება გასაწევი.
ვფიქრობ, ამ გუნდმა შეიძლება ბაზისური დოკუმენტები (desk-reviews,
factsheets, green papers, etc.) შეიმუშაოს,
მაგრამ რესურსულად გაძლიერება დაგვჭირდება. ამიტომ დოკუმენტის მიზანში მოტანილი ეს
ექსპლიციტური ფრაზა, ცოტა არ იყოს, არაბალანსირებულად მიმაჩნია.
- იქვე, მეორე აბზაცი, იწყება
სიტყვებით „სტრატეგიის
დანერგვა“.
უნდა შევინარჩუნოთ უნიფორმულობა - და
ვიხმაროთ შერჩეული/შეთანხებული სახელწოდება ამ დოკუმენტისა;
- მატრიცაში „ეფექტიანობის ძირითადი ინდიკატორების“-ს
გარდა, გვესაჭიროება ე.წ. „ბენჩმარქ“ ინდიკატორები, რათა დინამიკის გაზომვა
შესაძლებელი იყოს; ეს ეხება განსაკუთრებით იმ ქმედებებს, რომელთან ეფექტურობა %-ით
ფასდება. ამ ინდიკატორებს მეტი დაკონკრეტება სჭირდება; მაგ; როგორ ვაფასებთ, რომ
„უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით „ოჯახის
ექიმების“ კვალიფიკაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მუდმივად მზარდია“?
გავლილი საათების რაოდენობით/ გავლილი სატრენინგო დღეების რ-ობით/სუპერვიზიის
სესიების რაოდენობით/რეფერირებული კლიენტების რ-ით/მკურნალობაზე აყვანილი
კლიენტების რ-ობით/სამედიცინო ანკეტების ჩანაწერების საშუალებით თუ კლიენტების
კმაყოფილების დონით?
-
გრამატიკული შეცდომების გასწორება;
ზოგადად,
მივესალმები მატრიცაში მოცემულ ღონისძიებათა ჩამონათვალს, თუმცა დოკუმენტს უნდა
მოეძებნოს ადგილი დარგის წარმმართველ სხვა სტრატეგიულ ტექსტებს შორის (ეროვნული
კონცეფცია, სახელმწიფო სტრატეგია დ ასამოქმედო გეგმა, სახელმწიფო პროგრამა) და მოხდეს მათთან კონცეფტუალური თავსებადობის ახსნა.
აუცილებელად
დასამატებელია
ა. რეზიდენტულ
სათემო საცხოვრისის შექმნა
(საგულდაგულოდ ჩატარებული საჭიროებების
შეფასებით და პილოტური მოდელის განვითარებით) და
ბ. ბავშვთა
სერვისების რაოდენობის ზრდა, ამ სამსახურების განვითარების სტრატეგიის
შემუშავებასთან ერთად; თუმცა ეს „საჭიროებების შეფასება და განვითარების გეგმის მომზადება“-შიც შეიძლება შევიდეს.
და
ბოლოს, რადგან საზოგადოების ყურადღების ცენტრში სურამის ფჯ ცენტრია მოქცეული, რეკომენდირებულია ამ სერვისის გარდაქმნის ღონისძიებების
მოფიქრება. ჩემის აზრით, სურამის ფჯ
ცენტრის ტერიტორია ერთ-ერთი საუკეთესო
სივრცეა რეზიდენტული სათემო სერვისების განვითარებისთვის და დაცული სახელოსნოების
შესაქმნელად.
პატივისცემით,