| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Beqa Ioseliani <ioseliani.nfmtc@gmail.com> |
| Subject : | Re: C ჰეპატიტის სკრინინგი |
| Cc : | Natia Verdzadze <nverdzadze@gmail.com>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; gelachivi@gmail.com; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze;nino kakulia <ninokakulia87@yahoo.com>; nfmtc <Nfmtc@nilc.org.ge> |
| Received On : | 15.05.2018 12:55 |
მოგესალმებით,
კომპანია „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ სახელით, სრულ მზაობას ვაცხადებთ აქციაში ჩასართავად.
21 მაისისათვის, მზად გვეყოლება ერთ გუნდი (ორი ტრენირებული ადამიანი):
- რეგისტრატორი - Stop C მოდულში მუშაობის უნარჩვევით
- სკრინერი - HCV/HIV-ის წესის შესაბამისი ჩატარების უნარჩვევით
დავეთანხმები ქ-ნ ეკას, კარგი იქნება თუ ორშაბათამდე მოგვეცემა შესაძლებლობა სკრინინგის ჩასატარებელი სივრცის დასათვალიერებლად/მოსაწყობად.
პროცესების დეტალური ორგანიზებისათვის დაველოდებით თქვენს გამოხმაურებას.
პატივისცემით,
ბექა იოსელიანი
Beka Ioseliani,National Family Medicine Training Centre - Medical Directortel: +995-(593)-75-76-20E-meil: ioseliani.nfmtc@gmail.com2018-05-15 12:46 GMT+04:00 Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>:ნათია,
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.
ჩემი მხრიდან გაცნობებთ, რომ ,,საოჯახო მედიცინის ცენტრი" მზად არის გამოყოს ერთი ბრიგადა გამგეობებში სკრინინგული კვლევების ჩასატარებლად (მიმოწერაში ვსვამ ბექა იოსელიანს). ამდენად, 21 მაისიდან გეგმის შესაბამისად შეგვიძლია აქტივობების განხორციელება.
როგორ ფიქრობთ, ხომ არ ჯობს, ორშაბათამდე ერთი ვიზიტი განვახორციელოთ გამგეობაში მზადყოფნის შესაფასებლად, რაიმე სახის პრობლემა რომ არ შეგვქემნას 21-ში?
ასევე, ალბათ, უნდა ჩავრთოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ღონისძიების გასაშუქებლად.
პატივისცემით,
ეკა
Ekaterine Adamia
Head of Health Care and Programs DivisionHealth Care Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
TEL: (+995) 577 282825
From: Natia Verdzadze <nverdzadze@gmail.com>
Sent: Monday, May 14, 2018 11:03 AM
To: Vladimer Getia
Cc: Ekaterine Adamia; gelachivi@gmail.com; Amiran Gamkrelidze; Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; nino kakulia
Subject: Re: C ჰეპატიტის სკრინინგიმოგესალმებით,
მოგაწოდებთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დღეის მდგომარეობით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა მზადყოფნა გამოთქვეს C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევების განხორციელების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. წინასწარი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ პირველ გამგეობაში (საბურთალოს რაიონი) დაწყებულია მზადება შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
რაც შეეხება მერიის ჩართულობას, ჩვენთან მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ტარდება გასაუბრებები, ასევე, სხვა სამსახურების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პროექტში მერიის ჩართვა ვერ ხერხდება.
მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით გაცნობებთ ეტაპობრივად.
პატივისცემით,
ნათია ვერძაძე
ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა
და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურიმის.: შარტავას ქ. N7, 0160, თბილისი, საქართველო
მობ..: +995 595 053608
2018-05-08 12:29 GMT+04:00 Vladimer Getia <khgetia@gmail.com>:
ხვიჩაპატივისცემითმადლობა ეკა,ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა, 10 მაისიდან შეგვეძლება ჩვენი მანქანები განვათავსოთ იუსტიციის სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, საკითხი იუსტიციის სახლთან ჩვენ შევათანხმოთ, თუ უკვე გაქვთ შეთანხმებული და ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე დაველაპარაკოთ?
