| From : | Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com> |
| To : | Ketevan <Goginashvili> |
| Subject : | Re: 26 მარტს, 17.00 სამუშაო შეხვედრის გადადება და ორშაბათს, დღის ბოლომდე კომენტარების წარმოდგენა |
| Cc : | Maia Lagvilava; Mdarakhvelidze; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia; Lashakiladze; Nino 1; Okribeli; David Zur; Nkvaratskhelia; Ioboladze; Gburjanadze; Irma Khabazi; Mmaghlapheridze |
| Received On : | 26.03.2018 10:07 |
| Attachments : |
ძვირფასო სამუშაო ჯგუფის წევრებო,
გიგზავნით მოსაზრებებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით (წერილში მოყვანილი კომენტარები "ტრეკჩეინჯებით" ან გაყვითლებული ტექსტის სახითაა შეტანილი დოკუმენტში (იხილეთ ბმული).
თქვენს მიერ გამოგზავნილი სამოქმედო გეგმა მთლიანობაში სრულიად მისაღებია და პრაქტიკულად იმეორებს სტრატეგიული გეგმის პუნქტებს, რომელიც დარგის სპეციალისტების ფართო ჩართულობითა და კონსენსუსით შემუშავდა. თუმცა მიმაჩნია, რომ რამდენიმე მოსაზრება გასათვალისწინებელია, კერძოდ:
1. დოკუმეტში ცალკეა გამოტანილი ინფრასტრუქტურის საკითხი, თუმცა ბევრად სწორი იქნება, თუ ინფრასტრუქტურის ანუ დაწესებულებების გარემონტებისა და მოწყობის საკითხს რესტრუქტურირებისა და მოდერნიზების კომპონენტის კონტექსტში განვიხილავთ. ეს მოიცავს არსებული საწოლების/ადგილების სწორი გადანაწილების (რეგიონებისა და სერვისები მიხედვით) თანმიმდევრული გეგმის შედგენას და ამ გეგმის მიხედვით საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ეს ნაწილი პირდაპირ ეხმიანება სურამის „საავადმყოფოს“ ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტასაც. რესტრუქტურიაზიის პროცესის მნიშვნელობა ხაზგასმულია ფჯ სახელმწიფო კონცეფციაში, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების/მოვლის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტადაა მიჩნეული.
2. უმნიშვნელოვანესი საკითხია ფჯ სისტემის მართვისა და ზედამხედველობის საკითხები - რაზეც მიგვაჩნია, რომ მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ეს გულისხმობს არსებული მართვის ფორმების ანალიზს და მათი ეფექტურობის შეფასებას სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგისა და დაფინანსების კუთხით. ანალიზისა და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე მართვის ახალი ეფექტური ფორმების შემუშავებას.
3. ადამიანური რესურსის ნაწილში გამორჩენილია ისეთი მნიშვნელოვანი პროფესიები, როგორიცაა ფსიქოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, კლინიკური სოციალური მუშაკი. ეს არარეგულირებადი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიებია, რომელთა გარეშეც თანამედროვე ფჯ სერვისები ვერ იფუნქციონირებენ. შესაბამისად მათი რეგულირების და სერტიფიცირების საკითხი სამოქმედო გეგმის მიმართულება უნდა იყოს.
4. სასწავლო და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ უნივერსიტეტები და აკადემიური პერსონალი.
5. რამდენიმე ღონისძიების შესრულების თარიღი არარეალისტურად გამოიყურება ან ზოგი საკითხის მოგვარება უფრო სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, შესაბამისად, ამ ღონისძიებების თარიღები ჩასწორებულია.
იმედი მაქვს, რომ აღნიშნული შენიშვნებს გაითვალისწინებთ.
პატივისცემით,
სარამო მშვიდობისა,
მოხდა მისკომუნიკაცია. სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობას შენიშვნების/კომენტარების წარმოდგენა ორშაბათს ეგონათ. გთხოვთ, კომენტარები წარმოადგინეთ ორშაბათს დღის ბოლომდე, ხოლო შეხვედრის თარიღს გაცნობებთ მოგვიანებით.
ბედნიერი დასვენება...
პატივისცემით, ქეთი
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Labor, Health and Social Affairs
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984
From: Ketevan Goginashvili
Sent: 22 March, 2018 14:44
To: Maia Lagvilava; Mdarakhvelidze; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia; Lashakiladze; Nino 1; Okribeli; David Zur; Nkvaratskhelia; Ioboladze; Gburjanadze; Eka Chkonia; Irma Khabazi; Mmaghlapheridze
Subject: 26 მარტს, 17.00 სამუშაო შეხვედრა.
მოგესალმებით კოლეგებო,
ორშაბათს, 17.00 სთ-ზე, მე-8 სართულზე შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. გთხოვთ, მობრძანდეთ.
შეთანხმებისამებრ, პარასკევს დღის ბოლომდე, ველოდებით თქვენს შენიშვნებს/კომენტარებს სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით, რათა ორშაბათს შევძლოთ მასზე მსჯელობა.
დიდი მადლობა.
პატივისცემით, ქეთი
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Labor, Health and Social Affairs
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984
From: Ketevan Goginashvili
Sent: 19 March, 2018 14:24
To: Maia Lagvilava; Mdarakhvelidze; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia; Lashakiladze; Nino 1; Okribeli; David Zur; Nkvaratskhelia; Ioboladze; Gburdjanadze; Gburjanadze; Eka Chkonia; Irma Khabazi; Mmaglaperidze; Mmaghlapheridze
Subject: Re: სამოქმედო გეგმის და ჯგუფის შექმნის ბრზანების პროექტები
მოგესალმებით,
დღეს 5 საათზე, სამინისტროს მე-8 სართულზე გაიმართება ფსიქიატრიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
გთხოვთ მობრძანდეთ.
პატივისცემით, ქეთი
On Mar 16, 2018 at 20:49, <Ketevan Goginashvili> wrote:
მოგესალმებით,
შეთანხმებისამებრ, გიგზავნით ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების სამოქმედო გეგმის და ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანების პროექტებს.
გთხოვთ, ორშაბათს დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ:
· თქვენი შენიშვნები და წინადადებები სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით;
· სამუშაო ჯგუფში მონაწილე კანდიდატთა სია, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
ქეთი
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Labor, Health and Social Affairs
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984