From : Natia Verdzadze <nverdzadze@gmail.com>
To : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
Subject : Re: C ჰეპატიტის სკრინინგი
Cc : Ekaterine Adamia;gelachivi@gmail.com; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze;nino kakulia <ninokakulia87@yahoo.com>
Received On : 14.05.2018 07:03

მოგესალმებით, 

მოგაწოდებთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დღეის მდგომარეობით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა მზადყოფნა გამოთქვეს C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევების განხორციელების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. წინასწარი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ პირველ გამგეობაში (საბურთალოს რაიონი) დაწყებულია მზადება შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 

რაც შეეხება მერიის ჩართულობას, ჩვენთან მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ტარდება გასაუბრებები, ასევე, სხვა სამსახურების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პროექტში მერიის ჩართვა ვერ ხერხდება. 

მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით გაცნობებთ ეტაპობრივად.




პატივისცემით,

ნათია ვერძაძე

ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა 
და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 
მის.: შარტავას ქ. N7, 0160, თბილისი, საქართველო
მობ..: +995 595 053608





2018-05-08 12:29 GMT+04:00 Vladimer Getia <khgetia@gmail.com>:
მადლობა ეკა,

ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა, 10 მაისიდან შეგვეძლება ჩვენი მანქანები განვათავსოთ იუსტიციის სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, საკითხი იუსტიციის სახლთან ჩვენ შევათანხმოთ, თუ უკვე გაქვთ შეთანხმებული და ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე დაველაპარაკოთ?

პატივისცემით

ხვიჩა



პატივისცემით,

ვლადიმერ გეთია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

მობ: +995 (5) 91 41 59 55

ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

Best Regards,

Vladimer Getia

National Centre for Disease Control and Public Health of Georgia

Head of State Programm  Department

Cell: +995 (5) 91 41 59 55

Website: www.ncdc.ge

Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

 

 

 

 

 


2018-05-08 10:22 GMT+04:00 Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>:

ხვიჩა, მოგესალმები

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, მერია-გამგეობების პროექტის დაწყება იგეგმება 21 მაისიდან, ამ რიცხვამდე რჩება ერთი სრული კვირა, შესაბამისად, ჩემი აზრით, შეგვიძლია ამ პერიოდში თბილისის და ქუთაისის იუსტიციის სახლებთან განვათავსოთ მობილური ამბულატორია და დავაკვირდეთ აქტივობას პროექტის შემდგომი გავრცობის დაგეგმვის მიზნით. ეს საკითხი, უნდა შეთანხმდეს იუსტიციასთან.

 

რაც შეეხება, მერია-გამგეობებში დაგეგმილი პროექტისთვის ლაბორატორიული ბრიგადის გამოყოფას, გუშინ ველაპარაკე საოჯახო მედიცინის ცენტრს და ამ დღეებში გვეტყვიან დადასტურებულ პასუხს.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ეკა

 

 

From: Vladimer Getia [mailto:khgetia@gmail.com]
Sent: 4 May, 2018 19:20
To: Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Cc: gelachiv
i@gmail.com; nverdzadze@gmail.com; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject: Re: C
ჰეპატიტის სკრინინგი

 

ეკა,

მოგესალმებით, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო სკრინინგის გააქტიურების კუთხით იუსტიციის სახლების ჩართვასთან დაკავშირებით.

ამჟამად ცენტრის განკარგულებაშია 2 მობილური ამბულატორია, რომლის განთავსებაც შეგვიძლია თბილისის და ქუთაისის იუსტიციის სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისი გადაწყვეტილების/ნებართვის მიღების შემთხვევაში. ერთი კვირის მანძილზე შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ წერტილებში სკრინინგებზე მომართვიანობის დინამიკას და ვიფიქროთ ამ პროექტის დანარჩენ იუსტიციის სახლებშიც განვრცობაზე ან მისი ფორმატის შეცვლაზე - კვირის მანძილზე მხოლოდ მაღალი აქტივობის დღეებში გასვლითი სკრინინგების ორგანიზებაზე.

ამჟამად, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში ზიანის შემცირების ქსელისთვის შესყიდულია დამატებით 2 მობილური ამბულატორია და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მათი ცენტრის რეგიონული ფილიალების გამსვლელი ბრიგადით დაკომპლექტება ბათუმისა და გორის იუსტიციის სახლებთან განთავსება, ან თბილისის იუსტიციის სახლთან მეორე ბრიგადის დაყენება თუ გამტარუნარიანობის პრობლემა შეგვექმნა.

 

რაც შეეხება, მერიისა და გამგეობების შენობებში სკრინინგების სტაციონარული წერტილების ორგანიზების საკითხს, ვფიქრობთ უპრიანი იქნება თუ სკრინინგის ეროვნული ცენტრის და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ჩართულობით განხორციელდება, რადგანაც მობილური ამბულატორიის გასვლისა და დამატებით ერთი ჯგუფის გამგეობებში მივლინების შემთხვევაში მოგვიწევს ასათიანის ან ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული სკრინინგ წერტილების დროებით დახურვა (ფალიაშვილზე 1 ექთანი ემსახურება, ასათიანზე 5: აქედან 1 სტაციონარებიდან საკვლევი მასალების ტრანსპორტირებას ახდენს, 2 მუდმივად ადგილზე უნდა იყოს სკრინინგების ჩასატარებლად და 2 ერთ გამსვლელ ბრიგადას აკომპლექტებს).

მსგავს აქციებში ჩვენი პარტნიორები არაერთხელ გამხდარან საოჯახო მედიცინის ეროვნული ცენტრის, მედკაპიტალის, ევექსის ამბულატორიული ქსელის წარმომადგენლები და თუ მსგავს აქციას ჩავატარებთ, ალბათ უარს არ გვეტყვიან მათში მონაწილეობაზე.

პატივისცემით

ხვიჩა

 

 

 

2018-05-04 11:55 GMT+04:00 Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>:

მოგესალმებით,

 

მოგეხსენებათ, C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევების ფარგლებში დაგეგმილია ქ. თბილისის მერიისა და თბილისის რაიონების გამგეობების ჩართვა. გიგზავნით აღნიშნული კამპანიის პროექტს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები.

 

ეკატერინე ადამია

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა

და პროგრამების სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110