პატივისცემით,
ვლადიმერ გეთია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი
მობ: +995 (5) 91 41 59 55
ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;
Best Regards,
Vladimer Getia
National Centre for Disease Control and Public Health of Georgia
Head of State Programm Department
Cell: +995 (5) 91 41 59 55
Website: www.ncdc.ge
Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;
2018-05-08 10:22 GMT+04:00 Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>:
ხვიჩა, მოგესალმები
როგორც თქვენთვის ცნობილია, მერია-გამგეობების პროექტის დაწყება იგეგმება 21 მაისიდან, ამ რიცხვამდე რჩება ერთი სრული კვირა, შესაბამისად, ჩემი აზრით, შეგვიძლია ამ პერიოდში თბილისის და ქუთაისის იუსტიციის სახლებთან განვათავსოთ მობილური ამბულატორია და დავაკვირდეთ აქტივობას პროექტის შემდგომი გავრცობის დაგეგმვის მიზნით. ეს საკითხი, უნდა შეთანხმდეს იუსტიციასთან.
რაც შეეხება, მერია-გამგეობებში დაგეგმილი პროექტისთვის ლაბორატორიული ბრიგადის გამოყოფას, გუშინ ველაპარაკე საოჯახო მედიცინის ცენტრს და ამ დღეებში გვეტყვიან დადასტურებულ პასუხს.
საუკეთესო სურვილებით,
ეკა
From: Vladimer Getia [mailto:khgetia@gmail.com]
Sent: 4 May, 2018 19:20
To: Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Cc: gelachivi@gmail.com; nverdzadze@gmail.com; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject: Re: C ჰეპატიტის სკრინინგი
ეკა,
მოგესალმებით, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო სკრინინგის გააქტიურების კუთხით იუსტიციის სახლების ჩართვასთან დაკავშირებით.
ამჟამად ცენტრის განკარგულებაშია 2 მობილური ამბულატორია, რომლის განთავსებაც შეგვიძლია თბილისის და ქუთაისის იუსტიციის სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისი გადაწყვეტილების/ნებართვის მიღების შემთხვევაში. ერთი კვირის მანძილზე შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ წერტილებში სკრინინგებზე მომართვიანობის დინამიკას და ვიფიქროთ ამ პროექტის დანარჩენ იუსტიციის სახლებშიც განვრცობაზე ან მისი ფორმატის შეცვლაზე - კვირის მანძილზე მხოლოდ მაღალი აქტივობის დღეებში გასვლითი სკრინინგების ორგანიზებაზე.
ამჟამად, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში ზიანის შემცირების ქსელისთვის შესყიდულია დამატებით 2 მობილური ამბულატორია და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მათი ცენტრის რეგიონული ფილიალების გამსვლელი ბრიგადით დაკომპლექტება ბათუმისა და გორის იუსტიციის სახლებთან განთავსება, ან თბილისის იუსტიციის სახლთან მეორე ბრიგადის დაყენება თუ გამტარუნარიანობის პრობლემა შეგვექმნა.
რაც შეეხება, მერიისა და გამგეობების შენობებში სკრინინგების სტაციონარული წერტილების ორგანიზების საკითხს, ვფიქრობთ უპრიანი იქნება თუ სკრინინგის ეროვნული ცენტრის და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ჩართულობით განხორციელდება, რადგანაც მობილური ამბულატორიის გასვლისა და დამატებით ერთი ჯგუფის გამგეობებში მივლინების შემთხვევაში მოგვიწევს ასათიანის ან ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული სკრინინგ წერტილების დროებით დახურვა (ფალიაშვილზე 1 ექთანი ემსახურება, ასათიანზე 5: აქედან 1 სტაციონარებიდან საკვლევი მასალების ტრანსპორტირებას ახდენს, 2 მუდმივად ადგილზე უნდა იყოს სკრინინგების ჩასატარებლად და 2 ერთ გამსვლელ ბრიგადას აკომპლექტებს).
მსგავს აქციებში ჩვენი პარტნიორები არაერთხელ გამხდარან საოჯახო მედიცინის ეროვნული ცენტრის, მედკაპიტალის, ევექსის ამბულატორიული ქსელის წარმომადგენლები და თუ მსგავს აქციას ჩავატარებთ, ალბათ უარს არ გვეტყვიან მათში მონაწილეობაზე.პატივისცემით
ხვიჩა
2018-05-04 11:55 GMT+04:00 Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>:
მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევების ფარგლებში დაგეგმილია ქ. თბილისის მერიისა და თბილისის რაიონების გამგეობების ჩართვა. გიგზავნით აღნიშნული კამპანიის პროექტს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები.
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110