ეკა,
მოგესალმებით, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო სკრინინგის გააქტიურების კუთხით იუსტიციის სახლების ჩართვასთან დაკავშირებით.
ამჟამად ცენტრის განკარგულებაშია 2 მობილური ამბულატორია, რომლის განთავსებაც შეგვიძლია თბილისის და ქუთაისის იუსტიციის სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისი გადაწყვეტილების/ნებართვის მიღების შემთხვევაში. ერთი კვირის მანძილზე შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ წერტილებში სკრინინგებზე მომართვიანობის დინამიკას და ვიფიქროთ ამ პროექტის დანარჩენ იუსტიციის სახლებშიც განვრცობაზე ან მისი ფორმატის შეცვლაზე - კვირის მანძილზე მხოლოდ მაღალი აქტივობის დღეებში გასვლითი სკრინინგების ორგანიზებაზე.
ამჟამად, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში ზიანის შემცირების ქსელისთვის შესყიდულია დამატებით 2 მობილური ამბულატორია და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მათი ცენტრის რეგიონული ფილიალების გამსვლელი ბრიგადით დაკომპლექტება ბათუმისა და გორის იუსტიციის სახლებთან განთავსება, ან თბილისის იუსტიციის სახლთან მეორე ბრიგადის დაყენება თუ გამტარუნარიანობის პრობლემა შეგვექმნა.
რაც შეეხება, მერიისა და გამგეობების შენობებში სკრინინგების სტაციონარული წერტილების ორგანიზების საკითხს, ვფიქრობთ უპრიანი იქნება თუ სკრინინგის ეროვნული ცენტრის და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ჩართულობით განხორციელდება, რადგანაც მობილური ამბულატორიის გასვლისა და დამატებით ერთი ჯგუფის გამგეობებში მივლინების შემთხვევაში მოგვიწევს ასათიანის ან ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული სკრინინგ წერტილების დროებით დახურვა (ფალიაშვილზე 1 ექთანი ემსახურება, ასათიანზე 5: აქედან 1 სტაციონარებიდან საკვლევი მასალების ტრანსპორტირებას ახდენს, 2 მუდმივად ადგილზე უნდა იყოს სკრინინგების ჩასატარებლად და 2 ერთ გამსვლელ ბრიგადას აკომპლექტებს).
მსგავს აქციებში ჩვენი პარტნიორები არაერთხელ გამხდარან საოჯახო მედიცინის ეროვნული ცენტრის, მედკაპიტალის, ევექსის ამბულატორიული ქსელის წარმომადგენლები და თუ მსგავს აქციას ჩავატარებთ, ალბათ უარს არ გვეტყვიან მათში მონაწილეობაზე.